სიახლეები გერმანიის სასამართლოში პირველი საჩივრები შევიდა კოვიდ-აცრებიდან 2 წლის შემდეგ 2023, 13 ივნისი, 11:06
გერმანის სასამართლოები ორშაბათიდან დაიწყებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისგან გამოწვეული გვერდითი ეფექტების პრეტენზიების განხილვას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად შემუშავებული და მასიური ვაქცინაციის კამპანიიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ.
სასიკვდილო პანდემიის ფონზე, რომელიც გაჩნდა 2020 წლის დასაწყისში, რამაც გამოიწვია საზღვრების ჩაკეტვა და შიდა კარანტინები, რის გამოც მილიონობით ადამიანი ჩაკეტეს სახლებში, Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავება ფართოდ იქნა შეფასებული, როგორც სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი. მაგრამ ვაქცინები, რომლებიც შემუშავებული იყო თავბრუდამხვევი სისწრაფით და მალავე დაამტკიცეს გამოსაყენებლად, ახლა სარჩელების ყურადღების ცენტრშია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, რადგან მომჩივანები ამბობენ, რომ ვაქცინებმა ზიანი მიაყენეს მათ ჯანმრთელობას. გერმანიაში, ჰამბურგის სასამართლო იქნება პირველი, რომელიც განიხილავს საქმეს შიდა ვაქცინების მწარმოებლის BioNTech-ის წინააღმდეგ, რომელმაც ამერიკულ გიგანტ Pfizer-თან ერთად შექმნა პირველი mRNA ვაქცინა. სასამართლოს ცნობით, მოსარჩელემ ინექციის მიღების შემდეგ აღნიშნა ისეთი ეფექტები, როგორიცაა „ტკივილი ტანის ზედა ნაწილში, კიდურების შეშუპება, დაღლილობის შეგრძნება და უძილობა“. იგი ითხოვს 150, 000 ევროს (162, 000 აშშ დოლარი) ზარალის ანაზღაურებას და აღიარებს, რომ „მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს მატერიალური ზიანი“, დასძინა სასამართლომ. მისმა ადვოკატმა, თომას ულბრიხმა, რომელიც ასევე წარმოადგენს 250 სხვა ადამიანს მსგავს საქმეებში, თქვა, რომ მისი ყველა კლიენტი " ჯანმრთელი" იყო მანამ, სანამ ინექციის შემდეგ, მსგავს სიმპტომებს განიცდიდნენ. მას მიაჩნია, რომ სამედიცინო ჩანაწერებში, რომლებიც მას ხელთ აქვს, აჩვენებს კავშირს ვაქცინებსა და მის კლიენტებს შორის არსებულ სიმპტომებს შორის. BioNTech-ის mRNA-ს ვაქცინა, რომელიც მსოფლიო მეცნიერების გარღვევად იქცა მიიღო პირობითი ნებართვა გამოყენებაზე 2020 წლის 21 დეკემბერს ევროკავშირის მარეგულირებელი EMA-სგან. მას მოჰყვა მეორე mRNA ვაქცინის, Moderna -ს დამტკიცება გამოყენებისთვის. მასიური დაინფიცირების შიშით, ვაქცინები წინასწარ იყო შეკვეთილი მთავრობების მიერ ჯერ კიდევ მათი შემუშავების ეტაპებზე და მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცების შემდეგ, სწაფადვე გავრცელდა მაგრამ ვაქცინების ახალ თაობას მოყვა სკეპტიკოსების ტალღა, (ანტივაქსერები) რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ვაქცინების უსაფრთხოებას. ცნობისათვის პოლ ერლიხის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ გერმანიაში ჩატარებული 338 მილიონი ვაქცინაციიდან იყო გვერდითი ეფექტების 85 754 საეჭვო შემთხვევა, მათ შორის 879 მძიმე რეაქცია. ყველაზე უარეს შემთხვევებს შორის, იყო "დაწყებული ინსულტიდან თრომბოზამდე და გულის დაავადებამდე", - თქვა კიდევ ერთმა გერმანელმა ადვოკატმა, იოახიმ კეისარ-პრელერმა, რომელიც წარმოადგენს 140 კლიენტს, რომლებსაც მსგავსი პრეტენზიებითა გამოდიან. ის ითხოვს 1 მილიონ ევრომდე ზარალის ანაზღაურებას თითოეულ შემთხვევაში, დამატებით პროცენტს, მაგრამ აღიარებს, რომ წინ აქვთ "კლდოვანი და გრძელი გზა". მოიგებენ თუ არა სასამართლოს? ძალზე საეჭვოა, რადგან mRNA-ვაქცინების გვერდითი ეფექტების პროცენტული მაჩვენებელი (მათ შორის მძიმე შემთხვევები) არაფრით განსხვავდება სხვა ასეულობით წამლის გვერდითი მოვლენებისგან, პირიქით ხშირ შემთხვევაში ბევრ სხვა პრეპარატზე უფრო ბევრად ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, მათ შორის რომლებსაც ყოვედღიურად ვიღებთ, თუმცა პოსტვაქცინაციის შემდგომ გამოვლენილი სინდრომები მაინც ყურადღებას იმსახურებს. 210 2-ს მოსწონს
|