x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ყველაზე უცნაური ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც არამიწიერ არსებებს ჰგვანან
ალბათ ფიქრობთ, რომ უცნაური არსებები ჩვენს პლანეტაზე მხოლოდ მილიონობით წლის წინ, პრეისტორიულ პერიოდში სახლობდნენ, ხოლო დღეს ყველა ცოცხალი ორგანიზმი ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეულია. თუ მართლა ასე მიგაჩნიათ, ამ სიას თვალი გადაავლეთ და დარწმუნდებით, რომ დედამიწა დღესაც სიცოცხლის ყველაზე უჩვეულო და საოცარი ფორმებით არის სავსე:


თევზი


1. თევზი-ნემსიკავა


ეს გასაოცარი და შემზარავი შესახედაობის თევზი ზღვის სიღრმეში ბინადრობს. მას ლათინურად Lasiognathus dinema ჰქვია, ხოლო ოკეანოლოგები თევზ-ნემსიკავას უწოდებენ. მისი სხეულის სიგრძე სულ რაღაც 5 სანტიმეტრია, მაგრამ მას აქვს წვერი და ანტენა და ის მექსიკის ყურეში სახლობს.



მწერი


2. Phryganistria tamdaoensis


ეს მწერი მეცნიერებმა სულ ახლახანს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იპოვეს. მას Phryganistria tamdaoensis ეწოდება და გასაოცარი იმაში არაფერია, რომ ვერავინ აქამდე ვერ შენიშნა. ის იმდენად იდეალურად ერწყმის გარემომცველ ბუნებას, რომ შეუძლებელია, ტოტში არ აგერიოთ და თუ ძალიან ყურადღებით არ დააკვირდით, შეამჩნიოთ.


მწერი


3. 24-საათიანი ჭიანჭველა


24-საათიანი ჭიანჭველა ანუ ჭიანჭველა-ტყვია, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული. ის ზომით 3, 6 სანტიმეტრამდე აღწევს. მისი ნაკბენი აუტანელ ტკივილებს იწვევს. მწერების ამერიკელი მკვლევარის, ჯასტინ შმიდტის ტკივილის შკალაზე 24-საათიანი ჭიანჭველა მაქსიმალური 4, 0+ ქულით პირველ ადგილზეა. თუმცა თუ არ გააღიზიანე, ის თავს არ გესხმის და მისი ნაკბენიც 24 საათში უკვალოდ ქრება. სწორედ ამიტომ ეწოდება 24-საათიანი ჭიანჭველა.


თევზი


4. არაპაიმა


ეს თევზი პერუს ტბებსა და წყალსატევებში ბინადრობს. მას ცოცხალ ნამარხ ნაშთს უწოდებენ, რადგან მისი ასაკი ათობით მილიონი წელია. 2 მეტრამდე იზრდება და წონით 130 კილოგრამს აღწევს, თუმცა ერთხელ მეთევზეებმა 200-კილოგრამიანი არაპაიმაც კი დაიჭირეს. ის უდიდესია მტკნარი წყლის თევზებს შორის და იმდენად მაგარი ქერცლი აქვს, რომ ინდიელები მისგან წარსულში ისრის ბუნიკებს ამზადებდნენ.


ბაყაყი


5. საისრე შხამის ბაყაყი


ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ფილმი “აპოკალიფტო, ” სადაც მთავარი გმირი ეკლებს ბაყაყს უსვამს კანზე. მსგავსი შხამიანი ბაყაყი სამხრეთ ამერიკაში მართლა არსებობს. ის 5 სანტიმეტრამდე იზრდება. ხელში რომ აიყვანოთ, მან მხოლოდ კანზე შეხებითაც კი იმდენად შეიძლება მოგწამლოთ, რომ დაიღუპოთ. მისი შხამის საწინააღმდეგო წამალი კი არ არსებობს. ამიტომ თუ ამაზონის ჯუნგლებში ჭყეტელა ფერის, ლურჯ, ყვითელ ან წითელ ბაყაყს დაინახავთ, ნუ მოეფერებით მას, რადგან ეს მოფერება თქვენთვის საბედისწეროდ შეიძლება დასრულდეს.

0
245
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0