x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გიგანტური მაცივარი სსრ კავშირში, რომელშიც ათასობით ტონა პროდუქტი ინახებოდა

შეგიძლიათ, წარმოგიდგენიათ მაცივარი, რომელშიც 200 ვაგონ სურსათს იტევს? თან მიწისქვეშა?.. და მხოლოდ მიწისქვეშა კი არა, კლდეში გამოკვეთილი…


image


ეს მაცივარი სამარის გარეუბანში, შეუმჩნეველ ადგილზე მდებარეობს. საბჭოთა დროს მას – «სამარის მაცივარი № 2» ერქვა.


image


ადამიანმა მის შესახებ თუ არ იცის, გვერდით, შეიძლება, დღეში რამდენჯერმე ჩაუაროს და წითელი აგურის ძველ შენობას, ყურადღება არ მიაქციოს.


image


თავდაპირველად, ეს საბადო იყო, რომელზეც გასული საუკუნის 30–იანი წლების ბოლოდან, პატიმრები მუშაობდნენ. 1958 წ. სახალხო საბჭოს გადაწყვეტილებით, გათხრილი გვირაბები ხორცით და თევზით ვაჭრობის დარგს გადაეცა და ცალკეულ დარბაზებში, მაცივრები დაამონტაჟეს.


image


დარბაზების და დერეფნის საერთო ტევადობა 16 400 ტ. იყო. იქ ხორცს და თევზ–პროდუქტებს, მაღალი სტანდარტებით ინახავდნენ. ხოლო, როდესაც ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო რჩებოდა, პროდუქტს სავაჭრო ქსელში ანაწილებდნენ, გამოთავისუფლებულ ადგილს კი, ახალი პროდუქტით ავსებდნენ.


image


საბჭოთა პროდუქციის ბოლო პარტია — 300 ტ. კარაქი — აქედან 1992 წ. გაიტანეს. 1997 წ. მაცივრის ბაზაზე, ღია სააქციონერო საზოგადოება «სიცივე» ჩამოყალიბდა.



image


მაცივარი დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას. თუმცა, მისი სივრცის მხოლოდ 20%–ია დატვირთული. იქ პროდუქტებს კერძო კომპანიები, შუამავალი საწარმოო რგოლები და ზოგიერთი სავაჭრო ქსელები ინახავენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მისი ყველა წინასწარმეტყველება ახდა... და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

* მფრინავი ხალიჩების საიდუმლო

* ძალზე საშიში და უცნაური ფაქტები



0
608
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0