x
image
დავითი ჩუთლაშვილი
როგორ გამოიყურებოდა საზარელი მტაცებელი, რომელიც დედამიწას დინოზავრების გაჩენამდე ატერორებდა?
Crassigyrinus scoticus-ის შესახებ ალბათ არაფერი გსმენიათ. არადა, ალესილი კბილებით და ვეებერთელა თვალებით გამორჩეული ეს საზარელი ურჩხული თავზარს სცემდა ერთ დროს ჩვენს პლანეტას. მისი სხეული იდეალურად იყო გამიზნული უძველესი შოტლანდიის ტორფულ ჭაობებში სანადიროდ.


ეს მონსტრი 330 მილიონი წლის წინ - დიდი ხნით ადრე დინოზავრების გაჩენამდე, დედამიწის მეფე იყო. მისი სხეული სიგრძით 3 მეტრს შეადგენდა. მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ წარმატებით მოახერხეს მისი გარეგნობის რეკონსტრუირება.


ამ რეპტილიის შესახებ მკვლევარებმა დიდი ხნის წინ იცოდნენ, თუმცა დღემდე ვერ ხერხდებოდა იმის გარკვევა, თუ როგორ გამოიყურებოდა ის, რადგან ყველა ნამარხი ნიმუში, რაც აქამდე იყო მოპოვებული, მეტისმეტად გახლდათ დანაწევრებული. თუმცა უახლესი ტექნილოგიური საშუალებებით (3D ვიზუალიზაცია და კომპიუტერული ტომოგრაფია) ვირტუალურ სივრცეში ყველა ფრაგმენტის ერთად შეგროვება მაინც მოხერხდა.


როგორც გაირკვა Crassigyrinus scoticus ტეტრაპოდი იყო, ანუ ოთხ ფეხზე შემდგარი ცხოველი, რომელიც იმ არსებებს ენათესავებოდა, რომლებმაც პირველებმა დაადგეს ფეხი ხმელეთზე და რომლებიც ძუძუმწოვრების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე ამოვიდნენ ხმელეთზე. ტეტრაპოდები 400 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ, როცა თევზებიდან მათი ევოლუცია დასასრულს მიუახლოვდა.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ცხოველს უზარმაზარი კბილები და უძლიერესი ყბები გააჩნდა. არც მისი სხეულის სიგრძე, 3 მეტრი იყო იმ დროისთვის მცირე. იმ პერიოდში ცხოველები იშვიათად აღწევდნენ მსგავს ზომებს.



მაგრამ მეცნიერები საგონებელში ჩააგდო სიღრუემ, რომელიც მონსტრს კუდის წინა მხარეს აღმოაჩნდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ან როსტრალური ორგანო იყო, რომელიც მხეცს ელექტრული ველების ამოცნობაში ეხმარებოდა, ან კიდევ ჯეიკობსონის ორგანო, რომელიც თანამედროვე გველებში გვხვდება და ქვეწარმავალს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების აღმოჩენაში ეხმარება.


ამჟამად სამეცნიერო ჯგუფი ბიომექანიკური სიმულაციების განხორციელებას გეგმავს, რათა Crassigyrinus scoticus-ის და მისი ფიზიკური უნარების შესახებ მეტი შეიტყოს.


დინო

0
196
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0