x
image
თუთიკო ბერძენა
თამარ ჩარკვიანი: გადაიყვანეთ სააკაშვილი - ეს იქნება დასავლეთისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი

„ამ დარბაზში უკვე მტრად ვექეცით ყველა ერთმანეთს და ეს ძალიან არ მომწონს. საქართველოს ერთი მტერი ჰყავს და ის არის მრავალსაუკუნოვანი მტერი - რუსეთი“, - განაცხადა პარლამენტის უფრაქციო წევრმა, თამარ ჩარკვიანმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ.

image

თამარ ჩარკვიანმა თხოვნით მიმართა პრეემიერ-მინისტრს. გადაყვანილი იქნეს მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება რეალური ნაბიჯი დასავლეთისკენ.

"როგორც თქვით, თქვენ ევროპარლამენტარებმა გითხრეს, სააკაშვილი ჩვენიაო. შეიძლება ძალიან არაპოპულარული იყოს, მაგრამ მე დღეს მოვედი თხოვნით. მე განზრახ არ მოვითხოვე თქვენთან შეხვედრა, რომ ჩემი თავი არ ჩამეგდო უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ამას ხშირად არასწორი და სუბიექტური პოლიტიკური განხილვა მოჰყვება ხოლმე. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადოთ ყველაფერი, ერთად შეიკრიბოთ მთელი გუნდი. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება ეს იყოს არაპოპულარული, მაგრამ ეს იქნება დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა გულწრფელობითაც ამას ვამბობ, ამის მტკიცება არ მჭირდება“, - მიმართა თამარ ჩარკვიანმა ირაკლი ღარიბაშვილს.

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0