x
image
თუთიკო ბერძენა
ანა ნაცვლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს: საკუთარი შვილები და შვილიშვილები მოგთხოვენ პასუხს რას აფუჭებდით და რატომ აფუჭებდით ამ ქვეყნის გასაბჭოებისთვის

image

„ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არიან მისი მოქალაქეები, რომლებმაც დაიცვეს ამ ქვეყნის კონსტიტუცია, ისტორია, წარსული და მომავალი თქვენგან რუსთაველზე. ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არის დასავლეთი, რომელსაც თქვენ უპირებდით რკინის ფარდით მოგეხდინათ მისი იზოლაცია საქართველოსგან“, -მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და მანამდე, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას ქართველი ხალხი გააგრძელებს.

„ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არის ამ ქვეყნის ისტორიის ცოდნა, იმ ისტორიის, რომელიც ინახავს ძალიან ბევრ სახელს და ინახავს ისეთი ადამიანების სახელს, როგორიც იყო, მაგალითად მარო მაყაშვილი, მაგრამ ასევე ინახავს ისეთის სახელებსაც, როგორიც იყო ყორღანაშვილი. თქვენი ადგილი იქნება ყორღანაშვილების გვერდით. ეს უკვე გარანტირებული გაქვთ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ამქვეყნად არსებობს სამართლიანობა და არსებობს ისტორიის ეთიკა, რომელსაც ვერ გაექცევით და ამ ისტორიის ეთიკა იქნება, როდესაც საკუთარი შვილები და შვილიშვილები მოგთხოვენ პასუხს იმისთვის, რას აფუჭებდით და რატომ ამ ქვეყნის გასაბჭოებისთვის., რატომ შემოგქონდათ აგენტების კანონი, რატომ უფორმებდით ამ სახელმწიფოს რუსეთს, რატოპმ აფორმებდით ამ ქვეყნის დემოკრატიის დასასრულს თქვენივე ხელით. აი, ამ კითხვებზე, ისტორიის წინაშე კიარა, საკუთარი შვილების წინაშე უკვე დღეს არ გაქვთ პასუხი. ისტორია მოგიჩენთ ადგილს, მანამდე ხალხმა უკვე მიგიჩინათ ეს ადგილი და ეს ხალხი გააგრძელებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას ძალიან მედგრად და თამამად“, -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0