x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ყველაზე მდიდარი 5 ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში

ჟურნალი Forbes–ი რეგულარულად აქვეყნებს, ჩვენი დროის უმდიდრესი ადამიანების სიებს. თუმცა, არცერთი მათგანი, ამ მხრივ, აბსოლუტური რეკორდსმენი არ არის. ქვემოთ, ყველა დროის, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს წარმოგიდგენთ, რომელთა ქონება, დღევანდელი კურსით არის გაანგარიშებული.


მუსა I image


მალის იმპერიის მმართველმა, შუა საუკუნეებში, მოახერხა და თავისი ცხოვრების მანძილზე, 400 მილიარდ დოლარზე მეტის დაგროვა. ის 1280 წელს დაიბადა, ხოლო ტახტზე 1312 წელს ავიდა. მუსამ ქონება მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ტყავის და მარილის გაყიდვით დააგროვა. გარდა ამისა, მან ოქროს მოპოვების, უდიდესი საწარმო შექმნა.

ლეგენდის თანახმად, 1324 წელს მეფე სალოცავად მექაში გაემგზავრა. მას თან 60 ათასი მსახური და რამდენიმე ასეული მონა ახლდა. წმინდა ქალაქში მიმავალი, გზა და გზა, ღარიბებს ოქროს ურიგებდა... და თავისი მოგზაურობის პერიოდში, 12, 5 ტონა ოქრო გასცა, რითაც ევროპაში ფინანსური კრიზისი პროვოცირება მოახდინა.


2. ჯონ როკფელერიimage


ჯონ როკფელერი – ყველაზე მდიდარი ადამიანი უახლოეს ისტორიაში. ის ბიზნესმენი, ფილანთროპი და მის მფლობელობაში არსებული დოლარების რაოდენობით, პირველი მილიარდერი იყო. მან შრომითი კარიერა ბუღალტრობით დაიწყო. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს (1861—1865 წწ.), პირველი კაპიტალი იშოვა და XIX საუკუნის 70-იან წლებში, ნავთობის მოპოვების და ტრანსპორტირების კომპანია, Standard Oil დააარსა. მოგვიანებით, ეს კომპანია ამერიკის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობის 95% აკონტროლებდა. 1911 წელს ანტიმონოპოლიური კანონის გათვალისწინებით, Standard Oil 34 ნაწილად გაყვეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მილიარდერის შემოსავალი, რადგან ის, ყველა კომპანიაში, აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო. მისი სიცოცხლის ბოლო წლებში, როკფელერის ქონება 318 მლრდ. დოლარს შეადგენდა.


3. ენდრიუ კარნეგიimage


მესამე ადგილს, ყველაზე მდიდრების რეიტინგში, შოტლანდიელი წარმომავლობის, ამერიკელი ენდრიუ კარნეგი იკავებს. 68 წლის ასაკში, მისი ქონება 298, 3 მლრდ. დოლარი იყო. საწყის ეტაპზე, ენდრიუმ ქონება სხვადასხვა ფირმებში ინვესტიციების ჩადებით იშოვა. საინტერესო კი ის არის, რომ პირველი ინვესტიციის განსახორციელებლად, მომავალმა მილიარდერმა, საკუთარი მშობლების სახლი დააგირავა. შემდეგ ის ნავთობის, იარაღის მწარმოებელი და ფოლადის სადნობი კომპანიების აქციების მფლობელი გახდა. ხოლო, სიცოცხლის ბოლოს, თავისი ქონების 90% ქველმოქმედებაზე დახარჯა.


ნიკოლოზ IIimage


მეოთხე საპატიო ადგილი რუსეთის უკანასკნელმა მეფემ – ნიკოლოზ რომანოვმა ანუ ნიკოლოზ II დაიკავა. მისი კაპიტალის ოდენობამ, გადაანგარიშების შემდეგ, 235 მლრდ. დოლარი შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქონების მოგროვებაში, მეფეს წვლილი არ შეუტანია, მან ყველაფერი მემკვიდრეობით მიიღო.



5. ოსმან ალი ხანი, აზაფ ჯა VIIimage


ოსმან ალი ხანი – მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ჰაიდერაბადისა და ბერარის სამთავროს (ინდოეთის ტერიტორია) უკანასკნელი მმართველი იყო. მან ხელისუფლებაში ყოფნის 37 წლის მანძილზე, ქვეყანაში წყალსაცავი, ელექტრო სადგურები ააშენა, საჰაერო და სარკინიგზო კომუნიკაციები შექმნა... და მიუხედავად ამისა, მაინც იმდენი ქონება დააგროვა, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მოხვდა.

მისი სიმდიდრის წყარო ალმასის საბადოები იყო. მდიდარი რეგიონის მმართველმა, ძვირფასი ქვების ბაზარზე, მონოპოლია მოიპოვა და გასული საუკუნის 40-იან წლებში, მსოფლიოში, ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. გარდაიცვალა 1967 წელს. იმ მომენტისთვის, მისი ქონება 230 მილიარდ დოლარს შეადგენდა.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ფრანგმა წინასწარმეტყველმა ჩვენი წინამორბედი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი ახსნა

* ჰიტლერის წარმომავლობის ებრაული "ხაზი"

* გემზე მხოლოდ 3–ჯერ იყო... და ისტორიაში მეზღვაურის სახელით შევიდა



1
2025
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2025
  
2023, 30 მაისი, 23:30
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1