ფსიქოპატების და სოციოპატების ამოცნობა ძალიან რთულია, იმდენად, რომ შეიძლება თქვენი ახლობლებიც კი ვერ ამოიცნოთ მათში. ისინი ბედიერები, კმაყოფილები ჩანან, თუმცა მათში მაინც წყვდიადია. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ:
1. ემოციური სიღარიბე ფსიქოპატების ერთ -ერთი კლასიკური თვისებაა. მათ არ შეუძლიათ მარტო ცხოვრება. ისინი გამუდმებით ეძებენ მსხვერპლს, რათა ემოციურად იძალადონ მასზე.
2. ფსიქოპატებს არ შეუძლიათ ერთგულების და სიყვარულის გაგება ან განცდა. ისინი სიყვარულს ზიზღით ეპყრობიან, მაგრამ ისინი იკვებებიან ნორმალური ადამიანების ემოციებით, რომლებმაც იციან სიყვარული.
3. ფსიქოპატები ნორმალურ ადამიანებს განიხილავენ, როგორც სათამაშოებს, რომელთა მოტყუება და შეურაცხყოფა შეიძლება. ისინი იყენებენ მათ უბრალოდ დროის მოსაკლავად.
4. ფსიქოპატები იტანჯებიან მოწყენილობით და შფოთვით, მათ აკლიათ თანაგრძნობა. უყვართ სხვების გაკონტროლება, მანიპულირება და მოტყუება.
5. ფსიქოპატები შეიძლება იყვნენ სექსუალური მოძალადეები, მაგრამ მათი მთავარი სამიზნე ემოციური ძალადობაა.
6. არიან თუ არა ფსიქოპატები სრულიად უემოციოები? არა, მათ აქვთ ემოციები. მაგრამ ისინი განსხვავდებიან ნორმალური ადამიანების თანდაყოლილი ემოციებისგან. მათი ემოციები დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ ძალიან მძაფრია.
7. მათ შეუძლიათ მწუხარებით- ზოგჯერ ცრემლიანი თვალებითაც კი ისაუბრონ თავიანთ ცხოვრებასა და უბედურებებზე. ისაუბრონ ენთუზიაზმით, გამოხატონ მრისხანება, თუმცა, ეს ქმედებები ფაქტობრივად მიუთითებს მხოლოდ გამოხატვის მზადყოფნაზე, ისინი არასოდეს აჩვენებენ საკუთარი გრძნობების სიძლიერეს.
8. უმნიშვნელო დეტალმა, რომელსაც ნორმალური ადამიანი ყურადღებას არ მიაქცევდა, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოპათის რისხვა. პირიქით, თუ რაიმე სერიოზული მოხდება, ფსიქოპატები გაბრაზების ნაცვლად მშვიდად და გაწონასწორებულად დარჩებიან.
9. ფსიქოპატები ყოველთვის ცდილობენ დომინირებას, სასიყვარულო კავშირები მათთვის არ არსებობს.
10. თუ ფსიქოპათის მსხვერპლი მოულოდნელად უარყოფს მის დომინირებას ან ქმედებებს და წყვეტს ურთიერთობას, ის იგრძნობს გაკვირვებას, შფოთვას და ბრაზსაც კი.
11. რატომ ტოვებს ფსიქოპათი მსხვერპლს? ის თვლის, რომ ის ან არ არის შესაფერისი მისთვის, ან არ აკმაყოფილებს მის საჭიროებებს, ან არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას.
12. ფსიქოპათებს სძულთ მოწყენილობა. მისგან თავის დასაღწევად ისინი არღვევენ სოციალურ და ზნეობრივ საზღვრებს, ცდილობენ ზიანი მიაყენონ სხვებს და უხარიათ, თუ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ.
13. ფსიქოპატებს მარტივად შეუძლიათ სხცვების მანიპულირება, ისინი იწვევენ სხვების თანაგრძნობას და ამით ცდილობენ მათი ნდობის მოპოვებას.
14. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ფსიქოპატი პოულობს პოტენციურ მსხვერპლს, ის შეპყრობილი ხდება მისით და მიმართავს მთელ ძალისხმევას ამ მიზნის მისაღწევად. იმის გამო, რომ ფსიქოპატები პრაქტიკულად აიგნორებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, იქნება ეს ოჯახი თუ სამსახური, ისინი ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ პოტენციურ მსხვერპლზე.
15. ფსიქოპათები არაფერს გრძნობენ, გარდა ზიზღისა მათი მსხვერპლებისადმი, ისევე როგორც ზოგადად ყველა ადამიანის მიმართ. ამ ზიზღის აღიარება სინამდვილეში ადვილი არ არის, რადგან ისინი ჩვეულებრივ ატარებენ მომხიბლავი და მეგობრული ადამიანის ნიღბს, მაგრამ მიზანთროპს შინაგანად მალავენ.
16. ფსიქოპათებს ჰგონიათ, რომ ისინი ყველაზე მაღლა დგანან.
17. ფსიქოპათებს სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ ადვილად მოატყუონ სხვები, რადგან ისინი საკუთარ თავს სხვებზე მაღლა თვლიან. ისინი ასევე ხედავენ საკუთარ თავს მტაცებლებად, რომლებიც სხვებს მსხვერპლებად აღიქვამენ.
18. ფსიქოპატები თავიანთი მსხვერპლების კლასიფიცირებას ახერხებენ. პირველ კატეგორიაში შედიან ისინი, ვისი მოტყუება და მართვა ადვილია, მეორე კატეგორიას კი განეკუთვნებიან ისინი, რომოლებსაც არ სჯერათ, რომ მსხვერპლები არიან, თუმცა ხედავენ, თუ როგორ ზემოქმედებენ ისინი სხვა მსხვერპლებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ვერ ხვდებიან, რომ მათაც იყენებენ.
19. არსებობს მესამე კატეგორიაც, ისინი, ვინც უკვე მოატყუეს და გამოიყენეს, ამიტომ კიდევ ერთხელ ხაფანგში არ გაებმებიან.
20. ფსიქოპატი უპასუხისმგებლოა, ის ზერელედ ეკიდება თავის სამსახურს, არ იხდის დროულად სესხებს და კომუნალურ გადასახადებს, მსხვერპლებს კი ფინანსურად იყენებენ.