x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
5 ჩვევა, რომლებიც სიღარიბისკენ ,,გაპროგამებთ" და ისინი აუცილებლად მოსაშორებელია

image
ბევრი ადრე თუ გვიან ეკითხება საკუთარ თავს: რას ვაკეთებ არასწორად? ამით ცდილობენ თავიანი სიღარიბის მიზეზის ამოხსნას. როგორც გაირკვა, ფსიქოლოგებმა დიდი ხანია გამოავლინეს ის ქცევები, რომლებიც თანდაყოლილია ყველა დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანში და რომელთაგანაც მდიდრებმა წარმატებით მოიშორეს.:

1. სიბრალული

შეწყვიტე საკუთარი თავის სიბრალული! ეს ყველაზე ცუდი გრძნობაა, რადგან ასე იმცირებთ საკუთარ თავს. რთული ბედის მუდმივი განხილვა, სამწუხარო დამთხვევები, პრეტენზია უფროსებზე და ზოგადად დაბალ ხელფასებზე წუწუნი ცხოვრებას არ შეცვლის.

ძირითადად, თქვენ კარგავთ დროს, ნაცვლად იმისა, რომ ადგეთ სავარძლიფან და გააკეთოთ რამე. თქვენ არ ხართ მსხვერპლი, უბრალოდ გიყვართ საკუთარი თავის შეცოდება. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ხანდახან ყველა ვგრძნობთ, რომ საჭიროა ხმამაღლა ვილაპარაკოთ, ცოტა თანაგრძნობა მივიღოთ. ღარიბებს თავისი პრობლემები აქვთ, მდიდრებს კი – თავისი.

მაგრამ ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად, გაითვალისწინეთ წარმატებული მეწარმის რჩევა, რომელიც ამბობს, რომ თქვენ უბრალოდ უნდა გაიგოთ განსხვავება ორ ფრაზას შორის: „პრობლემების გადაჭრა“ და „დავალების გადაჭრა“.

პრობლემას აგვარებენ საკუთარ თავზე სიბრალულით განწყობილი ადამიანები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ირგვლივ სამყაროს მტრულად და ეჭვით უყურონ. და ამოცანას წყვეტს ადამიანი, რომელიც ცდილობს მიაღწიოს რაღაცას საკუთარი რესურსების გამოყენებით, ეძებს მისი გადაჭრის გზებს და არ ირიდებს პასუხიმგებლობას.

სცადეთ ერთ-ერთი მღვდლის მიერ გამოგონილი საინტერესო ექსპერიმენტი. დილით ადექით და ხელზე გიაიკეთეთ რაიმე სახის სამაჯური ან ბეჭედი, როგორც თქვენი ცხოვრების სიმბოლო პრეტენზიების გარეშე. შეეცადეთ ატაროთ მოუხსნელად მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში.

არსებობს მხოლოდ ერთი წესი: თუ ვინმესთან დაიწყებთ წუწუნს, მოიხსენით სამაჯური. ამბობენ, რომ ამ ექსპერიმენტს უკვე ბევრი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ სწორედ მან შეცვალა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ.



2. ფანატიზმი დანაზოგის დაგროვებაში

მაღაზიებში შოპინგი "ყველაფერი 1 ლარად", ფასდაკლებული საქონელი, რაოდენობის უპირატესობა ხარისხზე - ეს ყველაფერი ფანატიკური დანაზოგის ნიშნებია. ეს არის არა მხოლოდ ღარიბი, არამედ ხარბი ხალხის ხვედრია.

არ იფიქროთ, რომ მეგობრისთვის მცირე თანხის სესხება ან ოფიციანტისთვის “ჩაის" გადაცემა, რომელიც კარგად მოგემსახურათ, ძალიან ძვირია თქვენი საფულესთვის, ან რომ უხარისხო ქსოვილისგან დამზადებული 10 წინდა ჩაანაცვლებს სანდო კომპანიის მიერ დამზადებულ კარგ წინდას.

ეს არანაირად არ უშველის თქვენს კაპიტალს და ამით არ დაზოგავთ ფულს ბინის ან მანქანისთვის, პირიქით, გარშემომყოფებს შეაშინებთ თქვენი სიხარბით და ცუდი მანერებით.

ნუ დაემორჩილებით მარკეტინგულ ნაბიჯებს, ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ შესყიდვებს. თუ იცით, რომ გსურთ იყიდოთ კარგი ტელევიზორი ან ხარისხიანი ფეხსაცმელი, არ უნდა იყიდოთ აქციით ისეთი ნივთები, რაც არ გჭირდებათ.

უხარისხო საქონელი - აღიარებაა, რომ მეტს არ იმსახურებთ. დაგეგმეთ საკუთარი ხარჯები და შეეცადეთ დაზოგოთ ძვირადღირებული ნივთებისთვის.. დაელოდეთ ფასდაკლების სეზონს და შესაძლოა იყიდოთ თქვენთვის საჭირო ნივთი 2-ჯერ იაფად.

