ქალი და მამაკაცი "ბედის ირონია" ამერიკულად 2023, 12 ნოემბერი, 19:05
აშშ-ს ქალაქებში არ არის მშენებელთა მე-3 ქუჩა და, გასაგები მიზეზების გამო, და არც ტიპიური ბრეჟნევის პანელები. მაგრამ შტატებში პოპულარულია გარეუბანში მდებარე კოტეჯური ტიპის დასახლებები, ანუ ერთსართულიანი ამერიკა, რომელსაც ოდესღაც ადიდებდნენ ილფი და პეტროვი. და ზოგჯერ იქაც ეს სახლები მართლაც ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც წყლის ორი წვეთი. სწორედ ამ თვისებამ, ბედის ირონიით, ცოტა ხხნის წინ ორი რიგითი ამერიკელი გააბედნიერა.
ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები, სახელად კეტრინი, წვეულებაზე წავიდა. მან დას სთხოვა, არ ჩაეკეტა შესასვლელი კარი: მან იცოდა, რომ გვიან დაბრუნდებოდა. კეთრინი სახლში განთიადისას დაბრუნდა და მისაღებში დივანზე მწოლიარე მამაკაცი დაინახა. - ჩემს დივანზე ეძინა, საბანი გადაფარებული ჰქონდა. ფეხსაცმელები გახდილი. მაგრამ ის უბრალოდ აუტანლად ხვრინავდა“, - იხსენებს ის იმ ღამის მოვლენებს კეტრინი. კეტრინმა მძინარე მამაკაცის სახეზე ფანარი დაანათა, დარწმუნდა, რომ ეს კაცი აქამდე არასდროს უნახავს, რის შემდეგაც მან გააღვიძა თავისი და კითხვით: დატოვა თუ არა ვინმე სახლში ღამით? მალევე გაირკვა რომ მისაღებში დებისთვის სრულიად უცნობი მამაკაცი იწვა, გოგონები შეშინებულები გავარდნენ ქუჩაში და პოლიცია გამოიძახეს. მისულმა სამართალდამცავებმა გააღვიძეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თავი მაიკლ ჯონსტონად წარადგინა, რომელმაც გულწრფელად თქვა, რომ წინა დღეს ბევრი დალია (აბანოშიც იყო თუ არა, არაა ცნობილი) და უბრალოდ აერია სახლი, ზუსტად ისეთივე გვერდით მეზობელთან, სადაც ღამე უნდა გაეტარებინა. დები შეშინებული მაიკლის ახსნა-განმარტებით არ დაკმაყოფილდნენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, კეტრინმა პოლიციიდან გამოითხოვა განცხადება, რადგან გაირკვა, რომ მისი რამდენიმე ახლობელი, რომლებიც ძალიან კარგად იცნობდნენ მაიკლს და ახასიათებდნენ მას, როგორც წესიერ და ზრდილობიან კაცს. მოსამართლემ ჯონსტონს ბრალდებები მოუხსნა, მაგრამ მოითხოვა 50 საათიანი უფასო სამუშაო საზოგადოების სასარგებლოდ. მთელი ეს ამბავი, ადგილობრივმა გაზეთმაც გამოაქვეყნა თავის ფურცლებზე, რამაც გარკვეულწილად შელახა მაიკლის რეპუტაცია, მაგრამ ის დებს არ გაუაწყენდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ სახლში ყვავილებით ხელში ბოდიშის მოსახდელად მივიდა . კეტრინი:" ჯერ ჩემს ოჯახს წერილი მისწერა, მერე ყვავილები მოგვიტანა. ძალიან უნდოდა დამეტკიცებინა, რომ ბანალური შეცდომა დაუშვა და ისიც, რომ საერთოდ, ძალიან იშვიათად სვამს."(ისევე როგორც ჟენიას გმირი ფილმიდან) - ამ ისტორიის დასაწყისში ქეთრინი 22 წლის იყო და ამ დროს სულ სხვა ბიჭთან ჰქონდა ურთიერთობა. (ისევე როგორც ნადიას ფილმიდან)თავიდან ისინი მხოლოდ ხანდახან სოციალური ქსელით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. ერთი წლის შემდეგ კი ისინი წვეულებაზე შეხვდნენ. იმ დროისთვის კეტრინს შეყვარებულთან ურთიერთობა გაუფუჭდა, მაგრამ მან მალევე გამონახა საერთო ენა "დაუპატიჟებელ სტუმართან". კარგი რომანტიკული კომედიის მსგავსად, ყველაფერი დასრულდა იმით, რომ მაიკლმა კეტრინს ცოლობა შესთავაზა. ქორწილი გასულ წელს შედგა. ახალდაქორწინებულებს ახლახანს შეეძინათ ქალიშვილი მილა. ქალბატონი ჯონსტონი ფიქრობს, რომ მისი სიყვარულის ისტორია "სულელურია, მაგრამ უნიკალური".ძნელი მისახვედრი არაა, რომ რომ მას არასოდეს უნახია საბჭოთა კინოკლასიკა. ისე, მართ₾აც სუფთა "ბედის ირონიაა" როცა ამბობენ: ხან ხელოვნება ბაძავს ცხოვრებას, ხანაც ცხოვრება - ხელოვნებას. 352 2-ს მოსწონს
|