x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თუ ვერ გამოიძინე - 5 საუკეთესო პროდუქტი გამოსაფხიზლებლად
image

სწორი და გემრიელი საუზმე წარმატებული დღის საფუძველია. ზოგიერთი საკვები სხვებზე უკეთესად ავსებს ორგანიზმს ენერგიით. დილიდანვე სწორედ მათ უნდა მიენიჭოთ უპირატესობა.


თუ დილით გაღვიძება ძალიან გიჭირთ, აუცილებელი არაა ლიტრა ყავა ჩაისხათ. რა თქმა უნდა, ცხელი სასმელი გაფხიზლებთ და სამუშაო განწყობასაც გიქმნით. მაგრამ ეს საკმარისი არააა.აუცილებელია სხვა საკვები ნივთიერებები, რომლებიც ენერგიით გვავსებს და თან უფრო უკეთესი და უსაფრთხოა, ვიდრე კოფეინი.



ციტრუსები



ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი და სხვა სახის ციტრუსები შეიცავს C ვიტამინის შოკურ დოზას, რომელიც ააქტიურებს ორგანიზმს. მთავარია, მიირთვათ ისინი ბუნებრივი სახით. ახლად გამოწურული წვენი, საუკეთესოაა - მაგრამ მასში მეტი შაქარია.


შავი შოკოლადი


კაკაოს მაღალი შემცველობის შოკოლადი (მინიმუმ 50-70%) ორგანიზმს ამარაგებს კალიუმით, მაგნიუმით, თუთიით და სხვა მინერალებით. გარდა ამისა, კაკაო შეიცავს თეობრომინს, ნივთიერებას ალკალოიდების ჯგუფიდან, რომელიც ააქტიურებს ნერვულ სისტემას და ხსნის ძილიანობის შეგრძნებას.


ბანანი


ვიტამინებთან და ბოჭკოს მაღალ შემცველობასთან ერთად, ბანანი მდიდარია კალიუმით. ეს მიკროელემენტი ხელს უწყობს მთელი ირგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებას და მატებს ენერგიას დღის განმავლობაში.



სანელებლები


დარიჩინი, ჯანჯაფილი, წიწაკა და სხვა სანელებლები აჩქარებს მეტაბოლიზმს და უზრუნველყოფს ენერგიის მოზღვავებას. ზოგიერთი მათგანი შეიძლება დილით მიირთვათ, ზოგიც კი ყავაში ან ჩაიში დაამატოთ.


კვერცხი


კვერცხი საუზმის ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ვარიანტად ითვლება ყველა სახის ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი შემადგენლობის გამო. გარდა ამისა, კვერცხი შეიცავს სხვადასხვა ამინომჟავებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბედნიერების ჰორმონის - სეროტონინის ჯანსაღ გამომუშავებაზე

3
73
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
73
  
2023, 21 მარტი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მარტი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მარტი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3