x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სამყაროში სიცოცხლის განვითარებამ თავის პიკს მილიარდი წლის წინ მიაღწია

კენესოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (Kennesaw State University (KSU), ჯორჯიის შტატი, აშშ) ფიზიკის ასოცირებული პროფესორის დევიდ გაროფალოს ახალი კვლევის თანახმად, სამყაროში განვითარებული სიცოცხლის არსებობა, შეიძლება, შავი ხვრელების, ვარსკვლავების ფორმირებაზე პროცესზე ზეგავლენაზე იყოს დამოკიდებული.


image


კვლევა სახელწოდებით – "შავი ხვრელების მონაცემების მიხედვით, სამყაროში სიცოცხლის განვითარებამ, თავის პიკს მილიარდი წლის წინ მიაღწია", ჟურნალ – Galaxies–ში დაიბეჭდება. მისი ელექტრონული ვერსია კი, arXiv სერვერზე უკვე დღეს არის ხელმისაწვდომი. პროფესორის მტკიცებით, შავ ხვრელებს, ვარსკვლავის ფორმირების პროცესის, როგორც სტიმულირება, ისე შეფერხება შეუძლია. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია მათი გარემო. თუ შავი ხვრელი გაზით მდიდარ სივრცეში მდებარეობს, მას ძლიერი ჭავლები და ქარები შექმნა შეუძლია, რომელსაც გაზი მიაქვს და ახალი ვარსკვლავების ფორმირებას ხელს უშლის.

გაზით მწიე, გაუხშოებულ გარემოში კი, შავი ხვრელები უფრო სწრაფად ბრუნავენ და უფრო დიდ გამოსხივებას ქმნიან. ეს კი, გაზს აცხელებს და ვარსკვლავების ფორმირების პროცესი, მოქმედებაში მოჰყავს. ხოლო, შავ ხვრელებსა და ვარსკვლავების წარმოქმნას შორის კავშირის შედეგი, გონიერი არსებების გაჩენაა, რომელიც მილიარდობით წლის ევოლუციას და სტაბილურ პლანეტარულ სისტემებს მოითხოვს.

დევიდ გაროფალო ამტკიცებს, რომ "სიცოცხლის განვითარებამ, თავის პიკს მილიარდი წლის წინ მიაღწია", როდესაც სამყარო უფრო მდიდარი იყო გაზით და შავი ხვრელებით. ეს კი, დიდი ალბათობით, ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესს აფერხებდა, რაც გალაქტიკებში, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის შესაქმნელად, შესაძლებლობის ფანჯარას ქმნიდა. იმ დროს, სამყაროში, საკმარისი რაოდენობის ვარსკვლავი იყო, მაგრამ ბევრი არა.

პროფესორი ვარაუდობს, რომ "ჩვენ, როგორც განვითარებული სიცოცხლე, შეიძლება, სამყაროში, წარსული ეპოქის რელიკვიები ვიყოთ... და რომ ჩვენ, შესაძლოა, "წვეულება გამოვტოვეთ", რომელზეც ყველაზე მეტი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა".

მისი აზრით, არამიწიერი ცივილიზაციის აღმოსაჩენად, გალაქტიკები უნდა ვეძებოთ, რომელშიც შავი ხვრელებსა და ვარსკვლავის წარმოქმნას შორის, სწორი ბალანსია... და რომ ჩვენ, ასევე უნდა განვიხილოთ იმის შესაძლებლობა, რომ უცხოპლანეტელი არსებები, შესაძლოა, უკვე გადაშენდნენ, ან საკუთარ ფიზიკურ ფორმას "აჯობეს" და სხვა განზომილებაში გადავიდნენ.

დევიდ გაროფალოს კვლევა, თეორიული მოდელირებაა, რომელიც შავი ხვრელებზე და გალაქტიკებზე დაკვირვებას ეფუძნება და ის უამრავ კითხვას და გაურკვევლობას ბადებს.

შრომის ავტორი აღიარებს, რომ მისი კვლევა ჰიპოთეტურ და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. თუმცა, იმედი აქვს, რომ ის შემდგომი კვლევებისთვის სტიმული და შავი ხვრელების როლის შესახებ, სამყაროში სიცოცხლის ევოლუციის საქმეში, დისკუსიების დაწყების მიზეზი იქნება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰაკერმა ვატიკანის არქივში "შეაღწია" და კაცობრიობის რეალური ისტორიის შესახებ, ინფორმაცია მოიპოვა

* საიდუმლო ინფორმაცია პენტაგონიდან, რომელმაც სოციალურ ქსელში "გაჟონა" – უცნაური არტეფაქტის ისტორია

* 3 ფილმი, რომელმაც ისტორიკოსების მოწონება დაიმსახურა



0
459
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
459
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0