ქალი და მამაკაცი „ვინც ფიქრობს, რომ თავი დავიზიანე, მაგიდა ვირტყი და თავი კედელს ვურტყი.." - რენატა ბეგიაშვილი მიმართვას ავრცელებს 2023, 29 აპრილი, 13:39 ![]() ამასთან დაკავშირებით რენატამ მორიგი პოსტი გამოქვეყნა სოციალურ ქსელში. „ვინც ფიქრობს, რომ თავი დავიზიანე, მაგიდა ვირტყი და თავი კედელს ვურტყი... არ მყავს ადვოკატი, არც ვაპირებ ავიყვანო. მე პირადად მინდა ახალი ცხოვრება, ახალი შესაძლებლობები ჩემი შვილისთვის. მე ვცადე, შალვა იაშვილს დავხმარებოდი, რომ გაეთავისუფლებინათ. ეგ უკვე ჩემი ადამიანობის დამსახურებაა. დახმარების სურვილი აქვს ბევრს. ამ ეტაპზე მინდა წავიდე შორს, განვიცდი დიდ ზეწოლას. ამისთვის მჭირდება ცოტაოდენი ფინანსური დახმარება, რომ შევიძინო საკვები და მე და ჩემი შვილი ვიყოთ სიმშვიდეში. ისიც ითქვა, რომ მე მასთან ფულის გამო ვიყავი. ხუთი კვადრატული ოთახი მაქვს და მადლიერი ვარ იმით, რაც გამაჩნია. მიყვარხართ, სიკეთისა და სიყვარულის მწამს“, - წერს რენატა ბეგიაშვილი. ადვოკატი თეონა გავაზავას თქმით, შალვა იაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. „საბედნიეროდ, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია არა ერთი პირდაპირი მოწმე, მათ შორის, დაზარალებულად ცნობილი პირის მეჯვარე და მისი სხვა უახლოესი მეგობრები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს აწვდიან ინფორმაციას, რომ შალვა იაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობას. პირიქით, დაზარალებულად ცნობილი პირი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. პირველივე წუთებიდანვე შალვა იაშვილის მიმართ ავლენდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც შემდგომ გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში მისი მხრიდან და ცდილობდა სხვადასხვაგვარი დაზიანების მიყენებას შალვა იაშვილისთვის. მათ შორის, დაზარალებული პირი არ მოერიდა ცივი იარაღის გამოყენებას და დანის მეშვეობით ცდილობდა შალვა იაშვილისთვის დაზიანების მიყენებას. აღნიშნული ნივთმტკიცება - დანა დაზიანებულ მდგომარეობაში ამოღებულია საგამოძიებო უწყების თანამშრომლობის მხრიდან“, - აცხადებს თეონა გვაზავა. „რენატა ბეგიაშვილისგან ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე”, - განაცხადა შალვა იაშვილმა. 166 3-ს მოსწონს
|