x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 მოულოდნელი და კურიოზული ფაქტი ინგლისური ენის შესახებ

ინგლისური — მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენაა არაინგლისურენოვან ქვეყნებში. სტატისტიკის თანახმად, ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ინგლისური ენა, მეორე ენად ისწავლეს, იმ ადამიანების რიცხვს აღემატება, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია!.. და თუ მის შესწავლას აპირებთ, აღარ გადადოთ, რადგან ეს მხოლოდ სასარგებლო კი არა, საინტერესოც არის.


image


აქ კი, 10 მოულოდნელ და კურიოზულ ფაქტებს გთავაზობთ, ინგლისური ენის შესახებ:


ასო B — მილიარდში ერთია. თუ რიცხვებს თანმიმდევრობით დაწერთ: one, two, three, four…, მასინ b ვერ შეხვდებით, ვიდრე მილიარდამდე არ მიხვალთ (billion)!


ინგლისური ანბანის ყველა ასო ერთ წინადადებაში. ასეთ წინადადებას "pangram"–ი ეწოდება და ყველაზე ცნობილი ინგლისური პანგრამა ასეთია: «The quick brown fox jumps over a lazy dog».


ყველაზე გრძელი ინგლისური სიტყვაა. «pneumonoultramicroscopicsilicovolcanoconiosis» — 45 ასოსგან შესდგება და პნევმოკონიოზს ნიშნავს. ეს სასუნთქი გზების დაავადება, რომელიც ვულკანური მტვრის ჩასუნთქვის შედეგად ჩნდება.


ცის ენა. ინგლისური 67 (!) ქვეყნის ოფიციალური ენაა და ასევე, ის ცის ოფიციალური ენაც არის. არ იფიქროთ, რომ აქ საუბარი მისტიკაზეა: ინგლისური — ავიაციის ენაა და მასზე საუბარი, ყველა მფრინავს და დისპეტჩერს უნდა შეეძლოს, რომ კომუნიკაცია იყოს შესაძლებელი, თვითმფრინავის ეკიპაჟის ქვეყნის მიუხედავად.


ინგლისურ ენაში არ არსებობს სიტყვა «ზეგ». მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიტყვა გერმანულ და ჰოლანდიურ ენებში არსებობს, რომელსაც ინგლისური ენის წარმოშობა უკავშირდება, სიტყვა დღისთვის, რომელიც ხვალინდელ დღეს მოსდევს, თანამედროვე ინგლისურ ენაში არ არის. 1913 წლის ვებსტერის ლექსიკონში სიტყვა — overmorrow იყო, რომელსაც «ზეგ»–ის მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მეტყველებაში არ გამოიყენებოდა.


«goodbye» ათეისტებისთვის არ არის. თუ ათეისტი ხარ, ინგლისურად არ დაემშვიდობოთ. სიტყვა goodbye — «god be with you»–ს შემოკლებული ვარიანტია, რაც თარგმანში «ღმერთი იყოს შენთან!»–ს ნიშნავს.


ფორთოხლის ფერი. სიტყვა — orange, ფორთოხალს და ამავდროულად, ნარინჯისფერსაც ნიშნავს. ინგლისურ ენაში, ეს სიტყვა იქამდე არ იყო, ვიდრე ინგლისელებმა ეს ხილი არ გაიცნეს. ხოლო, მას შემდეგ, ხილმა სახელი ფერსაც მისცა. მანამდე, ნარინჯისფერს geoluhread–ეძახდნენ, რაც ძველი–ინგლისურიდან, — «წითელ–ყვითელს» ნიშნავს.


აშშ-ში ოფიციალური სახელმწიფო ენა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ენა ყველაზე გავრცელებული ენაა ამ ქვეყანაში, — ის ერთადერთი არ არის, რომელზეც მილიონობით ადამიანი საუბრობს. 2017 წლის მონაცემებით, 40 მლნ–ზე მეტი, ესპანურად საუბრობს და კიდევ 3, 4 მლნ. — ჩინურად. გარდა ამისა, ამერიკაში სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ათობით ენაზე საუბრობენ!


«სიმდიდრე» და «სიღარიბე». არსებობს თეორია, რომლის მიხედვით, ინგლისური ენის ასეთი გავრცელების მიზეზი, მისი სიმარტივეა. თუმცა, ეს ასე არ არის. სინამდვილეში, ამ ენაში 800 000–მდე სიტყვაა. მაგრამ, ინგლისურ ენაზე დაწერილი ტექსტების 90%–ში, 1 000 სიტყვაზე მეტი არ არის გამოყენებული. ხოლო, ყოველდღიური ურთიერთობისთვის, 1 500 – 2 000 სიტყვის ცოდნაც საკმარისია.


პატარა მოხუცი ქალბატონი. აბრევიატურა LOL, ჩვენს დროში — laugh out loud–ს (ხმამაღლა სიცილი) ნიშნავს. თუმცა, გასული საუკუნის 60–იან წლებში, ასოების იგივე კომბინაციით (LOL) — little old lady–ს (პატარა მოხუცი ქალბატონი) აღნიშნავდნენ. მართალია, მხოლოდ აშშ–ში.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უცხოპლანეტელების მიერ გატაცებულმა მეთევზეებმა სიცრუის დეტექტორი გაიარეს...

* სამყაროში სიცოცხლის განვითარებამ, თავის პიკს მილიარდი წლის წინ მიაღწია

* აფრიკაში ფოტოგრაფმა წყალსატევი გააკეთა... და ნახეთ რა მოხდა?



0
192
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0