x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
იდუმალი არტეფაქტი, რომელიც ტურისტმა ტიბეტში აღმოაჩინა

ტიბეტში, წარმოუდგენელი საიდუმლოებები მხოლოდ ადგილობრივ ტაძრებში კი არა, მთებს შორის მდებარე, სამალავებშიც არის. ათასობით წლის მანძილზე, ადამიანები გამოქვაბულებს მხოლოდ განდეგილად ცხოვრებისთვის კი არ იყენებდნენ, იქ საკუთარ ნივთებსაც მალავდნენ. ხან, ისიც ხდებოდა, რომ ისინი, გამოქვაბულებში, მთელს თავის ქონებას მალავდნენ, რომელთა შორის, უძველესი დროის, უცნაური არტეფაქტებიც იყო.

მსგავს სამალავებს, ჩვენს დროში ძალიან იშვიათად პოულობენ, რადგან როგორც წესი, ასეთი გამოქვაბულები, მეტად მიუდგომელ ადგილებში მდებარეობს და თან, გარედან ისე არის შენიღბული, რომ ერთი შეხედვით, ვერც მიხვდებით, რომ იქ ქვაბულის მსგავსი რამეა. ასე, რომ, ტიბეტში რამის აღმოჩენა, მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით შეიძლება...

და აი, ცოტა ხნის წინ, ერთ ტურისტს გაუმართლა და კარგად დამალულ ღრუ–სივრცეში, იდუმალი არტეფაქტი აღმოაჩინა.


image


ეს არტეფაქტი უჩვეულო პირამიდის მოდელს წარმოადგენს, რომლის ქვედა ნაწილი ოქროსგან არის დამზადებული, ხოლო ზედა, – კარგად გაპრიალებული ქვა, სავარაუდოდ, ბაზალტია. ცალკე აღსანიშნავია, არტეფაქტის ერთ-ერთი წახნაგზე გაკეთებული გრავირება, რომელიც ძველ ინდურ ვიმანებს* მოგვაგონებს.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ გამოქვაბულში, სადაც არტეფაქტი იყო ნაპოვნი, სრულიად ცარიელი აღმოჩნდა. ამიტომ, ტურისტმა არტეფაქტი ახლოს მდებარე ტაძარში წაიღო, სადაც ნაცნობი ბერი ეგულებოდა.

ბერმა ნივთი ყურადღებით დაათვალიერა და უთხრა, რომ ის, სავარაუდოდ, ძალიან ძველი ცივილიზაციის მემკვიდრეობა იყო. გარდა ამისა, ის, შეიძლება, უბრალო არტეფაქტი კი არა, ნამდვილი საიდუმლო სამალავი ყოფილიყო. როგორც გაირკვა, მსგავსი არტეფაქტი მეორე ტაძარშიც ჰქონდათ და ის ბოლოს სამალავი აღმოჩნდა.

ბერმა ასევე ივარაუდო, რომ შეიძლება, აღნიშნულ არტეფაქტს ზედა ნაწილი ეხსნებოდეს და მის ცენტში რამე – წარმოუდგენლად ძვირფასი რამ იყოს დაფარული. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ბერმა ტურისტი დაარწმუნა, რომ არტეფაქტი მისთვის დაეტოვებინა, რომ ის ზემოთ ხსენებულ ტაძარში წაეღო, სადაც მას გახსნიდნენ და გამოცანასაც ამოხსნიდნენ... ხოლო, იმ შემთხვევაში თუ მის გახსნას მართლაც შეძლებდნენ, ყველაფერს ტურისტს მოუყვებოდნენ და იმასაც შეატყობინებდნენ, თუ რა იყო მეორე არტეფაქტში. ტურისტი ამ შეთავაზებას დათანხმდა, რადგან არტეფაქტს ჩინეთიდან მაინც ვერ გაიტანდა და ის საბოლოოდ, რომელიმე მუზეუმის საცავში აღმოჩნდებოდა. ასე კი, ინფორმაციის გაგების საშუალება მაინც ექნებოდა.

ასე, რომ, მან არტეფაქტი თავის ნაცნობ ბერს დაუტოვა და უთხრა, რომ 1–2 წლის შემდეგ, ჩავიდოდა და რომ მისგან ახალ ამბებს დიდი ინტერესით ელოდა...


* სხვადასხვა ქვეყნის ლეგენდების კითხვისას, შეიძლება, უძველეს დროში, მფრინავი ხალიჩების არსებობას გადავაწყდეთ — მძლავრ, ჯადოსნურ ნივთებს, რომლებსაც ასობით მეომრის, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა შეუძლია. ასეთი ინფორმაციის წაკითხვისას, პირველი რაც შეიძლება გაგვახსენდეს, ინდური ვიმანებია, — ერთ-ერთი უძველესი საფრენი ობიექტი, რომელიც წერილობითი წყაროების მიხედვით, დღევანდელი კოსმოსური ხომალდის ეკვივალენტი იყო. გაგრძელება>>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფრანგმა წინასწარმეტყველმა ჩვენი წინამორბედი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი ახსნა

* ჰიტლერის წარმომავლობის ებრაული "ხაზი"

* გემზე მხოლოდ 3–ჯერ იყო... და ისტორიაში მეზღვაურის სახელით შევიდა



1
760
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
760
  
2023, 30 მაისი, 23:31
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1