x
image
თუთიკო ბერძენა
თამარ კორძაია: "თუ რუსეთთან ავიაფრენების აღდგენას დაუშვებთ, თუ ამას დაუშვებთ, ეს იქნება სწორედ საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი ქვეყნის მტრობა"
image

„სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ვიწროვდება ყველა სივრცე, რომელიც თავისუფალი აზრის და მოქმედების შესაძლებლობას ქმნიდა. ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნასთან განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მისი თქმით, არცერთი სერიოზული განცხადება ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ავიაფრენების აღდგენის უარყოფასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.


„თქვენი პარტიული ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის ძალიან კარგი ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ მილიონი ქართველია თურმე რუსეთში.



იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ რუსეთიდან ფრენების აღდგენის შემთხვევაში, უსაფრთხოება ფრენის დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ეს თვითმფრინავები არ რემონტდება და ისინი აკრძალულია ჩვენს ყველა პარტნიორ სახელმწიფოში და ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის სანქცირებას.


თუ ამას დაუშვებთ, ეს იქნება სწორედ საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი ქვეყნის მტრობა იმიტომ, რომ თქვენივე ყველა გამოკითხვით საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და თქვენ უშვებთ იმას, რომ სწორედ იმ სამყარომ, რომელში ინტეგრაციაც უნდათ ჩვენს მოქალაქეებს, დაგვიწესოს სანქციები ფრენების აღდგენის გამო“, -განაცხადა თამარ კორძაიამ.

4
82
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
82
  
ეს არის ფუნდამენტური საკითხი,როგორ გესმის ან იაზრებ რაღაცას. ადამიანების მიმოსვლას და მათი ნების განხორცილებას ბარიერები არ უნდა შეექმნას,ხოდა ეს გადაწყვეტილება არის დადებითი. აქ არ არის საინტერესო,რა ჩაიფიქრა პუტინმა ან რას გამოელის ბიძინი ამისგან,ადამიანებს თავისუფლად მიმოსვლის საშუალება ექნებათ და ეს ძალიან კარგია. მსოფლიო ისტორიაში,არ არსებობს შემტხვევა,როცა ომმის გამო მიმოსვლა შეწყდა ან ტვირთების გადატანა,ხოლო ამან კატასტროფა არ გამოიწვია. რაც არ უნდა მძიმე სიტუაცია იყოს,არ უნდა შეჩერდეს ფრენები,ადამიანთა გადადგილების სხვადასხვა მიმართულება და სურსათის მომარაგება,ეს არის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი და კორძაიამ ეს ძალიან კარგად იცის,უბრალოდ მავნებლობს. კორონა ისტერიის დროს,შენ არ იყავი ადამიანების სახლში გამოკეტვას და მათ ჯვარზე გაკვრას რო ითხოვდი,ეგრე არ იყო თუთიკო? საკუთარ უბნელებზე და მეზობლებზე ფიქრობდი ეგრე,მეტს ვერ ქაჩავთ ახალი თაობა? ეხლა,ნაციზმს აწვებით და სირცხვილია,ძალიან დიდი სირცხვილი. მიწა მიწაა,ხოლო ადამიანი და მისი კეთილდღეობა არის უპირველესი. აფხაზეთი და სამაჩაბლოო,გაჰკივიხართ დღე და ღამე,თუმცა არასდროს არაფერი გაგიკეთებიათ ამ მიმართულებით. აი,ამ კორძაიას აფხაზეთი ან სამაჩაბლო ვისთვის უნდა? თუ ესეთი ეკონომიკური თუ სოციალური ფონი შენარჩუნდა,აქ ქართველი სანთლით საძებარი გახდება და საინტერესოა,ვინ იცხოვრებს იმ აფხაზეთში? საზღვრების გახსნა აუცილებელი იყო,რათა ადამიანებმა აქ იცხოვრონ და ისე არჩინონ ოჯახები,ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს და არა იმიტო რო პუტინი ვიღაცას მოსწონს. აქამდეც და ამის მერეც პუტინი და რუსეთიც ჩვენი მტრები იქნებიან და ოკუპანტები. კითხვაზე გამახსენდა,რა თქვა აკაკიმ,თორნიკე ერისთავის პირით,მტერი გაატყავეთო თუ მტერიც იმსახურებს პატივისცემასო? არ მითხრა ეხლა რო აკაკიც რუსეთუმე იყო... ამაშია საქმე,ნიცშეს კიტხვას თავი უნდა დაანებოს კაცმა და თერგდალეულებს მიაწვეს,ბევრ საინტერესოს ამოიკითხავს,თუ როგორ უნდა წარმათო ცხოვრება და ურთიერთობა მტერთან,ამ შემთხვევაში რუსეთთან.
საერთოდ,ადამიანები ბევრ რამეს და ყველაფერს ვერ ესწრებიან,მე ვერ მოვესწარი სსრკ ნგრევის პროცესს,მამაჩემი მეორე მსოფლიო ომს,ხოლო ბაბუაჩემი პირველ მსოფლიო ომს,ხოლო პაპაჩემი ვერ მოესწრო ილიას მოღვაწეობას,თუმცა ამ ყველაფერზე ინფორმაცია გადმომცეს,პაპამ ბაბუას,ბაბუამ მამაჩემს და მამაჩემმა მე. რისი თქმა მინდა,ამ ბოლო პერიოდში რამოდენიმე სტატია ვნახე,ერთი ლევანა ბერძენიშვილს ეხებოდა და ეს იმის მანიშნებელია,რომ ახალმა თაობამ არ იცით უახლესი ისტორია. არც არვის უსმენთ და ასე ინფორმაციის გარეშე აკეთებთ დასკვნებს. ბევრი წიგნის წაკითხვა არ აქცევს ადამიანს მოაზროვნედ და ბრძენად,ადამიანები წიგნის გარეშეც შეიძლება გახდნენ მცოდნენ,რამეთუ ცხოვრებამ ასწავლოს ყველაფერი. ლევანამ წაიკითხა ბევრი წიგნი,თუმცა ვერაფერი გაიგო და გაიზრა. ერეკლეზე რაც თქვა და იმაიმუნა,არ გვინდა ახლა,სხვა რამეს გავიხენებ მაგ არსებაზე. თავის დროზე,მიშასთან ერთად იყო პარლამენტში და მის მოსვლაში წვლილი შეიტანა,მერე განუდგა თითქოს და ლანძღავდა,მერე ბიძინი მიეტმასნა და მასთან ერთად იყო პარლამენტში,მათაც განუდგა და მიშას მიეტუზა ისევ. აი,რაც ეხლა გავიხსენე,რაზე მეტყველბს,მის გონებრივ სიძლიერეზე თუ უნამუსობაზე. ამბობ,რომ ბერძენიშვილი არის ჭკვიანი კაცი,თუმცა ამ "ჭკვიანმა" უამრავი ერთი სახის შეცდომა დაუშვა და ეხლაც იგივეს აკეთებს. თუ ჩავთვლით რო მოაზროვნე კაცია,მაშინ ამას შეგნებულად აკეთებს და მავნებელია.

