x
image
თუთიკო ბერძენა
20 ნიღბიანი ლევან ბერძენიშვილის სახლთან დასახვედრად - დევნა განსხვავებული აზრისთვის, რეპრესიების სუნი საქართველოში
image
„მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“, კონსტანტინე გამსახურდიამ ეს სიტყვები გიორგი პირველს ათქმევინა აღსარებაში, რადგან შინა მტრობა, გაუტანლობა, ერთმანეთის დევნა და განადგურება ქართული ეროვნულ-კულტურული მენტალობის მუდმივი მახასიათებელია დღემდე მაშინ, როცა გარე მტრებით ვართ გარშემორტყმული.


უშეცდომო არავინაა, არც გიორგი პირველი ყოფილა უსეცდომო, არც თვითონ კონსტანტინე გამსახურდია და არცერთი მოკვდავი არათუ საქართველოს, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. ადამიანი ღმერთი არ არის, თუმცა რომ ვთქვათ, ღმერთიც ენდო და მარტო დატოვა ედემის ბაღში ადამ და ევა გველტან ერთად. როგორ, ვერც მან გათვალა რისკები, რა შეიძლებოდა შემთხვეოდა ადამ და ევას გველის სახით მოვლენილ ეშმაკთან პირისპირ? ანუ ღმერთიც კი არ არის უშეცდომო, მაგრამ ღმერთია და რას ვიზამთ... ადამიანე მით უფრო შეიძლება შეეშალოს რაღაც, მაგრამ მიმტევებლობა არის ქრისტიანობის მტავარი პოსტულატი, რომელსაც ტაძრებში მუხლებგადატყავებული ქრისტიანები პერმანენტულად უშვებენ...


ბოლო დროს საძიზგნად მოგვიგდეს ლევან ბერძენიშვილი.


ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად არაა უშეცდომო ანგელოზი და არც ღმერთი, აქვს მასაც თავისი ჩრდილები წარსულში, მაგრამ მისი ინტელექტი და აზროვნების დიაპაზონი ნამდვილად უსაზღვროა და ვინმეს პირადი ანტიპათია-სიმპათიის მიუხედავად, თვალსაჩინოა, რაც არ უნდა დააკნინონ მისი ლექციები თუ საჯარო გამოსვლები.



საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის სხდომაზე შემზარავი ინფორმაცია გააჟღერა.საქმე ეხება იმ ნიღბიან 20 ადამიანს, რომლებიც სახლთან დახვდნენ ლევან ბერძენიშვილს.


"ამასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა პირადად ეკისრება ბატონ პრემიერს და ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომლებიც თავს ესხმოდნენ იმას, რომ ლევან ბერძენიშვილს აქვს მათი შეხედულებებისგან განსხვავებული პოზიციები“.


მისი თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სერიოზულ საფრთხეშია.


„ხელისუფლება გადართულია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე, კანონების მორგებაზე, ორგანიზებულად თავს ესხმის განსხვავებულ აზრს, შიშზეა დაფუძნებული მთელი მათი პოლიტიკა და საზოგადოებაც უნდათ, რომ შიშში აცხოვრონ“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.



ინტელექტუალების, ზედმიწევნით განათლებული ადამიანების დევნა მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო უკვე სახეზეა სოციალურ ქსელებში სახელდახელოდ შექმნილი ტროლ მექანიზმებით, მაგრამ მათ ვინც ამ ტროლების უკან დგანან არ იციან ერთი ჭეშმარიტება, რომ ვისაც ებრძვი, მას ამ ბრძოლით აძლიერებ. თუ ლევან ბერძენიშვილის ლექციებისა და საჯარო გამოსვლების ვიდეორტეიტინგს დააკვირდებით, მატი რიცხვი გასამმაგდა მას შემდეგ, რაც მისი დევნა დაიწყო. დრეს მის საინტერესო მოსაზრებებს, ზოგჯერ რა თქმა უნდა, საპოლემიკოს, თუმცა კორექტულად და არგუმენტირებულად საპოლემიკოს, ის ახალგაზრდებიც კი უსმენენ, ვისაც მანამდე არცკი ჰქონდა გაგონილი ეს გვარი და სახელი.


0
73
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
73