ფსიქოლოგია იაპონური ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც ცხოვრებაში ძალიან დაგეხმარებათ (ნაწილი 1 ) 2021, 18 იანვარი, 14:07 -დაუთმე გზა სულელებს და შეშლილებს -თუ ქალმა მოინდომა, კლდეშიც გაივლის -მწუხარება გახეული კაბასავითაა, ის სახლში უნდა დატოვოთ -ჯობს კარგი ადამიანის მტერი იყო, ვიდრე ცუდი ადამიანის მეგობარი -გააკთე ყველაფერი რაც შეგიძლია, დანარჩენში კი ბედს მიენდე -ზედმეტი გულწრფელობა სისულელის ტოლფასია -ჩვეულებრივი ადამიანების გარეშე არ არსებობენ დიდი ადამიანები -ნუ ილოცებ, იშრომე -ბედნიერება ეწვევა მას, ვინც არ ელოდება -როდესაც მშობლები შრომობენ, ხოლო შვილები სიცოცხლით ტკბებიან, შვილიშვილები მოწყალებას ითხოვენ მომავალში -მდიდარს ბევრი მეგობარი ჰყავს, ღარიბს კი ნათესავებიც არ ჰყავს -ბრძენია ის, ვინც ყოველთვის მშვიდადაა რაც არ უნდა მოხდეს -იმ სახლში, რომელშიც იცინიან, ბედნიერება მოდის -სწრაფად იგივეა რაც ნელა, ოღონდ შესვენებების გარეშე -სახლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს -ეგოისტი ყოველთვის უკმაყოფილოა -ფრთხილად იყავი მასთან, ვინც მუდმივად დუმს -ერთ კეთილ სიტყვას შეუძლია ზამთრის ცივი სამი თვე გაათბოს -ვისაც წინ წასვლა სურს, კიბეს იგონებს -სიღარიბე მოთმინებას გასწავლის 371 2-ს მოსწონს
|