x
image
თუთიკო ბერძენა
სხვადასხვა მიმართულებით გვევლოს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამინ
მერაბ კოსტავა - რუსეთის ბოროტების იმპერია აუცილებლად უნდა დაინგრეს. მისი სიცოცხლეც ამ იმპერიის კლანჭებიდან სამშობლოს დახსნისათვის ბრძოლამ შესწირა.
image
კართაგენი უნდა დაინგრეს - სენატის ყოველ სხდომაზე ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა სენატორი კატონ უფროსი.
მსოფლიო ისტორიაში თითქმის ყველა იმპერია დაინგრა და გაქრა, აღარაა ძველი ეგვიპტის, საბერძნეთის იმპერიები, რომის იმპერია, მონღოლთა იმპერია, ბიზანტიის იმპერია, და აუცილებლად და მალე დაინგრევა იმპერიათა შორის უსაშინლესი და უბოროტესი რუსეთის იმპერია - ამბობდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები 1989 წელს მიტინგებზე,
მალე ეს ასეც იქნება...
1989 წლის 18 მარტს აფხაზეთიდან თბილისში ჩასულ დელეგაციას აკაკი ბაქრაძე შეხვდა, რომელიც წინა დღით რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს . შეხვედრაზე თენგიზ წულაიამ ბაქრაძეს ასეთი კითხვა დაუსვა:
- ბატონო აკაკი, დღევანდელი რუსეთის იმპერია მაგონებს გადაბერებულ, დაუძლურებულ უზარმაზარ სპილოს, რომელიც სადაცაა წაიქცევა და ჩვენც ქვეშ მოგვიყოლებს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებო?.
- პირველ ნაწილში გეთანხმებით, შედარება მომეწონა - გადაბერებული, მიხრწნილი სპილო სადაცაა წაიქცევა, მაგრამ ჩვენ გავასწრებთ და ქვეშ ვერ მოგვიყოლიებს, უპასუხა აკაკი ბაქრაძემ თავდაჯერებული ოპტიმიზმით.
საქართველოს მთელი თავისი არსებობის მანძილზე უდიდეს იმპერიებთან უხდებოდა ბრძოლა გადარჩენისთვის. დღესაც ასეა. ყველა იმპერიამ თავისი წილი ჭრილობები დაუტოვა. ერის მცირერიცხოვნებაც ამ მუდმივი ბრძოლების ლოგიკური შედეგია. მეზობელი თუ შორებელი იმპერიები ცდილობდნენ, ჩვენს შევიწროებას და ერთისგან დროებით თავდახსნილი, ამოსუნთქვას ვეღარ ვასწრებდით, მეორე იწევდა ჩვენკენ.
სწორედ ასეთმა ხახადაღებულობამ იმპერიებისა დააყენა ერეკლე მეორე დილემის წინაშე დააყენა. ორი დიდი იმპერიის - სპარსეთის და ოსმალეთის საქართველოზე სრულად გაბატონებისთვის ბრძოლაში ახალი, მზარდი, საშიში, ჯერ კარგად შეუცნობელი მესამე დიდი და მძლავრი რუსეთის იმპერია ჩაერია. ერეკლემ მიიღო საბედისწერო, იძულებითი და გადამრჩენი გადაწყვეტილება - აირჩია რუსეთის ქვეშევრდომობა, რასაც სახელმწიფოებრიობის გაუქმება და რუსეთთან იძულებით შეერთება მოჰყვა.
ბარათაშვილის „ბედი ქართლისას" მთავარ პოლიტიკურ საკითხთად სწორედ ეს დილემაა გამოკვეთილი. ერეკლე მეფისა და სოლომონ ლეონიძის დიალოგი მე-18 საუკუნის დასასრულის ქართული საზოგადოებრივი აზრის ორ მთავარ მიმდინარეობას ასახავს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხში.

ვის მხარეზეა ტატო ამ ეროვნული საკითხის გადაწყვეტის დროს?
საკამათოა. შეიძლება იფიქრო, რომ პოეტი ერეკლეს პოლიტიკას უჭერს მხარს,
თუმცა ასევე შეიძლება იფიქრო, რომ პოეტის პოზიცია სოლომონ ლეონიძის პოზიციასთან უფრო ახლოა...
ბარათაშვილი თანაბარი სიმპათიით გვიხატავს ერეკლე მეორეს და სოლომონ ლეონიძეს – ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანებს, იგი არ იჩენს მიკერძოებას არცერთის მიმართ.