და თუ გესმით, რომ თქვენი ხელფასიდან დაზოგვა არ გამოდგება, იფიქრეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე. იქნებ ფული უნდა იყოს ინსტრუმენტი, ინვესტიცია და არა ბალიშვის ქვეშ შესანახი რესურსი?

3. მატერიალიზმი როგორც ცხოვრების მიზანი

ბედნიერება არც აიფონებშია და არც ძვირადღირებულ მანქანებში, ამას გეტყვის ნებისმიერი მდიდარი ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს ნამდვილი მეგობრები და მოსიყვარულე ცოლი. მატერიალური ნივთები ყველაზე მეტად არ უნდა დააფასოთ. გასაგებია, რომ ფულის გარეშე რთულია, მაგრამ მათთან ერთადაც შეგიძლია დარჩე აბსოლუტურად უბედურ ადამიანად.

არ აურიოთ: ფული მხოლოდ მიზანია, რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტული პრობლემის გადაჭრაში - იყიდოთ ბინა ან გადაიხადოთ თქვენი შვილის სწავლის საფასური და არა ის, რაც გაგაბედნიერებთ. ნუ განსჯით ადამიანებს იმის მიხედვით, თუ რა აცვიათ ან რა ღირს მათი მანქანა, რადგან ეს არ არის ის, რაც ადამიანს აფასებს.

უბრალოდ გაიხსენეთ სტივ ჯობსი, რომელიც მთელი ცხოვრება შავი სვიტერით და ჯინსით დადიოდა - ძვირადღირებულმა სამოსმა ის ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ადამიანად აქცია?


4. ზედმეტი ხარჯები

არსებობს სიტუაცია, როდესაც ადამიანს სურს მიიღოს ყველაფერი ცხოვრებიდან, თუმცა ფული არ აქვს. ამისთვის გამოიყენება სესხები და იპოთეკები, მიღებული თანხით ყიდულობენ სპორტულ მანქანებს და უახლეს iPhone-ს, ისვენებენ ძვირადღირებულ კურორტებზე.... მაგრამ როგორ უნდა დაფაროთ სესხები თუ ხელფასი მიზერული გაქვთ?

ნუ დაედევნებით საზოგადოებრივ აზრს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც არარაობად მიაჩნია ის, ვინც მანქნაას კრედიტით ყიდულობს.; ნუ მიჰყვებით მათ კვალს. ისინი დაზარალდებიან ფინანსური გაუნათლებლობით, მაგრამ თქვენ ეს არ გჭირდებათ.

ჩვეულებრივ, იმაზე მეტის დახარჯვის ჩვევა, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, თანდაყოლილია იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ დაბალი თვითშეფასება და სურთ მიიღონ გარკვეული მოწონება საზოგადოებისგან.

ღირს ფსიქოლოგთან მისვლა და ამ პრობლემებზე მუშაობა, რადგან არაზომიერ ხარჯვას სიმდიდრე ნამდვილად არ მოჰყვება, ასევე ძალიან დაგეხმარებათ, თუ ფინანსებს ისწავლით. საკრედიტო მექანიზმების პრინციპების გაგების შემდეგ, მიხვდებით, რომ გარიგება, რომელიც გუშინ მომგებიანი გეჩვენებოდათ, ფაქტობრივად გაგატყავებთ.

5. საძულველი საქმიანობა

რატომღაც, ბევრი ადამიანი ცოტა რამით კმაყოფილდება: მიდიან სამუშაოებზე, რომლებიც მათთვის საინტერესო არ არის, ცხოვრობენ ადამიანებთან, რომლებიც არ უყვართ, არ მოსწონთ სარკეში დანახული ანარეკლი და ამ დროს, არ ცდილობენ რაიმეს შეცვლას.

დიახ, ცვლილება, უპირველეს ყოვლისა, გამოსავალია კომფორტის ზონიდან გასვლა. არა საჭირო ყველაფრის ერთდროულად გაკეთება, მთავარია ნელ-ნელა დაიწყოთ. იპოვნეთ ისეთი რამ, რაც იწვევს თქვენს ცნობისმოყვარეობას, აღფრთოვანებას, ინტერესს.

იპოვეთ თვითგანვითარების სტიმული, საკუთარი გზა. შესაძლოა, ეს არის ახალი სამსახური და სხვა ქვეყანაში გადასვლაც კი, რაც მიგიყვანთ ფინანსურ კეთილდღეობამდე.

როგორც ფსიქოლოგების, ისე ბიზნესმენების აზრით, ადამიანს ბევრი ჩვევა აქვს, მაგრამ არ აკონტროლებენ, არამედ ემოციები აკონტროლებენ მას.. იმუშავეთ, შეეცადეთ აღმოაჩინოთ ახალი რამ, განვითარდეთ, დაიჭიროთ იღბალი - და თქვენ იპოვით გზას ფინანსური დამოუკიდებლობისკენ.

0
2111
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
2111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0