სიახლეები "ბევრი რომ არ გავაგრძელო, გურამი რომ არ დასიზმრებოდა, არც ეს ამბავი მოხდებოდა და არც მივიდოდა კლინიკაში" 2023, 30 მაისი, 12:50 „სვანეთინიუსი - Svanetinews“ სოციალურ ქსელში სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის შესახებ ბოლო დღეებში მიმდინარე აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს, რომ ყოფილმა დეპუტატმა სიმსივნე დაამარცხა და სწორედ ამის შედეგია მისი გარეგნული მკვეთრი ცვლილება, ხოლო უმძიმესი დაავადების დამარცხებაში საიქიოდან გურამ ფირცხალავა დაეხმარა, რომელიც სოსო ჯაჭვლიანს სიზმარში გამოეცხადა:
"რადგან საზოგადოების ინტერესი დიდია და ბევრი მეკითხება სოსო ჯაჭვლიანის შესახებ, მსახიობი ბესო ზანგურის 3 წლის წინანდელ პოსტს გაგიზიარებთ, სადაც ის წერს: "სოსო ჯაჭვლიანმა დამირეკა. ვმეგობრობთ და შეწუხდა ჩემს ამბავზე, ლიბერალურმა სეგმენტმა რომ მიბწკინა 1 თვის წინ. გიყვებით საოცარ ამბავს: ერთ დილას მასთან მივიდა მეგობარი და უთხრა:სოსო გურამ ფირცხალავა დამესიზმრა და მითხრა, რაც შემპირდა ის გააკეთოს სასწრაფოდო..ვერაფრით ვერ გაიხსენა რა შეპირდა უკვე გარდაცვლილ გურამს..გავიდა რამდენიმე დღე და ახლა სოსოს დაესიზმრა რაც შემპირდი გააკეთეო..სიზმარში ვარ გურამ ვიცი და როგორ ხარ მანდ?უკითხავს..ჩვენ კარგად შენ შენი პირობა შეასრულე სასწრაფოდო..შეწუხდა კაცი ვერ იხსენებს რა შეპირდა და პარაკლისის სუფრა გადაწყვიტა გადაეხადა..ღვინო რომ ამოჰქონდა წაიქცა და ხელზე დაეცა ბოცა და გაეხსნა მთელი ხელი..მოკლედ მიიყვანეს სოსო საავადმყოფოში და სისხლის ანალიზმა აჩვენა ცუდი ამბავი..და მერე გაახსენდა რომ შეპირდა მისულიყო კუჭზე შესამოწმებლად რაც გურამს სჭირდა…სიმსივნე...ბევრი რომ არ გავაგრძელო გურამი რომ არ დასიზმრებოდა არც ეს ამბავი მოხდებოდა და არც მივიდოდა კლინიკაში …და ისეთ დროს გაიგებდა ყველაფერი აზრს დაკარგავდა..რაღაც კი არა აუცილებლად არსებობს იმ ქვეყნიური სიცოცხლე და ცხოვრება…ნათელი გურამ ფირცხალავას სულს …ამ უმაგრესი ადამიანის სულს…მკვდარი რომ ბევრ ცოცხალს სჯობს ასეთი კაცი იყო გურამ ფირცხალავა!!! ახლა კარგადაა უკვე სოსო ჯაჭვლიანი 8 თვიანი ბრძოლის შემდეგ დაავადება დამარცხდა!"-წერდა ბესო ზანგური. ახლახან კი სოსო საზგადოებაში ღიად გამოჩნდა. რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა კიბოს დამარცხების შემდეგ ჩვეულ ფორმაში, მაგრამ ბოროტი, სისხლისმსმელი, მატყუარა და ზოგადად ქართველებზე ცუდით გახარებული საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ჭორი ყოველგვარ ზღვარს გასცდა! არც სხვა საინფორმაციო საშუალებებმა და ადამიანებმა გადაამოწმეს, ისე გავრცელდა ეს ტყუილი. მთავარი არხი წერდა "მკლავჭიდის ფედერაცია ადასტურებს სოსოს გარდაცვალებასო, მაგრამ არ აკონკრეტებდნენ-ვინ უთხრათ კონკრეტულად და აქიდან ჩანდა რომ სიცრუე იყო. მთავარი არხი • Mtavari Arkhi როგორ არ გრცხვენიათ ასეთი ტყუილის მოგონება და გამოქვეყნება?! სოსო ჯაჭვლიანი მტრის ჯინაზე კარგად იქნება. ჩვენ, სვანები მის გვერდით ვართ! გვიყვარს სოსო და ვაფასებთ! დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა სოსო ჯაჭვლიანს!"-წერს გვერდი. და თან სოსო ჯაჭვლიანის ახალ ფოტოს ურთავს. 951 3-ს მოსწონს
|