საწინააღმდეგო პოლიტიკური მიმართულების გადმოცემისას თანაბარი სიმპათიით გამოხატვა სინამდვილის არატენდენციურ, ობიექტურ გადმოცემას ნიშნავს და არა მთხრობელის გაორებას.
ამასთან ბარათაშვილი ეროვნული თავისუფლების იდეის თავდადებული მომხრეა. იგი სოლომონ ლეონიძის გრძნობებს დიდი თანაგრძნობით გვაწვდის. თუმცა კი, ლექსში ¨ საფლავი მეფის ირაკლისა¨ . პოეტი მიმართავს მეფის აჩრდილს: „აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი, და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ ძენნი შენნი“. ტატო, რა თქმა უნდა, ადამიანია, მერე რა, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი განმოჩენილი წინაპრების გაღნმერტება-გაკერპება. ბუმბერაზი პოეტია, მაგრამ - ადამიანი და არა ანგელოზი, ჩადამიანის ფსიქოლოგია კი ისეა მოწყობილი, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს, ეს ერთგვარი თვითგადარჩენის ინსტიქტია და სოლომონ ბრძენის სიბრძნის გატავისებაც " შეცვალო ის, რისი შეცვლაც შეგიძლია და შეეგუო იმას, რასაც ვერ შეცვლი, ამასთან განასხვავო ერთი მეორისგან. ადამიანი კონფორმისტული არსებაა სწორედ მისი თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე. განა ერეკლე მეფის გადაწყვეტილების გაკრიტიკება ნაყოფს გამოიღებდა უფრო ტკბილს იმ კონკრეტიულ ეპოქაში?
დღეს თითქოს ყველაფერი ხელისგულზე გვაქვს, თითქოს ყველაფერი ზედაპირზეა და თითქოს უფრო იოლი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღება. თან ახლა ეს გადაწყვეტილება ხომ ერთ კაცზე არაა თითქოს დამოკიდებული - ახლა მთელ ერს შეუძლია საღად იაზროვნოს და განსაჯოს. ახლა ყველანაირი ინფორმაცია, ყველა პლუსი და მინუსი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მოგვეწოდება ყველას. ამდენი ისტორიული გამოცდილება დაგვიგროვდა „ჩვენ ხომ ახლა პითაგორაზე დიდი ვართ, რადგან ვიცით ყველაფერი, რაც იცოდა პითაგორამ და გარდა ამისა, ნიუტონის, დარვინის, კოპერნიკის და ომის კანონები და კიდევ ათასი სხვა რამ“ / კ/ფ "ღიმილის ბიჭებიდან"/.
იყო 1918-1921 წლები, მერე საბჭოთა იმპერიაში ძალადობით 70-წლიანი ტანჯვა-წამება, ეროვნული მოძრაობა და 1990 წელი - დამოუკიდებლობის გამოცხადება, შეიარაღებული პუტჩით ხელისუფლების დამხობა.
თითქოს ამდენის გადატანის შემდეგ ერის მეხსიერებას უნდა შემორცენოდა მწარე გაკვეთილები ახლო წარსულიდან და ერთი და იგივე შეცდომები აღარ გაგვემეორებინა. თუმცა იმ 70-წლიანი ტანჯვა-ვაების შემდეგ ხელახლა აღმოვჩნდით იმავე ცილის დასაწყისში. საზოგადოების ნაწილი ისევე თავისუფლად და ბედნიერად გრძნობს თავს, როგორც 1921-ის შემდეგ მტერს შემოძღოილი ვაიქართველები.
რუსეთის იმპერიამ მთავარ სამხედრო ბლოკს ომი გამოუცხადა. ჩვენზე ხელი არ აუღია.
სიტყვა „იმპერია“ იმთავითვე ბოროტებასთან ასოცირდება და სიტყვა „ფაშიზმისგან“ შედეგებით ბევრით არაფრით განსხვავდება.
რუსეთის იმპერიისგან ძალადობის შემდეგ მიერთებული ერების წარმომადგენლებს სრულყოფილ ადამიანებად არც მიიჩნევდნენ. ძაღლის ენაზე საუბრობენო - ჩვენზე ამბობდნენ. პირველი სკოლები რომ გაიხსნა - რუსულ ენაზე იყო სწავლება. პირველ ქართულ თეატრში, როცა სცენაზე ქართული დროშა გამოიტანეს და ხალხს თვალზე ცრებლები მოადგა - ეს თქვენი დროშა ცირკში გამოფინეთო, დამპყრობელმა და რომელი ერთი დამამცირებელი ეპიზოდი. შედეგად საზოგადოების მაღალმა ფენამ ქართულად საუბარიც კი შეწყვიტა და ქართული ენა თავად გამოაცხადა ნაწილმა მდაბიო ენად. ხოლო დამპყრობელი ერი - განმანათლებლად..
