x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
მფრინავი ხალიჩების საიდუმლო

სხვადასხვა ქვეყნის ლეგენდების კითხვისას, შეიძლება, უძველეს დროში, მფრინავი ხალიჩების არსებობას გადავაწყდეთ — მძლავრ, ჯადოსნურ ნივთებს, რომლებსაც ასობით მეომრის, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა შეუძლია. ასეთი ინფორმაციის წაკითხვისას, პირველი რაც შეიძლება გაგვახსენდეს, ინდური ვიმანებია, — ერთ-ერთი უძველესი საფრენი ობიექტი, რომელიც წერილობითი წყაროების მიხედვით, დღევანდელი კოსმოსური ხომალდის ეკვივალენტი იყო.


image


იგივე, წყაროების მიხედვით, მსგავსი ხომალდი, მეფე სოლომონსაც (ძვ. წ. აღრ. 1011 – 928 წწ.) ჰქონდა*. მისი საფრენი ობიექტით, ერთდროულად, 40 000 მეომარს შეეძლო ემგზავრა. სავარაუდოდ, ამ ხომალდის სიგრძე–სიგანე თანაბარი ჰქონდა და მისი დიამეტრი რამდენიმე ათას კმ–ს შეადგენდა. ის უდიდეს მანძილს, რამდენიმე წუთში ფარავდა. გადმოცემით, საფრენი აპარატი ღმერთის საჩუქარი იყო.


image


ლეგენდების მიხედვით, სატრანსპორტო დანიშნულების გარდა, მას სხვა დანიშნულებაც ჰქონდა — ის უძლიერესი იარაღი იყო. როდესაც ამ აღწერილობებს ინდურ ლეგენდებს ვადარებთ, არ არის რთული, მათ შორის მსგავსების პოვნა.


image


გადმოცემით, ვიმანებით «ღმერთებს», მთელს პლანეტაზე და კოსმოსშიც კი შეეძლოთ მოგზაურობა. ლეგენდების გარდა, ვიმანების აღწერა «ვაიმანიკა შასტრაში» (მეცნიერება აერონავტიკის შესახებ) გვხვდება. ავტორის მტკიცებით, უძველეს საფრენ აპარატს გადაადგილება, როგორც ატმოსფეროში, ისე ღია კოსმოსში და სხვა პლანეტების ატმოსფეროებში შეეძლო.

ასეთი დამთხვევები, არ შეიძლება, დროში და სივრცეში დაშორებული, სხვადასხვა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი იყოს. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ უძველეს ეპოქაში, მართლაც არსებობდა საფრენი აპარატები, რომლის შესაძლებლობა, თანამედროვე კოსმოსური ხომალდების შესაძლებლობას აღემატებოდა.


* ძველ მითებში, ლეგენდებში და წმინდა ტექსტებში უამრავი რეალური ფაქტის ნახვა შეიძლება უძველესი საფრენი აპარატების და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ამ ტექნოლოგიებს ფლობდნენ. უძველეს ხელნაწერებს თუ დავუჯერებთ, მეფე სოლომონი (ძვ. წ. აღრ. 1011 – 928 წწ.) მხოლოდ ბრძენი კი არ იყო, მას მოწინავე და რთულ – «უცხოპლანეტურ» ტექნოლოგიებზეც ჰქონდა წვდომა.

ცნობილია, რომ სოლომონის ტაძარში, აურაცხელი სიმდიდრის და ფუფუნების გარდა, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებიც იყო. მაგ., ზოგიერთი წყაროს ცნობით, მას ჯადოსნური შამირი (Solomon's shamir‎) ჰქონდა, რომლის მეშვეობით ნებისმიერი სიმაგრის ქვის დამუშავება და დაჭრა შეიძლებოდა.

ძველ წყაროებზე დაყრდნობით, იმასაც ვიგებთ, რომ მეფე სოლომონი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო და რომ ის ტონობით ოქროს ფლობდა.
მაგრამ საიდან უნდა მოეტანა ეს სიმდიდრე? გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძალზე საშიში და უცნაური ფაქტები

* ტექნიკური სახელმძღვანელო დაქირავებული მკვლელებისთვის

* 15 ფოტო სერიიდან – "მოგეჩვენათ" ("საშიში სიტუაციები")



0
876
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
876
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0