საბუნებისმეტყველო 10 გამაოგნებელი ფაქტი კოსმოსის შესახებ, რომელიც შენ უნდა იცოდე! 2023, 16 აპრილი, 18:14 დიდი ხანი არ არის, რაც კაცობრიობამ კოსმოსის ათვისება დაიწყო, მაგრამ ეს უკიდეგანო სივრცე ყველა ჩვენთაგანს მაინც უკვე ატყვევებს და ნუსხავს იმ საოცრებებით, რაც მის სიღრმეებში იმალება. ამ სტატიაში ზოგიერთ ასეთ საოცრებასა და გამაოგნებელ მოვლენასა თუ ფაქტზე ვისაუბრებთ:
1. Point Nemo ეწოდება წერტილს დედამიწის ზედაპირზე, რომელიც ხმელეთიდან ყველაზე შორს მდებარეობს. მსგავსი ადგილი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში არსებობს და უახლოესი სანაპიროდან 2688 კილომეტრით არის დაშორებული. თვით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტებიც კი უფრო ახლოს არიან ამ წერტილთან, ვიდრე დედამიწაზე მცხოვრები რომელიმე ადამიანი. 2. “ცხელი ნეპტუნი” ისეთი პლანეტაა, რომლის ტემპერატურა 6000 გრადუსს აღწევს, თუმცა წარმოუდგენლად მაღალი ატმოსფერული წნევის გამო მისი ზედაპირი გავარვარებული ყინულით არის დაფარული. 3. 1859 წელს დედამიწას მზიდან ისეთი მძლავრი მაგნიტური ქარიშხალი დაატყდა თავს, რომ რომში ღამით პოლარული ნათება ჩანდა, ხოლო ტელეგრაფი ორი საათის მანძილზე ქსელში ჩართვის გარეშე, მხოლოდ იმ ელექტროენერგიაზე მუშაობდა, რაც მზის ქარიშხალმა მოიტანა თან. 4. პლუტონის თანამგზავრი ქარონის ჩრდილოეთ პოლუსზე მეცნიერებმა იდუმალი შავი ლაქა დააფიქსირეს, რომელზეც არავის აქვს წარმოდგენა, თუ რა არის ეს. ამოტომ ასტრონომებმა ამ ლაქას “მორდორი” შეარქვეს, “ბეჭდების მბრძანებელში” არსებული ბოროტი ქვეყნის მსგავსად. 5. ჩინეთის მთავრობა 1987 წლიდან რეგულარულად გზავნის კოსმოსში მცენარეთა თესლებს, რათა მათ გენომში მუტაციებს დაუდოს საფუძველი. მიზანი გაუმჯობესებული მოსავლის მიღებაა. მართლაც, ჩინელებმა კოსმოსის წყალობით გიგანტური ბადრიჯანი, ნახევარი მეტრის სიგრძის კიტრი და სიუხვით გამორჩეული წიწაკა გამოზარდეს. 6. კანავერალის კონცხზე არსებული კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრი ზუსტად ჩრდილოეთის განედის 28-ე გრადუსზე მდებარეობს, რადგან მთვარის ტრაექტორია ეკვატორის მიმართ 28 გრადუსით არის შემობრუნებული. სწორედ ამ ფაქტორის წყალობით ამერიკის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაშვებული ხომალდები მაქსიმალურ ბიძგს იღებენ დედამიწის როტაციის მეშვეობით. 7. 2014 წელს ინდოეთმა მარსზე საკუთარი ზონდი გაუშვა, რომელიც სულ 75 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს კოსმოსის შესახებ გადაღებული ფილმის, “გრავიტაციის” ხარჯებზე ბევრად ნაკლებია, რომელსაც 100 მილიონი დოლარი დასჭირდა. 8. მიუხედავად იმისა, რომ მარსის მოცულობა დედამიწის მოცულობის მხოლოდ 15 %-ს შეადგენს, მისი სახმელეთო ზედაპირის ფართობი დედამიწის სიდიდისაა, რადგან ჩვენს პლანეტაზე ზედაპირის 70 %-ზე მეტი წყლით არის დაფარული. 9. როცა გალილეო გალილეიმ მის მიერ დამზადებული პრიმიტიული ტელესკოპით სატურნის რგოლი აღმოაჩინა, ვერ მიხვდა, ეს რა იყო და რასთან ჰქონდა საქმე და რგოლი პლანეტის თანამგზავრად მიიჩნია. 10. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ სამყაროში 1 ტრილიონი გალაქტიკაა, საიდანაც თითოეულში საშუალოდ 400 მილიარდი ვარსკვლავი მდებარეობს. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი ქვიშის მარცვალზე მილიარდებჯერ უფრო მცირე ზომის ნაწილაკიდან წარმოიშვა. 368 შეფასება არ არის
|