x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეცნიერები დაბნეულები არიან-მას საუკუნის ყველაზე საშიშ ეპიდემიას უწოდებენ
image

მეცნიერ-მედიკოსები დაბნეულები არიან. მსოფლიო ახალმა ეპიდემიამ მოიცვა. ეს არ არის ბაქტერია ან ვირუსი. დაავადება არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით ან შეხებით. 21-ე საუკუნის ეპიდემია არის ჭარბი წონა და სიმსუქნე. და ამ დაავადების საშიშროება (დიახ, ეს არის დაავადება, რომელსაც მკურნალობ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ) არის ის, რომ პაციენტებს არ აქვთ რაიმე ჩივილი საკუთარ მდგომარეობის გამო.


1975 წლიდან, სიმსუქნის პრევალენტობა მთელ მსოფლიოში თითქმის სამჯერ გაიზარდა. 2020 წელს პლანეტაზე დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი იყო ჭარბწონიანი. სიმსუქნესთან ბრძოლის მსოფლიო ფედერაცია პროგნოზირებს, რომ 2035 წლისთვის მათი რიცხვი შეიძლება 4 მილიარდამდეც გაიზარდოს.


ყველაზე ცუდი ის არის, რომ წლების განმავლობაში დაავადება ახალგაზრდავდება: 2019 წელს უკვე 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში 390 მილიონ ადამიანს აწუხებს სიმსუქნე.



-ეპიდემია ნახტომებით ფართოვდება. სამწუხაროდ, მსოფლიოში არავინ იცის როგორ მოექცეს ამ ქრონიკულ დაავადებას, ექიმებს შეუძლიათ მხოლოდ დაავადების რემისიისკენ მიყვანა, ამბობს ოლგა როჟდესტვენსკაია, ენდოკრინოლოგი-დიეტოლოგი, ამერიკისა და ჩინეთის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის წევრი.


- სიმსუქნის საშიშროება ის არის, რომ ჩივილები არ არის. დასაწყისში შეიძლება იყოს საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება, უფრო მიმზიდველად გამოჩენის სურვილი. მთავარი საფრთხე ადამიანს ელოდება, როდესაც ღვიძლში ცხიმები წარმოიქმნება - რაც უფრო მეტია, მით უფრო სწრაფად ბერდება სისხლძარღვები, რომელიც იწვევს ინფარქტს და ინსულტს. სიმსუქნე აუარესებს ცხოვრების ხარისხს, იწვევს დემენციას, სხვადასხვა სახის ონკოლოგიას, შაქრიან დიაბეტს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.


დღეს დედამიწაზე არ არსებობს ისეთი წერტილი, სადაც ადამიანები წონაში არ იყვნენ მომატებულები. ყველაზე სწრაფად გასუქება მატულობს არა დასავლეთის ქვეყნებში, არამედ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე, საუდის არაბეთი და მექსიკა.


2000 წლიდან აფრიკის ქვეყნებშიც კი დიეტოლოგებისა და ენდოკრინოლოგების პაციენტების წილი 24%-ით გაიზარდა.


და ამ დაავადების შედეგები სერიოზულად დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნებს, არამედ მთელი მსოფლიოს ეკონომიკას. ანალიტიკოსების გამოთვლებით, წლიურმა ხარჯებმა სიმსუქნით გამოწვეული ავადმყოფობის გამო, (ბიულეტენი, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ინვალიდობით პენსიაზე გასვლა, ნაადრევი სიკვდილი და ა.შ.) - 2035 წლისთვის შეიძლება 4 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს, რაც რეალურად გლობალური მშპ-ს 3%-ია.

5
275
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
275
  
2023, 9 მაისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 7 მაისი, 23:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 აპრილი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5