ხალხის მეხსიერება ხანმოკლეაო, ამბობენ პოლიტიკოსები და ამით იკმედებენ თავს, როცა საშინელებებს სჩადიან, ალბათ მართლაც ხანმოკლეა, მაგრამ არა ყველასი....image
8
31
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
31
  
რაც შეეხება "ინდიელებს",გამოკეტილი ყავთ რეზერვუარებში ზოოპარკის ცხოველებივით და დედა აღარ ყავთ. ეს ხალხი გვასწავლის ადამიანების უფლებების დაცვას,ჰუმანურობას და ა.შ. და არც სცხვენიათ. რუსთაველის,სულხან-საბას და გურამიშვილის ქვეყანას გვასწავლის ადამიანობას,სიყვარულს და ტოლერანტობას. ბარემ ევროპაზეც ვიტყვი,იმდენი კოლონია ქონდათ ევროპულ სახელმწიფოებს,მთელი აფრიკა მათი იყო და იქედან ჩამოყავდათ შავკანიანი ხალხი,გალიაშვი სვავდნენ და როგორც ზოოპარკში დაყავთ ცხოველების სანახავად ბავშვები,ისე დაყავდათ ამ ხალხის სანახავად. ესეთი წარსულის ხალხი ამუნათებდა უნგრეთს სულ ცოტა ხნის წინა,რატომ არ იჩოქებთ შავკანიანების მიმართო. ასეთი ცივილიზაციის მატარებელია ევროპა,იმას აღარ ვამბობ რო გაუკუღმართებული ხალხია,ვერ გაუგიათ დედას მამა დაუძახონ თუ მამას დედა. აქვე უნდა ითქვას,რაღაცეების გადმოღება შეგვიძლია,აქვთ სწორი რაღაცეები. მაგალითისთვის,ამერიკიდან საკუთრების უფლების წესს და იარაღის ფლობის ლეგალიზებას გადმოვიღებდი. სხვა დანარჩენი პირადპირ ვიტყვი რო უინტერესოა,რადგან ქართველებს ყველა ევროპულ სახელმწიფოს ადრე გვქონდა სახელმწიფო მოწყობა და წესები,ამერიკაზე საუბარიც ზედმეტია. როცა ფარნავაზი ამბანს ქმნიდა,რიგი ევროპელები თავის მოსაქმებულს ჭამდნენ. საკუთარი ისტორიის დავიწყება ერის დეგრადაციაზე მიანიშნებს და სწორედ ეს პროცესი მიდის ეხლა.
სრული სიმართლეა,როცა ამბობ რო რუსეთმა გადაარჩინა ქართველი ერი განადგურებას,ასევე სწორი მიგნება იყო მონების თემის წამოწევა. სულს ვღაფავდით და ერთმანეთის დაჭმით იყო ქვეყანა დაკავებული. ამიტომაც სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება იყო რუსეთთან კავშირის დამყარება და ამის დადებითი ნიშნები ჩვენ ვნახეთ,1918-21 როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა,როგორც ერთიანმა ქვეყანა და მერე 1991 წელს. სანამ დასავლეთზე ლოცვა არ დაიწყეს და სტრატეგიული მნიშვნელობის შეცდომები არ დაუშვეს,მანამდე არავის ადარდებდა საქართველო. რა გონიათ,რუსეთი თავის მთავარ მტერმეტოქეს ასე ადვილად შემოუშვებდა? რატომ ფიქრობდნენ ასე? ამიტომაც აგვიმხედრა სეპარატისტები და ამიტომაც აამუშავა აგენტურა. ეხლა რო რუსეთის ოდენა ძალა გქონდეს და მე ვიყო ქვეყნის მართველი,უპირველესად თურქეთს დავარტყავდი ტაო-კლარჯეთის გამო,მერე აზერბაიჯანს ჰერეთის გამო და სომხებსაც დავაბრუნებინებდი ჩვენს მიწებს,ამის მერე რუსეთსაც მივფარჩხავდი და დავიბრუნებდი იმ ჩვენ მიწებს. რა უკვირთ,როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გაუგებარია,როცა ისტორიას ჩახედავ და იქ ნახავ უამრავ ომს ყირიმისთვის ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროიდან. ყირიმი აღიარებულად რუსეთის არის,ბრძოლით დაიმსახურა. თან 1991 წელს უკრაინამ დაითრია ეგ მიწა და სანამ დასავლეთს არ დაუწყო ლოკვა,რუსეთმა არაფერი გააკეთა,ხოლო მერე თავისას იცავს და უნდა. აბა,ამათსავით უთავმოყვარო ხო არ იქნება,დავიწყებული რო გვაქვს ჩვენი ისტორიული მიწები. თან საბჭოთა რუსეთმა აგვართვაო,ხოდა იმან წაგვართვა,მარა თურქეთმა,სომხეთმა ან აზერბაიჯანმა რატო არ დაგვიბრუნა? რა არ იციან რო ჩვენია?
