x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ლიმონეს სამედიცინო სასწაული - წაიკითხეთ, რა აღმოაჩინეს იტალიელმა ექიმებმა!

ფენომენს, რომლის თაობაზე ამ სტატიაში გვექნება საუბარი, მედიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლიმონეს სამედიცინო სასწაულს უწოდებენ. მართლაც სასწაული იყო, რაც იტალიელმა ექიმებმა გასული საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს.


მაგრამ მოდით, შესაბამისი თანმიმდევრობით მივყვეთ ყველა ფაქტს:


1974 წლის ერთ არცთუ ისე მშვენიერ დღეს მილანის ერთ-ერთ კლინიკაში სარკინიგზო კონდუქტორი, ვალერიო დანოლი მუცლის მწვავე ტკივილებით გადაიყვანეს. ექიმებმა მას სხვა გამოკვლევებთან ერთად სისხლის ანალიზებიც ჩაუტარეს და რომ იტყვიან, თვალებს არ დაუჯერეს: მამაკაცს ქოლესტერინის იმდენად მაღალი დონე ჰქონდა, რომ ის ცოცხალი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონდუქტორი არათუ ცოცხალი იყო, არამედ გასაოცრად ჯანსაღი გულითაც გამოირჩეოდა.


უჩვეულო პაციენტის შესახებ იტალიის სამედიცინო სამყაროს მითქმა-მოთქმა სწრაფად მოედო. ადამიანი, რომელიც ქოლესტერინის კატასტროფული დონის გამო ცოცხალი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, თითქმის საღსალამათი და უვნებელი იყო და მხოლოდ მუცლის ტკივილს უჩიოდა, რაც სპეციალისტებმა სწრაფად აღმოფხვრეს.



მაშ რა ხდებოდა? რასთან გვქონდა საქმე? როგორც ჩანდა, ვალერიო დანოლის რაღაც უჩვეულო იცავდა, მაგრამ სახელდობრ რა?


როგორც მოგვიანებით სამეცნიერო კვლევებით გაირკვა, რკინიგზის კონდუქტორის ორგანიზმი გამოიმუშავებდა უჩვეულო ცილას, რომელსაც მეცნიერებმა Apoprotein-A1-Milano უწოდეს. სწორედ ეს ცილა უშლიდა ხელს სისხლძარღვების ჩაკეტვას.


აღნიშნული ცილა მოგვიანებით სოფელ ლიმონეს ყველა მცხოვრების ორგანიზმში იპოვეს. ლიმონე, რომელიც საუკუნეების მანძილზე გარესამყაროსგან მოწყვეტილად ვითარდებოდა, მისი 660 მცხოვრებით (რომელთაგან თითოეული ერთმანეთის ნათესავია) სრულიად უნიკალური მოვლენა აღმოჩნდა მთელ მსოფლიოში: გენეტიკური მუტაციის გზით მის ყველა მცხოვრებს გაუჩნდა ინფარქტის მიმართ გასაოცარი მედეგობა; ლიმონეს არცერთ მცხოვრებს ინფარქტი არასოდეს არ დამართნია.


მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ Apoprotein-A1-Milano თავდაპირველად აღმოუცენდა წყვილს, რომელმაც 1752 წელს დაიწერა ჯვარი. დღეს ლიმონეს ყველა მოსახლე მათი შთამომავლები გახლავან.


როგორც ამერიკელმა კარდიოლოგმა სტევენ ნისენმა დაადგინა, ცილა ექვსი კვირის განმავლობაში სისხლში ქოლესტერინის დონეს 30 %-მდე ამცირებს. მეცნიერებმა ამ ცილის ბაზაზე ეფექტური პრეპარატი დაამზადეს ქოლესტერინის წინააღმდეგ, მაგრამ ერთია პრეპარატი და მეორე - ბუნებრივად სისხლში ინფარქტისგან დამცავი საშუალების ქონა. ეს უკანასკნელი ბევრად უფრო ეფექტურია, რადგან სიცოცხლეს უნარჩუნებს ადამიანებს ისე, რომ მათ ამაზე ბევრი ფიქრი არც სჭირდებათ და რომლებიც ამას იღებენ როგორც ბუნებრივ მოცემულობას.


ასეთი გასაოცარია ბუნება. ის მუდმივად ქმნის სხვადასხვა მუტაციებს, რომელთაგან ზოგი საზიანოა, ზოგი კი სასარგებლო, ჩვენ კი ბუნების უზარმაზარ ლაბორატორიაში მყოფი ცოცხალი არსებები ვართ, რომლებზეც სრულიად გაუცნობიერებლად უსასრულო ევოლუციური ექსპერიმენტი ხორციელდება.


ლიმონე

2
394
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
394
  
2023, 3 მარტი, 22:26
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 2 მარტი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2