საქართველო ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს გადადგომას ვურჩევ 2012, 2 ოქტომბერი, 21:34 ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების გამარჯვება უკვე აღიარა მიხეილ სააკაშვილმა, მისი თქმით ის ეწინააღმდეგება ქართული ოცნების პოლიტიკას, მაგრამ პატივს სცემს ხალხის აზრს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება გონივრულად შეაფასა ბიძინა ივანიშვილმა თუმცა რჩევაც მისცა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს თამაშის გაგრძელების შანსი არ აქვს და მისი მხრიდან ლოგიკური ნაბიჯი იქნება გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება.ამის შესახებ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა უცხოელ ჟურნალისტს განუცხადა, რომელიც დაინტერესებული იყო იმით, თუ როგორ შეძლებენ ივანშვილი და სააკაშვილი ერთობლივად ხელისუფლებაში ყოფნას."რადგან მან შეძლო დღეს გაეკეთებინა განცხადება და არჩევნებში დამარცხება აღიარა, მისი ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი სვლა იქნება, თუ ის დაწერს განცხადებას, გადადგება და დანიშნავს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. მგონია, რომ ის გადადგომას თავად მოახერხებს", - განაცხადა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენად შესაძლოა დადგეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, ივანიშვილი პასუხობს, რომ უკეთესი იქნება, თუკი ის გადადგომის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს."ამით ის სახეს შეინარჩუნებს. სიმართლე გითხრათ, მე მის მომავალზე დიდად არ ვზრუნავ, მაგრამ თუ სააკაშვილი მოახერხებს და თავად გადადგება, ამით კარგ მომავალს გაიკეთებს. ეს იქნება მისი მხრიდან ყველაზე სწორი ნაბიჯი", - განაცხადა ივანიშვილმა. მიხეილ სააკაშვილის გარდა განცხადება ასევე გააკეთა გიგა ბოკერიამ, რომელმაც არჩევნები სამართლიანად აღიარა და მადლობა გადაუხადა თავიანთ ამომრჩევლებს. პრეზიდენტის გადადგომაზე უპასუხა ბიძინა ივანიშვილს და თქვა, რომ პრეზიდენტის არჩევნები იქნება ერთ წელში. 240 2-ს მოსწონს 3-ს არა
|