ფსიქოლოგია ცნობილი იაპონური მეთოდიკა სიზარმაცის წინააღმდეგ - ანუ 1 წუთის პრინციპი 2020, 23 დეკემბერი, 12:25 “კაიძენის მეთოდიკა'' ანუ 1 წუთის პრინციპი იაპონიაში ძალიან გავრცელებულია. “კაი"-ცვლილებას ხოლო “ძენ"-სიბრძნეს ნიშნავს.
პრინციპის მთელი არსი ძალიან მარტივი და თითქოს ადვილი შესასრულებელია. ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს, 1 წუთის განმავლობაში უნდა ვაკეთოთ ის, რაც გვეზარება, იქნება ეს უცხო ენაზე წიგნის წაკითხვა, ვარჯიში, იოგა თუ სხვა რამ. 1 წუთი ხომ ძალიან ცოტა დროა და ისე გაფრინდება, რომ ვერც შევამჩნევთ. რაღაც დროის შემდეგ წარმატების შეგრძნება დაგეუფლებათ, იამაყებთ საკუთარი თავით და უნებურად დღეში 1 წუთზე გაცილებით მეტ დროს დახარჯავთ იმაში, რისი გაკეთებაც ადრე საერთოდ არ გინდოდათ და გეზარებოდათ. კაიძენის ფილოსოფიას იაპონელები ცხოვრების და სამსახურის სხვადასხვა სფეროებში დღესაც წარმატებით იყენებენ. 169 შეფასება არ არის
|