x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
საიდუმლო ინფორმაცია პენტაგონიდან, რომელმაც სოციალურ ქსელში "გაჟონა" – უცნაური არტეფაქტის ისტორია

რამდენიმე დღის წინ, პლანეტის უმდიდრესი კოლექციონერების დახურულ ჩატში, საიდუმლო ინფორმაცია გამოაქვეყნეს, უცნაური არტეფაქტის შესახებ, რომელიც წყაროს თანახმად, პენტაგონში ინახებოდა. პოსტის ავტორი ასევე ირწმუნებოდა, რომ ეს ნივთი, ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციის მემკვიდრეობა იყო.

ინფორმაციის თანახმად, ის 2020 წ. მაიას ცივილიზაციის, ერთ–ერთი პირამიდის საიდუმლო საცავში აღმოაჩინეს და რომ, ყველა ადამიანს, რომელიც რამენაირ კავშირში იყო, არტეფაქტის აღმოჩენასთან, ინფორმაციის გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს და "გრიფით საიდუმლო" საბუთზე ხელი მოაწერინეს. ხოლო ნივთი, შესასწავლად, ერთ–ერთ სამხედრო ბაზაზე წაიღეს.


image


ინფორმატორის თქმით, აღმოჩენა სამხედროებისთვის დიდი სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ადრე მათ განკარგულებაში ბროლის თავის ქალა აღმოჩნდა და მათ ინფორმაცია უძველეს იდუმალ ცივილიზაციასთან შეხება, უკვე ჰქონდათ.

შემდეგ ინფორმატორი უფრო დეტალურად საუბრობდა კრისტალის შესახებ, რომელიც მეცნიერებისთვის უცნობი ნედლეულით იყო დამზადებული და რომლის ირგვლივ, მუდმივად იყო ძლიერი ელექტრომაგნიტური ველი. გარდა ამისა, ის უმნიშვნელო რაოდენობით, რადიაციასაც ასხივებდა.

მეცნიერებმა, არტეფაქტის სათანადოდ გამოკვლევა, ჯერ კიდევ ვერ შეძლეს, რადგან როდესაც ისინი, თანამედროვე ტექნოლოგიების, არტეფაქტთან მიერთებას ცდილობენ, ის მაშინვე ითიშება. ყველაზე საინტერესო კი, ის არის, რომ ადამიანს მშვიდად შეუძლია არტეფაქტს შეეხოს და მცირე რადიაციული ფონის არსებობა, მასზე არანაირად არ მოქმედებს. უცნობ არტეფაქტთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაცია პირამიდაში აღმოაჩინეს:

მაიას პირამიდის ფარულ ოთახში, ნაპოვნი ტექსტის მიხედვით, აღმოჩენილი არტეფაქტი, ფასდაუდებელი რელიკვიაა, რომელიც მათ წყალქვეშა სარდაფში აღმოაჩინეს და როდესაც პირველი ადამიანი დარბაზში არტეფაქტით შევიდა, მას უეცრად, წარსულის შესახებ, უცნაური ხილვა დაეწყო. მასში გამოჩნდა, რომ უცნობი ცივილიზაციის ადამიანები, ეხმარებოდნენ იდუმალ არსებებს. მათ კი, სანაცვლოდ, ეს არტეფაქტი აჩუქეს... თან უთხრეს, რომ თუ ადამიანები განვითარების გარკვეული დონეს მიაღწევდნენ, მაშინ მათ, ეს ნივთი, სამყაროს და მისი საიდუმლოებების შეცნობაში დაეხმარებათ. ბოლოს კი დაამატეს, რომ ეს ნივთი, სამყაროს სტანდარტებითაც კი, ძალიან იშვიათი იყო და მისი გაფრთხილება სთხოვეს.

ტექსტში ისიც ნათქვამია, რომ იმ ცივილიზაციამ, ბევრი ეცადა, მაგრამ არტეფაქტის აქტივირება ვერ მოახერხა... ამიტომ, მისთვის, სპეციალური საცავი შექმნეს, რომელშიც არტეფაქტი საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ინახებოდა. შემდეგ ნივთი, მაიას ცივილიზაციის წარმომადგენელმა იპოვა, მაგრამ აქტივირება, ვერც მათ შეძლეს და მისთვის, საკუთარი საცავი შექმნეს, რადგან არტეფაქტის ამოღების შემდეგ, მისი ძველი საცავი უკვე დანგრეული იყო. აი ასე მოხვდა არტეფაქტი პირამიდაში.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰაკერმა ვატიკანის არქივში "შეაღწია" და კაცობრიობის რეალური ისტორიის შესახებ, ინფორმაცია მოიპოვა

* იდუმალი არტეფაქტი, რომელიც ტურისტმა ტიბეტში აღმოაჩინა

* დედამიწაზე ჩვენამდე, 3 სხვა ცივილიზაცია არსებობდა



1
918
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
918
  
2023, 2 ივნისი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1