x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამ ბიჭს ყველა დასცინოდა...

image

სიყვარულს რას გაუგებს კაცი. დღეს ჩვენ გიამბობთ მეთისა და ბრეტანის ისტორიას, რომლებიც საზოგადოების მხრიდან განსჯის ობიექტები გახდნენ, მაგრამ ერთმანეთს მაინც არ უღალატეს.


ბრიტანი ჟაკი სიყვარულს ეძებდა, 23 წლის ასაკში სრულიად იმედგაცრუებული იყო, ყველა ყოფილი ბოიფრენდი ცდილობდა მის შეცვლას, რაც აისახებოდა მის თვითშეფასებაში. ის არასოდეს ყოფილა ტანწერწეტა, მაგრამ მამაკაცები, რომლებთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა, მხოლოდ ამძაფრებდა ზიზღს საკუთარი სხეულის მიმართ. ამის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა ჩაკეტილიყო საკუთარ ნაჭუჭში და განცალკევებულიყო მთელი სამყაროსგან.



თუმცა მის ბედს სხვა გეგმები ჰქონდა. 2020 წელს ბრიტანიმ სოციალური ქსელით მეთ მონტგომერი გაიცნო, გამხდარი ბიჭი, როცა თვითონ 100 კგ-ზე მეტს იწონიდა, მაგრამ მათ შორის კავშირი მყისიერად დამყარდა.



image

ბრიტანიმ აღიარა, რომ ეშინოდა ხელახლა შეყვარების, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან მოსწონდა მეთი: "ბიჭები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მიმატოვებდნენ, თუ წონაში არ დავიკლებდი ან დიეტას არ დავიცავდი."


მაგრამ მეთთან ურთიერთობა სულ სხვაგვარად წარიმართა და 2022 წელს ბიჭმა ბრიტანის ხელი სთხოვა.

image


ამის შემდეგ რა შეიძლება ყოფილიყო უკეთესი მათი ჰარმონიული ურთიერთობისათვის? მაგრამ ამასაც კი მუდმივად ჩრდილავდა იმ ადამიანების შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც ქუჩაში უყურებდა წყვილს, ასევე სოციალურ ქსელებში იყო გამუდმებული ბულინგი და დაცინვა.


image


მაგრამ მეთს საყვარელი ქალის გარეგნობა არა ადარდებს., ის გაოცებულია ბრეტანის სამყაროსადმი პოზიტიური ხედვით, ის არ ცდილობს შეცვალოს მისი გარეგნობა, უყვარს ისეთი, როგორიც არის. წყვილი ამტკიცებს, რომ ნამდვილი სიყვარული საყვარელი ადამიანის სხეულისა და სულის ყველა სანტიმეტრს იკავებს. და ყველას აქვს შანსი შეხვდეს მონათესავე სულს!


image


image

ასევე დაგაინტერესებთ


მოდელმა რენატა ბეგიაშვილმა ყოფილი მეუღლე ძალადობაში რამდენიმე დღის წინ ამხილა, თუმცა 38 წლის შალვა იაშვილმა დანაშაული არ აღიარა, უფრო მეტიც, მისი ჩვენების მიხედვით, რენატა ბეგიაშვილი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და მიიყენა თვითდაზიანება. ამასთან დაკავშირები...


ქართველი ემიგრანტი, სოხუმელი ნინო კვარაცხელია, რომელმაც 40 წლის დაკარგული სიყვარული, ემზარ ჯღარკვა იპოვა, სამშობლოში ბრუნდება. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. "მალე ჩემი თვითმფრინავიც აფრინდება....აი ის, ემზარისთან და ბავშვებ


ისეთი ამბავი დამემართა, რასაც ფიქრადაც კი ვერ გავივლებდი. სხვებს ვკიცხავდი და თავად აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, თქმისაც რომ მრცხვენია. ისე გამოვიდა, რომ დაქალს საყვარელი წავართვი. თუმცა, ეს თავად არ ვიცოდი. მაგრამ მხოლოდ მე არ ვარ დამნაშავე. იმ ნაძირალამ დამიმალა, რომ სხვა გოგოსთანაც დადიოდა და ის გოგო, ჩემი და...



1
480
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
480
  
2023, 2 მაისი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1