x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჩემს უახლოეს დაქალს საყვარელი წავართვი და ახლა ძალიან ვნანობ" - ნატა 36 წლის

image

ისეთი ამბავი დამემართა, რასაც ფიქრადაც კი ვერ გავივლებდი. სხვებს ვკიცხავდი და თავად აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, თქმისაც რომ მრცხვენია. ისე გამოვიდა, რომ დაქალს საყვარელი წავართვი. თუმცა, ეს თავად არ ვიცოდი. მაგრამ მხოლოდ მე არ ვარ დამნაშავე.


იმ ნაძირალამ დამიმალა, რომ სხვა გოგოსთანაც დადიოდა და ის გოგო, ჩემი დაქალი იყო, რომელიც მე გავაცანი. მე და ლაშა ერთად ვმუშაობდით ერთ-ერთ ფირმაში. ცოლშვილიანია, თუმცა ქალების მოყვარული და როგორც მითხრეს, უამრავი საყვარელი გამოიცვალა. ეს მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა შევცდი და მასთან რომანი გავაბი. თუმცა არ ვიცი, როდის გამიჩნდა მის მიმართ სიმპათია. სამსახურში არასოდეს საუბრობდა ოჯახზე, პირად ამბებზე, დისტანციას იჭერდა ყველასთან. თუმცა, ხშირად შემიმჩნევია მისი დაჟინებული მზერა, როცა ლამაზი გოგონა შემოდიოდა სამსახურში. ფაქტია, მის მაცდურ მზერაში მეც აღმოვჩნდი. როგორც იტყვიან, ამომიღო მიზანში და უკან აღარ დაიხია. თანდათან დავუახლოვდით ერთმანეთს. ახლოს იყო ჩემთან, თუმცა სასიყვარულო სიტყვები არ უთქვამს. ჩემს დაბადების დღეზე, თავად დაიპატიჟა თავი. სამსახურის მერე ვაპირებდი კაფეში ჩემს მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნას და ეს რომ გაიგო, მითხრა: შეიძლება, მეც წამოვიდე, ძალიან მინდა შენი მეგობრების გაცნობა და თან, ამ დღეს შენ გვერდით ყოფნა, მხოლოდ თანამშრომლად არ გთვლი, უახლოეს ადამიანად და მეგობრად მიმაჩნიხარო. მომერიდა და უარი ვერ ვუთხარი. გულის კუნჭულში კი მესიამოვნა. მყავს ერთი უახლოესი დაქალი, რომელსაც არაფერს ვუმალავ და იმ დღეს, რასაკვირველია, ისიც მოვიდა კაფეში. არ გამომპარვია ლაშას მისადმი ყურადღება. გვერდით ეჯდა და სულ ელაპარაკებოდა. მაშინ ეს ამბავი ჩვეულებრივად ჩავთვალე, რადგან გოგოებში მხოლოდ ის ერთი ბიჭი იყო, მის გვერდით იჯდა და რა მოხდა თუ ესაუბრებოდა. ვერ შევამჩნიე, როდის გამოართვა ტელეფონის ნომერი. მერე გავარკვიე, რომ იმ საღამოსვე დაურეკავს და მეორე დღეს შეხვედრია. ეს ამბავი ორივემ დამიმალა. სამსახურში ისევ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, არაფერი შეცვლილა. ერთ დღესაც მთხოვა: მთელი კვირაა ვმუშაობთ, არ დაგვისვენია და თუ მოიცლი, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავიდეთ, სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ, ცოტა განვიტვირთოთო. მეც მინდოდა გარემოს გამოცვლა და უარი არ ვუთხარი. თან, ვხვდებოდი, მის მიმართ არ ვიყავი გულგრილი. მცხეთაში, მისი მეგობრის აგარაკზე წამიყვანა. სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ინტიმური ურთიერთობა. არ მითქვამს უარი, რადგან აღარც პატარა ვარ და თან, რატომ უნდა ვთქვა უარი იმ ადამიანთან ჩახუტებაზე, რომელიც მომწონდა. ვიცოდი ცოლი რომ ჰყავდა, მაგრამ მაინც მქონდა მასთან დიდხნიანი ურთიერთობის იმედი. ორი თვე რომ გავიდა, მერე გავიგე, რომ თურმე, ჩემს დაქალთან უკვე თვეებია, დადის და საყვარლები არიან. ეს ამბავი შემთხვევით გავიგე. ჩემმა დაქალმა თავად მითხრა: არ მინდა, შენთან რამე დამალული მქონდეს, ლაშას არ უნდა, რომ იცოდე, მაგრამ მე მაინც გეტყვიო... დამცხა, ავილეწე, გავბრაზდი, თუმცა უკან არ დავიხიე. მას არაფერი ვუთხარი და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, ლაშა მას ჩამოსცილებოდა და ჩემთან ყოფილიყო. სამსახურიც შევიცვალე და სადაქალოსაც ჩამოვშირდი. ახლა ძალიან განვიცდი, მაგრამ გვიანია. იმ ნაძირალა კაცის გამო უახლოესი დაქალი და გულშემატკივარი ადამიანი დავკარგე და სახელიც შევილახე.(განაგრძე კითხვა )

0
392
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0