x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
დუმილი – ყველაზე დიდი იარაღია... როგორ გგონიათ რისთვის?

image


ვისაც გაჩუმება შეუძლია, ის ყველაზე დიდი სიბრძნის მფლობელია. გონება ყოველთვის ცდილობს ჩვენში ემოციების გამოწვევას. ამის გამო, ხშირად ვამბობთ იმას, რასაც მშვიდ მდგომარეობაში, არ ვიტყოდით. შემდეგ კი, ნათქვამის გამო, ვნანობთ. მაგრამ, როგორც ამბობენ, "სიტყვა ჩიტი არ არის — თუ გამოუშვი, ვეღარ დაიჭერ". დუმილი — ყველაზე ძლიერი იარაღია სისულელის წინააღმდეგ საბრძოლველად...
ქვემოთ მოცემულია პატარა იგავი, იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაჩუმების უნარი.


***


— მოხუცო, მომეცი სავარჯიშო – მიმართა ახალგაზრდა კაცმა ბრძენს.
— გაჩუმდი.
— ვერ გავიგე?
— სავარჯიშო ეგ არის. გაჩუმდი. 1 დღე-ღამის მანძილზე, ხმა არ ამოიღო.
— გაჩუმება, რთული არ არის.
— აბა სცადე. როდესაც მე ვცადე, ნახევარი საათის შემდეგ ლაპარაკი დავიწყე, მერე გამახსენდა, ხმა რომ არ უნდა ამომეღო და პირზე ხელები მივიფარე. და ასე გრძელდებოდა... ხოლო შემდეგ, დადგა მომენტი, როდესაც ლაპარაკი მინდოდა, მინდოდა ოპონირება, პასუხის გაცემა, მაგრამ დუმილი უნდა შემენარჩუნებინა. შემდეგ მივხვდი, რომ ხშირ შემთხვევაში, ლაპარაკი საჭირო არ იყო... და დუმილს, სიმშვიდეც კი მოჰქონდა ჩემთვის: ნაკლები კამათი, ჩხუბი, კონფლიქტი. შემდეგ, თანდათანობით, მივეჩვიე... დუმილი — ასკეტიზმია და ის ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. ის ადამიანს მოთმინების უნარს უვითარებს...

და კიდევ, როგორც ამბობენ, " სიტყვა ვერცხლია, დუმილი ოქრო!"


image

არხის სხვა სიახლეები:


* ერთი მუმია და 8 სარკოფაგი, "მარადიული სიცოცხლისთვის"

* "როდესაც უძაღლო ქვეყანაში, კატებს აყეფებენ!"...

* ის ავიაკატასტროფას გადაურჩა და 9 დღე ჯუნგლებში სრულიად მარტომ გაატარა

* გვირაბები ოკეანის ფსკერზე და "ატლანტების" მიწისქვეშა ცივილიზაცია

* 15 საინტერესო ფაქტი ყველის შესახებ, რომლის გაგების შემდეგ, უფრო მეტად დააფასებთ ამ პროდუქტს

* რატომ არ შეიძლება ყავის უზმოზე დალევა და რატომ არის ჩაი უფრო ეფექტური გამოსაფხიზლებელი

* ბატი Nike-ის ბოტასებში და მისი მკვლელის პოვნისთვის დაწესებული უპრეცედენტო ჯილდო



0
262
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0