2023, 6 მარტი, 20:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
და ბოლოს,არ შემიძლია არ დავწერო ერთ ამბავზე,რაც ასევე მნიშვნელოვანია ყველასთვის და შენთვისაც. საერთაშრისო ურთიერთობებში არ არსებობს მუდმივი მოყვარე ან მტერი,არ არსებობს არანაირი მოძმე ერები,არსებობს საერთო და საპირისპირო ინტერესები. ოდითგანვე თურქეთი ჩვენი მტერი იყო,ხოლო ეხლა მას მოკავშირეს ვეძახით,რადგან ენერგო დერეფანი ერთად გაგვყავს. 137 წელი იბრძოლეს საფრანგეთმა და ინგლისმა,მაგრამ დღეს მოკავშირენი არიან. იცი,ვინ შეიფარა და დაეხმარა საფრანგეთიდან გაქცეულ დეგოლს? ბრიტანელები და ჩერჩილი. არავინ იცის,რა იქნება ხვალ და თუ საჭირო იქნება რუსეთთანაც უნდა დაიჭირო ურთიერთობა და მარსიანელებთანაც. ჩვენი ინტერესი არის მშვიდობის შენარჩუნება,ნეიტრალური პოზიცია აზერბაიჯან სომხეთის კონფლიქტში და ჩვენი მიწების მშვიდობიანად დაბრუნება. ამისათვის მნიშვნელოვანია,რომ რუსეთთან მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება და საპირისპიროდ,თავდაცვის უნარიანობის გაზრდა. დარწმუნებული იყავი,რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა და ნატოში შესვლა არ არის არარეალური. მთავარია,რომ რუსეთმა იცოდეს,რომ შენგან საფრთხე არ დაემუქრება და აქ არ განალაგებ ისეთ რაკეტებს,რაც მის უსაფრთხოებას დაარტყავს. საქმე ის არის,რომ ნატოში ღია კონფლიქტებით არ მიგვიღებენ,რადგან საფრთხე იქნება ნატო რუსეთის კონფლიქტის. რა დაგრჩა,ჩემი ნახსენები რუსეთთან სიტუაციის დალაგება,მშვიდობიანი მოგვარება კონფლიქტების და თავდაცვის გაძლიერება. თავდაცვის გაძლიერებას ფული უნდა,ფულს ძლიერი ეკონომიკა,ძლიერ ეკონომიკას სტაბილურობა და სატილურობა ენჯეოების ვირეშმაკობის პარალელურად არ გამოვა.
