x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
იცით, რას ამბობს თქვენს ხასიათზე პოზა, რომელშიც გძინავთ?

image
წესები მარტივია, უბრალოდ აირჩიეთ პოზა, რომელშიც ყველაზე ხშირად გძინავთ ხოლმე:

image

1. თუკი მუხლების ასე მოკეცვის გარეშე ვერ იძინებთ, მაშინ მშვიდი და სანდო ადამიანი ხართ. ადვილი არ არის თქვენი წყენინება და არც მომავლის გეშინიათ. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გაღიმება ყველაზე მძიმე დღესაც კი და ადვილად ეგუებიან ცხოვრებაში ნებისმიერ ცვლილებას.

2. თუ ძირითადად ემბრიონის პოზაში გძინავთ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ხშირად გჭირდებათ დაცვა, გაგება და თანაგრძნობა. ძილში ასე მოკეცილი, როგორც ჩანს, თავს იცავთ გარშემომყოფთა პრობლემებისგან. შეეცადეთ იპოვოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები - დახატეთ პეიზაჟები, ისწავლეთ ცეკვა, შექმენით ბლოგი, უბრალოდ გაიჩინეთ რაიმე ჰობი...

3. ლიდერებს სძინავთ მუცელზე, გაშლილი ხელებით და ფეხებით. ასეთი ადამიანები იმპულსურები და აქტიურები არიან, მგრძნობიარენი არიან წესრიგის მიმართ ოჯახში და სამსახურში, ურჩევნიათ ყველაფერი წინასწარ დაგეგმონ და არ უყვართ სიურპრიზები. მათი შეუპოვრობისა და პასუხისმგებლობის გამო, ასეთი ადამიანები სწრაფად აღწევენ წარმატებას და კეთილდღეობას.

4. ზურგზე იძინებენ მოძღვრები და მეფეები. როგორც ჩანს თქვენ მათ შორის ხართ. პოზიტიური და ხალისიანი ხართ, მიჩვეული ყურადღების ცენტრში ყოფნას და გიყვართ მხიარული კომპანიები. სამსახურში ჯიუტი ხართ, ჯიუტი, მაგრამ რაციონალური, გირჩევნიათ სიმართლის თქმა პირისპირ. ყველაზე ხშირად, მამაკაცებს სძინავთ ასე, მაგრამ არიან "რკინის" ქალბატონებიც.

5. თუ ასე დარაჯი ჯარისკაცივით გძინავთ, მაშინ გაწონასწორებული ადამიანი ხართ, რომელსაც ცხოვრებაში აქვს მიზანი და მისკენ ისწრაფვის. შეგიძლიათ იყოთ მკაცრი, პედანტი და მომთხოვნი, მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარ თავს უყენებთ მოთხოვნებს.

6. თქვენ არაპროგნოზირებადი ადამიანი ხართ, რომელსაც ყველანაირი თავგადასავალი იზიდავს და განწყობის ცვლილება ზოგჯერ მცირე შოკში აგდებს სხვებს. რამდენიმე წუთში არამიწიერი სინაზე შეიძლება გადაიზარდოს გააფთრებულ სკანდალში და პირიქით. ხშირად გიჭირთ არჩევანის გაკეთება. მაგრამ ცხოვრებაში და სამსახურში უპირატესობას ანიჭებთ სტაბილურობას, სიმშვიდეს და სიზუსტეს.

0
632
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
632
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0