ქალი და მამაკაცი სამი დღე გრიალებდნენ: ქალი, რომელიც ალმაცერად უყურებდა ქორწინებას, ერთბაშად 60 კაცს გაჰყვა ცოლად 2024, 28 ივნისი, 18:12 ![]() კარლი სარემ დადო ფიცი და გაცვალა აღთქმა „მისი ცხოვრების 60 სიყვარულთან“. ქალის თქმით, საქორწინო ცერემონია დაეხმარა მას საკუთარი თავის პოვნაში. 40 წლის ავსტრალიელი კარლი სარე, გასულ თვეში 60 მეგობარზე დაქორწინდა. საქორწილო ცერემონია მთელი სამი დღე გაგრძელდა. ავსტრალიელი ამბობს, რომ უჩვეულო კავშირმა მას აქმად ეუჩვეულო „სრულფასოვანი და მიწიერი“ გრძნობები დაუტოვ. ქალმა აღთქმა დადო „მისი ცხოვრების 60 სიყვარულთან“. ![]() „როგორც ქორწილის ფოტოგრაფი, ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ქორწილებში ვატარებ და შევამჩნიე, რომ რიტუალში საკმაოდ მწირი კულტურაა, ქორწილი-ეს არის ადგილი, სადაც სიუხვეა.ადრე მქონდა გარკვეული უნდობლობა გათხოვებაზე.როდესაც ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონი მიიღეს, მერე მივხვდი: მე არ ვარ ქორწინების წინააღმდეგი, უბრალოდ სასაცილოდ მიმაჩნია ის, თუ როგორ ვანიჭებთ უპირატესობას ზოგიერთის სიყვარულს სხვებთან შედარებით, - თქვა ავსტრალიელმა. ![]() ამისათვის მან ოფიციალური ცერემონია გამართა თავის საყვარელ ადგილზე- ჩრდილოეთ სტრადბროკის კუნძულზე. ![]() "თავს დაცულად ვგრძნობ, როცა შენ ჩემს გვერდით ხარ, სიხარულს ვგრძნობ, როცა ჩემს გვერდით ხარ. მე მაქვს ადგილი, რომ შეცდომები დავუშვათ და მე მაქვს ადგილი, რომ გამოვასწოროთ ისინი", - ხელიხელჩაკიდებულებმა ასეთი ფიცი დადეს. კარლიმ, რომელიც სიდნეიში ცხოვრობს, თქვა, რომ ცერემონია იყო განსაცვიფრებელი, მხიარული, ფერადი და სახალისო. ![]()
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |