საზოგადოებრივი ჰიტლერის წარმომავლობის ებრაული "ხაზი" 2023, 28 მაისი, 9:14 ვენის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, ას კილომეტრში, ჩრდილოეთ ავსტრიაში, პატარა სოფელი დოლერშაიმი მდებარეობს. ჰიტლერის ბრძანებით, ოთხმოცი წლის წინ, ეს პატარა ავსტრიული სოფელი მიწასთან გაასწორეს... დიქტატორი ცდილობდა დაემალა და მთლიანად გაენადგურებინა ყველაფერი, რასაც მის ოჯახის ისტორიას, ნათელს მოჰფენდა. ყველაფერი, რაც მის, ვითომ და, არიულ წარმომავლობას ეჭვქვეშ დააყენებდა. სწორედ იქ დოლერშაიმში, 1837 წელს, მარია შიკლრუბერს ვაჟი – ალოისი შეეძინა, რომელიც შემდგომში, ადოლფ ჰიტლერის მამა გახდა. თუმცა, თავად მომავალი დიქტატორი ჰიდლერის* გვარით დაიბადა, რადგან მარია, ბავშვის დაბადების მომენტისთვის, გათხოვილი არ იყო და იოჰან ჰიდლერს ცოლად რომ გაჰყვა, ბავშვი უკვე 5 წლის იყო. მამინაცვალმა ალოისის გვარი მისცა და სწორედ მის გვარს ატარებდა ადოლფიც. მოგვიანებით, როდესაც ადოლფი ცნობილი გახდა, თავს ამ გვარის მემკვიდრედ ასაღებდა და იმისთვის, რომ წმინდა არიული წარმომავლობა დაემტკიცებინა, თავის გენეალოგიურ ხეზე მიუთითებდა. ის, თუ ვინ იყო ალოის ჰიდლერის ბიოლოგიური მამა, ამის შესახებ, სოფლის საეკლესიო წიგნში, მამის ვინაობის ჩანაწერი არ იყო... ჰანს ფრანკი და ადოლფ ჰიტლერი მოკლედ, ადოლფ ჰიტლერის მამა, 5 წლამდე, შიკლრუბერი იყო, ხოლო დედის გათხოვების შემდეგ, ჰიდლერი გახდა. ხოლო, ბიოლოგიური მამის შესახებ, "მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1946 წელს, ადოლფ ჰიტლერის რწმუნებულმა ჰანს ფრანკმა განაცხადა, რომ ფიურერის ბაბუა ებრაელი იყო. იქიდან მოყოლებული, ფიურერის ებრაული ფესვების შესახებ, ჭორები არ შეწყვეტილა. ხოლო ახლა, ამერიკელი მკვლევარი ირწმუნება, რომ მათ, ამ ფაქტის ახალი მტკიცებულებები, ავსტრიულ არქივში აღმოაჩინა", – იუწყება გერმანული ჟურნალი Focus–ი. "გამოძიების დროს, 1836 წლით დათარიღებულ, მიმოწერას წავაწყდი, ჰიტლერის ბებიას მარია შიკლგრუბერსა და კაცს, სახელად ფრანკენბერგერს შორის, რომლის ოჯახშიც, გარკვეული პერიოდის მანძილზე, მარია დამხმარე ქალად მუშაობდა. როგორც წერილებიდან ჩანდა, ამ კაცს 19 წლის ვაჟი ჰყავდა, რომლისგანაც ქალი დაორსულდა. ამ მიმოწერაში, ფრანკენბერგერმა მზადყოფნა გამოთქვა, გადაეხადა ბავშვის დახმარება, მისი 14 წლის იუბილემდე. ხოლო, ჰიტლერისთვის პრობლემა ის იყო, რომ ფრანკენბერგერი და, შესაბამისად, მისი ვაჟი ებრაელები იყვნენ". – განაცხადა ჰანს ფრანკმა. გამოდის, რომ გერმანიის ფიურერი, სინამდვილეში, ჰიტლერი კი არა, ფრანკენბერგერი იყო და მის ვენებში, ებრაელების სისხლი ჩქეფდა... და ეს რომ ასე იყო, ადოლფ ჰიტლერის 39 ცოცხალი ნათესავის დნმ-ის ტესტმაც აჩვენა, რომლის მიხედვით, მის წინაპრებს შორის, ებრაელები და აფრიკელებიც კი იყვნენ. * ფიურერი მეტად საფუძვლიანად მალავდა ყველაფერს რაც მისი ოჯახს და წარმომავლობას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, არც ის არის ცნობილი, როგორ გადაიქცა ჰიდლერი – ჰიტლერად. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ეს უბრალოდ, ფონეტიკური უზუსტობა, ან ნოტარიუსის შეცდომა იყო, რომელიც ჩანაწერს კარნახით აკეთებდა და გვარი სწორედ ვერ გაიგო. არხის სხვა სიახლეები:
* რომის "მხარდაჭერით დაბადებული" დიქტატორი და ფაქტი, რომელზეც ჰიტლერს საუბარი არ უყვარდა* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (X ნაწილი)* დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე
430 1-ს მოსწონს
|