x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ასტერიქსი და ობელიქსი ცეზარის წინააღმდეგ" – ფილმის მსახიობები დღეს
ჟერარ დეპარდიე – ობელიქსიimage


ჟერარ დეპარდიე ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო კინომსახიობია. თავადაც აღიარა, რომ ყველა ფილმში ერთმანეთის მიყოლებით თამაშობს და რომ მისთვის, ფილმის ხარისხს და ჟანრს მნიშვნელობა არა აქვს. მიუხედავად ამისა, დეპარდიემ ბევრ კარგ ფილმში მიიღო მონაწილეობა და მათ შორის, იყო – "ასტერიქსი და ობელიქსი ცეზარის წინააღმდეგ".
მსახიობის უცნაურობა, განურჩევლად ყველა ფილმში გადაღების ჩვევით არ სრულდება. მაგ., ის კათოლიკური რწმენით გაიზარდა, შემდეგ ისლამი მიიღო, მერე ბუდისტი გახდა, ხოლო, 2020 წ. – მართლმადიდებელი.


image


დღეს დეპარდიე მხოლოდ უცნაური განცხადებებით, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობებით არის ცნობილი... და მიუხედავად იმისა, რომ ის კინოში თამაშს აგრძელებს, შეიძლება ითქვას, რომ კინო მისთვის წარსულში, ან ის არის კინოს წარსულში.


კრისტიან კლავიე – ასტერიქსიimage


მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღების შემდეგ, 24 წელი გავიდა, ამ მსახიობისთვის, თითქოს დრო შეჩერდა... მას ისევე უციმციმებს თვალები და ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზეა.


image


კლავიე კინოკარიერის დაწყებამდე, ლიცეუმში სწავლობდა, ხოლო შემდეგ, პოლიტოლოგობა გადაწყვიტა. თუმცა, 2 წლის შემდეგ, სწავლა მიატოვა და მსახიობობა გადაწყვიტა. პირველი წარმოდგენა კაფე-თეატრში ითამაშა და მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო.
კრისტიან ყველაზე მეტად ისეთი ფილმებითაა ცნობილი, როგორიც: "სტუმრები", "სტუმრები ამერიკაში", "საბრალონი", "ნაპოლეონი" და სხვა არის.


ჟან-პიერ კასტალდი – კაიუს ბონუსიimage


სამსახიობო ოსტატობის კურსები ჟან–პიერ კასტალდიმ ფრანგ მსახიობთან რენე სიმონთან გაიარა. მისი დებიუტი გასული საუკუნის 60–იან წლებში შედგა. თუმცა, მისი როლები იმდენად პატარა იყო, რომ მის სახელს, ტიტრებშიც არ წერდნენ. 80–იანებში მსახიობი, ძირითადად, კომედიებში თამაშობდა და ასევე აქტიურად, თეატრის სცენაზეც ჩნდებოდა.


image


2008 წელს მან ისევ კაიუს ბონუსის როლი შეასრულა ფილმში – "ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე". მას შემდეგ კი, ფილმებში იშვიათად ჩნდება – უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, ჟან-პიერ კასტალდიმ მხოლოდ 8 ფილმში, სერიალში და მინი სერიალში მიიღო მონაწილეობა.



რობერტო ბენინი – ლუციუს დეტრიტუსიimage


რობერტო ბენინიმ ბავშვობა, დებთან და მშობლებთან ერთად, ბარაკში გაატარა, რომელშიც არც ელექტრო ენერგია იყო და არც ტუალეტი. ხოლო, ახალგაზრდობა – ძიებაში: ჯერ სემინარიაში ჩააბარა, შემდეგ მდივნობის ინსტიტუტში გადავიდა, ბედი ესტრადაზეც მოსინჯა და სულ მალე, თეატრის სცენაზე აღმოჩნდა. ამ მომენტისთვის, მომავალი ვარსკვლავი მხოლოდ 19 წლის იყო. ბოლოს და ბოლოს, ბენინიმ თავისი ცხოვრების მსახიობობასთან დაკავშირება გადაწყვიტა და კარიერის დასაწყისში, თეატრში და სერიალებში თამაშობდა. მისი დებიუტი, დიდ ეკრანზე 1977 წ. შესდგა.


image


რობერტო ბენინი ყველაზე მეტად ცნობილია ფილმით – "ცხოვრება მშვენიერია" (1997), რომლის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი, თავადვე არის. ფილმა 3 კინოფესტივალზე, პრიზის სახით – 4 "ოსკარი", 2 "ბაფთა" და "ოქროს გლობუსი" მიიღო.


ლეტიცია კასტა – ფალბალაimage


ლეტიცია კასტა 15 წლის ასაკში მოდელი გახდა და ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორიც არის L'Oreal Paris, Tommy Hilfiger, Valentino, Givenchy, Chanel, Dolche and Gabbana, Louis Vuitton და სხვა.


image


ლეტიციას დებიუტი კინოში, სწორედ ფილმში – "ასტერიქსი და ობელიქსი ცეზარის წინააღმდეგ" შესდგა. დღეს კი, მის ანგარიშზე, 20–ზე მეტი კინოროლია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰაკერმა ვატიკანის არქივში "შეაღწია" და კაცობრიობის რეალური ისტორიის შესახებ, ინფორმაცია მოიპოვა

* იდუმალი არტეფაქტი, რომელიც ტურისტმა ტიბეტში აღმოაჩინა

* ყველაზე მდიდარი 5 ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში



1
162
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
162
  
2023, 1 ივნისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1