ქალი და მამაკაცი ახალგაზრდა ბიჭების მოყვარული 50 წლის ქალი სირთულეებზე ალაპარაკდა 22 აპრილი, 18:17 აშშ-ში ახალგაზრდა ბიჭების მოყვარული 50 წლის ქალი იძულებულია ურთიერთობები საიდუმლოდ შეინახოს. 50 წლის ამერიკელმა ქალმა, რომელიც ორჯერ მასზე უმცროს მამაკაცებთან ურთიერთობს, პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Daily Star ავრცელებს. ტარა, იუტადან, ნიკით @tara216000016, სოციალურ ქსელებში ცნობილია, როგორც ახალგაზრდა ბიჭების მოყვარული. ქერა-ლამაზმანი რეგულარულად საუბრობს თავის უპირატეს ინტერესებზე გამომწერებთან და საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელიც დააგროვა. იგი წერს არა მხოლოდ წარმატებებზე, არამედ პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზეც. ქალის თქმით, მასზე ორჯერ უმცროსი ასაკის მამაკაცთან ურთიერთობა ხშირად იწვევს პრობლემებს და უხერხულ სიტუაციებს. ”ასეთი ცხოვრების წესი საიდუმლოდ უნდა შეინახოთ იმიტომ, რომ უცნაურია, როდესაც შენი პარტნიორების ტოლი შვილები გყავს“, - ამბობს ის. ტარამ აღნიშნა, რომ მისი ბოლო ბოიფრენდი 25 წლის იყო, როცა მისი ვაჟები უკვე 24 და 30 წლისანი არიან. თუმცა მისი "ფარული, საიდუმლო ცხოვრება" ცოტა არ იყოს წინააღმდეგობაში მოდის, საქვეყნოდ გამოჭენებული აქვს სოციალურ ქსელში, რომ ახალგაზრდა ბიჭებთან ურთიერთობს და ამავე დროს არა აქვს იმის შიში, რომ ოდესმე რომელიმე მისი შვილი გაიგებს ამის შესახებ, ან ვინმე ეტყვის? მან ასევე მოუწოდა მოწიფულ ქალებს, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცებთან დაძვრებიან, ფრთხილად იყვნენ თავიანთი ასაკის ქალებთან ურთიერთობისას. ტარას თქმით, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მეგობრის შვილს ხვდებდნენ კიდეც . ამერიკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების წესს ნამდვილად რკინის ნერვები უნდა. ცოტა ხნის წინ ვწერდით 35 წლის სექსმუშაკზე, სახელად ტიფი(Tiff), რომელსაც პირიქით, პენსიონერი მამაკაცები იზიდავს(მიყევი ბმულს) ასევე ავსტრალიელ პორნომოდელზე, რომელმაც 40 ქვეყნის კაცი მოსინჯა ლოგინში და მათგან საუკეთესოები გამოავლინა(მიყევი ბმულს) 388 3-ს მოსწონს
|