x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
რას ამბობს თქვენს ხასიათზე ის პოზა, რომლითაც ყველაზე ხშირად გძინავთ?

ყველაფერი მარტივია, უბრალოდ დააკვირდით ფოტოებს და აირჩიეთ ის ძირითადი პოზა, რომლითაც გძინავთ ღამე:image




1. ნიშნავს, რომ თქვენ წყნარი და საიმედო ადამიანი ხართ. თქვენი წყენინება არც თუ ისე მარტივია, არ გეშინიათ მომავლის. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გაიღიმონ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი და ადვილად ეჩვევიან ცვლილებებს ცხოვრებაში.

2. ნიშნავს, რომ ხშირად გჭირდებათ დაცვა, გაგება და თანაგრძნობა. ძილში მოკუნტვით თქვენ თითქოს პრობლემებისგან იცავთ თავს. შეეცადეთ თქვენი ნიჭი და ტალანტი განავითაროთ. ხატეთ პეიზაჟები, ისწავლეთ ცეკვა, გახსენით ბლოგი...

3. ამგვარად ლიდერებს სძინავთ. ასეთი ადამიანები იმპულსურები და ინიციატორები არიან. ყურადღებას აქცევენ წესრიგს ოჯახშიც და სამსახურშიც, გეგმავენ ყველაფერს წინასწარ და არ უყვართ მოულოდნელობები. ასეთი ადამიანები მარტივად აღწევენ წარმატებას კარიერაში.

4. თქვენ პოზიტიური და სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ხართ. შეჩვეული ხართ ყურადღების ცენტრში ყოფნას და გიყვართ მხიარული კომპანიები. სამსახურში ჯიუტი, მაგრამ რაციონალური ხართ. ყოველთვის პირდაპირ ამბობთ სიმართლეს. ამგვარად ხშირად უფრო მამაკაცებს სძინავთ, მაგრამ არსებობენ “რკინის“ ქალბატონებიც.

5. თქვენ გაწონასწორებული პიროვნება ხართ, რომელსაც გააჩნია მიზანი ცხოვრებაში და მიისწრაფვიან მისკენ. ხანდახან ხართ მკაცრი, პედანტური და მომთხოვნი, მაგრამ ყველაზე მომთხოვნი მაინც საკუთარ თავთან ხართ.

6. მოულოდნელობებით სავსე პიროვნება ხართ, რომელსაც იზიდავს თავგადასავლები, ხოლო ცვლილებები ხასიათში თქვენს გარშემომყოფებს ხშირად შოკში აგდებს, თქვენი განწყობა წუთებში შეიძლება შეიცვალოს და რაიმე სკანდალი გამოიწვიოთ ან პირიქით. ხშირად გიჭირთ არჩევანის გაკეთება, თუმცა ცხოვრებაც და სამსახურიც მაინც სტაბილური გირჩევნიათ.

0
174
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0