რაც შეეხება იმას,რატომც ეს სტატია გამოაცხე და თითქოს ვიღაცა რაიმეს ისეთს აკეთებს,რომ დამოუკიდებლობას ან კონსტიტუციას უქმნის საფრთხეს. აგენტების კანონპროექტი არის საჭირო ბევრი მიმართულებით და ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ეგეც რო არ იყოს,ეს არის ტესტი რეალურ დამოუკიდებლობას და ფიქტიურს შორის. საკითხი ასე დგას,მიიღებენ კანონს და დამოუკიდებლობის განცდა გაჩნდება,თუ არა და... შენ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდე,ვიღაც სუბიექტი საიდან ფინანსდება,რა არის მისია და მიზნები. გაქვს ინფორმაცია ე.ი. შენ შეგიძლია სწორი არჩევანის გაკეთება. ის ხალხი,რომელბიც ხმის ჩახლეჩვამდე ყვირიან,არიან სხვისი ინტერესების გამტარებლები და ისინი აგენტები არიან სწორედ. არც ისეა საქმე როგოროდაც ყვებიან და პანიკობენ,სულ ელემენტარულია და ის არგუმენტები არის ტყუილი. ამბობენ,რომ ევროკავშირში და ნატოში აღარ მიგვიღებენო,რაც ტყუილია და პრობლემას არ ქმნის. წეღან ტყუილად არ მიხსენებია ტვინის გაქანება,თუ ადამიანმა იცის კონსტიტუცია და ერკვევე ელემენტარულ საკითხებში,მაშინ ეს პრობლემა არ არის. საქართველოს კონსტიტუცია უმთავრესი კანონი,რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ძირითად წესებს და მიმართულებას,ყველა კანონი და ნორმატიული აქტი უნდა გამომდინარეობდეს მისგან. კონსტიტუციაში წერია,რომ საქართველოს მიზანი არის ევროინტეგრაცია და თუ მართლა პრობლემა არის ეს კანონი,მაშინ მარტივია მისი გაუქმება.საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტან სარჩელს და გააუქმებ ყველა ანტიკონტიტუციურ კანონს. ამიტომ იმ ენჯეოებს ან ვაიპოლიტიკოსებს ის კი არ ადარდებთ,შენ ევროკავშირის მოქალაქე გახდები თუ არა,თავისი ჯიბე და ფინანსები. ამიტომ ჩემო თუთიკო,ნიცშეს კითხვას თავს დავანებებდი და გავეცნობოდი,საქართველოს კონსტიტუციას და ელემენტარულ იურიდიულ საკითხებს.
ეხლა ბარათაშვილზეც გეტყვი,ეგ ის ნიკოლოზი არ არის ქალის გამო მთელი ცხოვრება ტირილში რო გაატარა? ახლა გამახსენდა,ეგ არის და ეგ ტიპი აკრიტიკებს შეფარვით ერეკლეს,იცი რატომ? იმიტომ რო თვითონ მტირალა იყო და უ**კო,ხოდა ვიღაცისთვის ხო უნდა დაებრალებინა,ადგა და ერეკლეს შეტენა თავისი უუნარობა. თან საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გაერთიანდა და ესეც ერეკლეს სწორ მიგნებაზე მიგვანიშნებს.

ახლა კურსზეც ვთქვათ,არასოდეს მიფიქრია იმაზე,რომ საქართველომ კურისი ან იქეთ ან აქეთ უნდა აიღოს. საქართველოს კურსი უნდა იყოს ის,რაც ოდითგანვე იყო. დამოუკიდებლობა და თავისუფლება,მუდმივი ბრძოლა და შრომა,არა დასავლეთით ან ჩრდილოეთით ყურება,თავის ჩაღუნვა და შრომა. პრობლემა რუსეთი არასოდეს ყოფილა და არც იქნება,არც ოსმალო იყო პრობლემა და არც ირანი,არც სხვები. ჩვენი პრობლემა არის ჩვენივე თავი,პირადი ინტერესის წინ დაყენება და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებანი. არ მითხრა,რომ რუსების ბრალია ის,რომ ქართლელების აღმა ხნული კახელებმა დაღმა ფარცხეს,რა შუაშია აქ რუსეთი? რუსეთმა უთხრა თავადებს,დედებს ბავშვები მოსტაცე და სტამბოლის ბაზარზე გაყიდეთო? ამის მიხვედრას ტვინი უნდა თუთიკო,მაგრამ ეგ ტვინი სად არის? გაიხედე ან გამოიხედე,სადმე ხედავ გონიერ და ტვინიან ადამიანს? ხოდა ესეც შენი მთავარი პრობლემა
