x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რა მოჰყვება ბეტელჰეიზეს აფეთქებას, რასაც მეცნიერები ყოველდღიურად მოელიან?
ბეტელჰეიზე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ჩვენს ცაზე, თუმცა მას არსებობის დიდი დრო აღარ დარჩენია. როგორც უახლესი პერიოდის კვლევებმა დაადასტურა, ამ ვარსკვლავი-გიგანტის აფეთქება უკვე ყოველდღიურად არის მოსალოდნელი.


ეს გიგანტი ჩვენგან 640 სინათლის წლის დაშორებით, ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მისი ზედაპირის ტემპერატურა მზეზე 2000 გრადუსით უფრო მაღალია. ბეტელჰეიზეს ჩვენს მნათობზე 900-ჯერ უფრო დიდი რადიუსი გააჩნია. ის რომ მზის ადგილას მდებარეობდეს, ჩაყლაპავდა მერკურის, ვენერას, დედამიწას, მარსს და იუპიტერს და მასში თავისუფლად დაეტეოდა 700 მილიარდი მზე.


მაგრამ მაინც რა მოხდება, როცა ბეტელჰეიზე საბოლოოდ აფეთქდება?


ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ მისი სიკაშკაშის 7000-ჯერადი მომატება. ამ პერიოდში ვარსკვლავის სიკაშკაშე დაჩრდილავს ვენერას სიკაშკაშეს დაახლოებით 40-ჯერ. თუმცა ეს სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდება. მოგვიანებით მისი ელვარება თავდაპირველი ელვარების 5-მაგ ოდენობამდე დაეცემა, რის შემდეგაც ზეახალი ვარსკვლავის გაჩენის ფაზა დაიწყება.



მომდევნო ათიოდე დღეში ბეტელჰეიზეს სიკაშკაშე თანდათან მოიმატებს და სავსე მთვარის სიკაშკაშეს გაუტოლდება. ამ პერიოდში ვარსკვლავი ხილული იქნება როგორც დღის, ასევე ღამის ცაზე.


ამის შემდეგ ბეტელჰეიზეს სიკაშკაშე დაახლ. ერთი თვის ვადაში დაიკლებს და ნახევარმთვარის სიკაშკაშეს მიაღწევს.


თუმცა დაახლოებით 4 თვეში ბეტელჰეიზე სულ ოდნავ უფრო კაშკაშა იქნება პლანეტა ვენერასთან შედარებით. მომდევნო თვეებში კი ის ციდან თანდათან გაქრება და საბოლოოდ მხოლოდ ტელესკოპებისთვის დარჩება ხილული.


როგორც ასტრონომები ამბობენ, ბეტელჰეიზეს აფეთქება ყოველ წუთს არის მოსალოდნელი. თუმცა ჩვენ არ ვიცით, გვარგუნებს თუ არა ბედი ამ უმნიშვნელოვანესი ასტრონომიული მოვლენის ხილვას. შესაძლოა ბეტელჰეიზეს აფეთქება მომდევნო 10 წელიწადში ან სულაც 30 ათასი წლის შემდეგ მოხდეს, თუმცა უახლოეს 100 ათას წელიწადში რომ აუცილებლად მოხდება, ამაზე ყველა ასტრონომი თანხმდება.


ბეტე

1
308
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
308
  
2023, 28 მაისი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1