იმ კონკრეტულ სტატიაში,ადამზე და ევაზე გქონდა საუბარი,ღმერთის "შეცდომაზე" და რა შეცდომაზე საუბრობ? არ უნდა დაეტოვებინა ადამიანი? თუ მათთვის არჩევანის უფლება არ უნდა მიეცა? ან ადამმა და ევამ რა შეცდომა დაუშვა ასეთი? ვაშლი გასინჯვა? რატომ არის ეგ შეცდომა? ეს შეცდომა კი არა,ადამიანის ბუნება და მოთხოვნილება არის. მათ მოშივდათ და პირველი რაც დაინახეს იყო ეს ვაშლი,ადგნენ და შეჭამეს,სად არის აქ შეცდომა. სწორედ ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი,ღმერთმა ადამიანს უბოძა თავისულფება და არჩევის საშუალება,რითაც ასე ამაყობს ცივილიზაცია. სწორედაც,იმ კონკრეტულმა ვაშლის ეპიზოდმა გადაწყვიტა კაცობრიობის მომავალი. არ იქნებოდა ეგრე და გვეყოლებოდა მწყემსი,რომელიც გადაგიწყვეტდა,რა დაგველია ან გვეჭამა.
მოიცა,მილიონი არ არის და რამდენია,ნახევარი მილიონი თუ მეოთხედი მილიონი? იქნებ 100 კაცი? რას ითვლით ამ ციფრებს ან რატომ უყურებთ რუსეთში მცხოვრებ ხალხს? ფრენების აღდგენა დაეხმარება ბევრ ადამიანს,რუსეთში მყოფსაც და აქაურსაც,რათა გაიტანონ ან შემოიტანონ რაიმე. იყო ადრე ასეთი შემთხვევა,ერთმა პირმა გადაწყვიტა რო პროდუქტები გაეტანა რუსეთში და იქ გაეყდა,რადგან აქ ჩალის ფასს უხდიდნენ,მას შეექმნა უამრავი ბარიერი და ბევრი ხარჯი გაწევა მოუწია,რადგან საქართველოს მოქალაქე იყო. მერე ესეთი გამოსავალი იპოვა,გაეყარა ცოლსა და ფიქტიურად მოაწერა ხელი რუს ქალთან,რაღაც დროის მერე მოქალქედ ჩაითვალა და უპრობლემოდ დაქონდა ტვირთები და ოჯახმა ამოისუნთქა. ესეთი მაგალითები არის კარგი თუთიკო? ეს მე რაც ვიცი,დარწმუნებული ვარ რო უამრავი მსგავსი ფაქტი იქნება ასეთი. რა ვქნათ ეხლა,კორძაიას წარმოდგენებით ვიცხოვროთ ერმა თუ რა გავაკეთოთ? ყველას არ უხდიან ამ ქვეყანაში არაფრისთვის 4000 ლარს და არ აქვთ პრივილეგიები. აგენტობიდან მიღებულ შემოსავლებზე საუბარიც ზედმეტია. საქართველოს მოქალაქე მეორად მოქალაქედ იქნა გამოყვანილი,ხოლო რუსები დაგულაობდნენ თავის ჭკუაზე. თუ ასე შეშფოთდნენ "პარტნიორები",მაშინ გახსნან საზღვრები და დაუშვან უვიზო რეჟიმი,რატომ არ აკეთებენ? თვითონ არ გვიშვებენ და ვინც გვიშვებს იმასაც ეუბნებიან რატო უშვებთო ან არ წახვიდეთო. 30 წელია,რაც ამერიკა ჩვენი პარტნიორია,თუმცა უვიზო მიმოსვლაზე საუბარი არც ყოფილა. ეს იცი რას გავს,ადამიანთან რო ძმაკაცობ,ყოველდღე ძმობას ეფიცებით ერთმანეთს,მაგრამ მის სახლში შესვლის უფლება არ გაქვს. მოგეწონებოდა,შენს დაქალთან რო არ გიშვებდნენ? ასეთი დაქალი იქნებოდა შენი თუთიკო?
საკუთარი ქვეყნის მტრობაზე გარეწარი ნაცები რომ დაიწყებენ ლაპარაკს, თვითონ საქართველოს დაუძინებელი მთრები მთელი საქართველის ისტორიის მანძილზე ნაცებზე და მის მომხრეებზე საშინელი მტერი საქართველოს არ ყოლია
0 1 4