ახლა ისიც განვიხილოთ,შეასრულა თუ არა რუსეთმა ტრაქტატის პირობები,ნაწილი შესრულდა და ნაწილი არა. რუსეთის ჯარი არ იდგა ქართლ-კახეთში და ეს არ შესრულდა. სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმება შესრულდა,აპირებდა ეკატერინე შესრულებას. კრწანისი ბრძოლა იყო 1795 10-11 სექტემბერს,ხოლო რუსეთის ჯარი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო უკევ 1796 იანვარ-თებერვალში. მოგეხსენებათ,მაშინ ჭირდა კომუნიკაცია და გადადგილება,ამიტომ დაგვიანდა,მაგრამ რუსეთი ნადვილად აპირებდა დახმარებას,უფრო სწორად თავისი ინტერესის და ძალის გაძლიერებას კავკასიაში. შემდეგ ესეთი რამე მოხდა,ეკატერინემ წერილი წაიღო და გაღმა გავიდა,ახალმა მართველმა დაგვიკიდა და მიგვატოვა. ეს ცუდია რაღა თქმა უნდა,მაგრამ ეს ასე ხდება ხშირად. მოდით გადმოვიტანოთ უახელს ისტორიაში და გავიხსენოთ,რა ქნა ამერიკამ სულ ახლახან. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ავებოდა რუსეთს და მის დასანქცირებას ითხოვდა,თავს დავდებ და მათი წაქეზებით დაიწყო ომი გიჟუა მიშამ. რა მოხდა მერე,როცა ობამა მოვიდა ადმინისტრაციაში,რუსეთთან დათბობის პოლიტიკა წავიდა და ნორმალიზაცია პროცესების,ხოლო საქართველოს ინტერესი იქნა დაკიდებული. ამიტომ ჩემო თუთიკო,არ არსებობს ქვეყანა,რომელიც შენს გასაკეთებელს გააკეთებს და დაიკიდებს თავის ინტერესს. ასე იყო რუსეთიც და ასე იყო ამერიკაც. რისი თქმა მინდა,ერეკლეს რაიმე სახით დადანაშაულება არის მავნებლობა,რადგან ერეკლეს პერიოდში ქართლ-კახეთი იყო დამოუკიდებელი სუბიექტი,მის რეგალიას აღიარებდა რუსეთის იმპერატორი. ასე იყო ერეკლეს მერეც 3 წელი და ის,რომ რუსებმა მიგვიერთა,ერეკლეს კი არ უნდა აბრალოთ,სხვა მიზეზები უნდა იქნას ნაპოვნი. იცი რისი ბრალი იყო,ეხლა უყურებ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს,რამდენი ვიღაც დაბოდიალობს და რევს სიტუაციას.ეგეთების მოგერიება უწევდა ერეკლეს მთელი მეფობის პერიოდში,პრივილეგირებულ ჯგუფებს არ მოსწონდათ ერეკლე,რადგან მათ თავისუფლად გულავის საშუალება აუკრძალა. ეს თავისუფლად გულავში იგულისხმება ტყვეთა სყიდვა და სხვა საქმენი. ეს ხალხი იყო მთავარი დასაყრდენი ოსმალოსიც,ირანისაც და რუსეთისაც. ამ ხალხმა მოუკლეს ყველაზე გამორჩეული და ამეფოდ გამზადებული შვილი ლევანი,ვინც მორიგე ჯარს ედგა სათავეში და რომლის სიკვდილის მერე შეცვალა სამემ
საინტერესოა,მაგრამ რაღაც დეტალები არის დამახინჯებული და ჩასასწრებელია.პირველი ის,რომ ერეკლე II იყო ქართლ-კახეთის და არა საქართველოს მეფე.1466 წლიდან საქართველო იყო დაყოფილი სამეფო სამთავროებად და საცხეს საათაბაგოდ. შესაბამისად,ერეკლეს დააბრალო საქართველოს მიერთება რუსეთთან ან მთლიანი ქვეყნის კურსის შეცვლა არის დიდი ტყუილი. რაც შეეხება იმას,რომ ერეკლემ არ იცოდა რუსეთის შესახებ ან მისი ზრახვების შესახებ,ესეც არის დიდი ტყუილი. შენ იცოდი თუთიკო და ლევანა ბერძენიშვილმა,ხოლო ერეკლემ არა. ერეკლეს მიზანი იყო ქრისტიანი მოკავშირის მოძიება და სანამ რუსეთთან ტრაქტატს შეათანხმებდა,ევროპაში ყავდა ელჩები გაგზავნილი და დახმარება ვერ მიიღო. ამიტომაც სხვა გზა აღარ იყო,ერთმორწმუნე რუსეთთან შევიდა კავშირში და სწორი გათვლაც იყო. დღეს ხელაღებით რო საუბრობენ სარწმუნოებაზე,სწორედ სარწმუნეობა გახდა ძირითადი დასაყრდენი ჩვენი თავისუფლების. ვიცი,რომ კითხვა გიყვარს და გადაიკითხე,რაც აკეთებდნენ სასულიერო პირები(შემდგომში კათოლიკოსები) და ილია ჭავჭავაძე შეთანხმებულად,რა გავლენა იქონიეს ავტოკეფალიის და შემდგომში დამოიკიდებლობის აღდგენაში.
0 1 8