x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
უმიზეზო სელფი - რაზე მეტყველებს ავტოპორტრეტები?

სმარტფონებში წინა კამერის გამოჩენამ ადამიანები ნარცისებად აქცია, მას ამბობენ მეცნიერები. ოჰაიოს უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარები აცხადებენ, რომ ისინი, ვინც უფრო ხშირად აზიარებენ „სელფებს“ სოციალურ ქსელებში, სხვებთან შედარებით მიდრეკილნი არიან ანტისოციალური ქცევისკენ.image
ასეთი დასკვნების გამოქვეყნებამდე მეცნიერებმა გააანალიზეს 18-დან 40 წლამდე ასაკის თითქმის 800 მამაკაცის ქცევა. თითოეულს დაურიგდა კითხვარი, რომელიც განსაზღვრავდა თვითობიექტირების (საკუთარი პიროვნების ფოკუსირების) და ანტისოციალური ქცევის (ახლობლის უგულებელყოფის) დონეს. გარდა ამისა, კვლევის თითოეულმა მონაწილემ დეტალურად ისაუბრა საკუთარ ქცევაზე სოციალურ ქსელებში.

შედეგებმა დაადასტურა მეცნიერთა ეჭვები: მამაკაცები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სრულყოფილები არიან ა) ინსტაგრამზე უფრო მეტს აქტიურობდნენ და ბ) აჩვენებდნენ ფსიქოპათიური ქცევის ყველა ელემენტს. სხვათა შორის, შედეგების დამუშავებისას არანაკლებ საინტერესო ნიმუში გაჩნდა: სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოების ფრთხილად რედაქტირებაც ანტისოციალურობის ნიშანი აღმოჩნდა.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტოპორტრეტების ისევ და ისევ გამოქვეყნებით, თქვენ ავლენთ გარკვეულ აკვიატებას თქვენი პიროვნებით და, როგორც ახლა გაირკვა, ყურადღებას არ აქცევთ თქვენს გარშემომყოფებს“, - აცხადებენ კვლევის ავტორები.image

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0