რჩევები თუკი მსხვილი ფეხები გაქვთ 2012, 5 ოქტომბერი, 0:09 ალბათ, ნებისმიერი ქალისთვის მტკივნეული საკითხია წონის პრობლემა, თუმცა როგორ უნდა მოიქცე მაშინ, როცა საქმე ზედმეტ წონაში კი არა, უბრალოდ მსხვილ კიდურებშია. რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომელიც ბუნებამ რატომღაც გამხდარი აღნაგობით და მსხვილი ფეხებით დააჯილდოვა? ამგვარი ტიპის ქალებს, სხვანაირად "მსხალსაც" უწოდებენ, ანუ მათი სხეული მსხლისებური მოყვანილობისაა, წელი წვრილი აქვთ, თეძოები და ფეხები კი არაპროპორციულად განიერი და სქელი. მე მინდა რამოდენიმე რჩევა მივცე მათ, ვინც ბუნებამ ამგვარი აღნაგობით დააჯილდოვა. ჩემო კარგებო, ხელის ჩაქნევა და ფართხუნა ბოლოკაბებით სიარული ჯერ ნაადრევია, მართალია პლასტიკური ოპერაცია რომლის მეშვეობითაც სხეულის სხვადასხვა ნაწილების კორექცია ხდება სასწაულებს ახდენს და შესაძლოა, მსხვილ კიდურებსაც ეშველოს რამე, მაგრამ საამისო თანხები ბევრ ჩვენგანს უბრალოდ არ გააჩნია, ამას გარდა წლების მერე "რეკონსტრუირებულ" ადგილებში მაინც დაიწყებს ჩადგომას ცხიმი, ასე რომ ამ მეთოდზე განურჩევლად იმისა, ფინანსური მდგომარეობა გიწყობთ ხელს თუ არა აჯობებს უარი თქვათ. ამას აჯობებს, სწორად შეარჩიოთ კაბის ფასონი და სხვადასხვა დამატებითი აქსესუარი, საიმისოდ რომ ლამაზად, მოდურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, მაშინაც კი თუ ბუნებამ ლარივით სწორი და წვრილი ფეხებით არ დაგაჯილდოვათ. მინდა გითხრათ, რომ არსებობს რამოდენიმე მარტივი მეთოდი, საიმისოდ რომ ფეხები ვიზუალურად გამხდარი და უფრო თხელი გამოვაჩინოთ. პირველი მეთოდი ეს რა თქმა უნდა ქუსლიანი ფეხსაცმელია, თუმცა ამ შემთხვევაში, ტანგეტის ძირს, გამოყვანილი, ოდნავ სქელი, კლასიკური ქუსლი აჯობებს, ეს იმიტომ რომ ამგვარი სტილის ქუსლით ფეხსაცმელი, თქვენი ფეხის ფორმას, გაცილებით უფრო დახვეწილ იერს მისცემს. კიდევ ერთი მარტივი ხრიკი, საიმისოდ რომ მსხვილი ფეხების პატრონმა მოკლე კაბის თამამად ჩაცმა შესძლოს, ეს გაუმჭვირვალე, მუქი ფერის კოლგოტებია, რომელიც გარდა იმისა რომ ძალიან მოდურია დღესდღეობით, ფეხსაც გაცილებით უფრო გამხდარს აჩენს. გარდა სწორად შერჩეული აქსესუარისა, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ თავად კაბის ფორმა და სტილი. უპირატესობა მიანიჭეთ, მაღალწელიან, მსხვილი რუშის მქონე ან ბრტყელქამრიან კაბებს, რომელიც თქვენი თეძოების გარშემოწერილობას, ოსტატურად დამალავას და სხეულს გაცილებით უფრო სექსუალურ იერს მისცემს. ამასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ დაუმეგობრდეთ ე.წ "ბოტფორდებს "ან მაღალყელიან მუქ, ან მუქი ორნამენტაციის მქონე წინდებს. რადგან ეს კიდევ ერთი ეშმაკობაა საიმისოდ რომ ფეხები, ვიზუალურად გაცილებით გამხდარი და მიმზდველი გამოგიჩნდეთ. 6943 12-ს მოსწონს 2-ს არა
|