x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
10 მარტივი წესი იმისათვის, რომ იყოთ უფრო ბედნიერი და პოზიტიური
კვლევამ, " ბედნიერების დადებითი გავლენა ჯანმრთელობაზე", აჩვენა, რომ ცხოვრების წესი და პერსონალური ურთიერთობები დაკავშირებულია პირდაპირ კარიერულ წარმატებასთან. ბედნიერ ხალხს შეუძლიათ უკეთ იზრუნონ თავიანთ თავზე, ჩვევებსა და ფიქრებზე.

ექსპერტების რჩევით, წარმოგიდგენთ 10 წესს, რათა თქვენი ხვალინდელი დღე უფრო ნათელი იყოს.


happy-woman-enjoying-little-things Photo Credit: Bảo-Quân Nguyễn on Unsplash

1. იმოძრავეთ

დილა აუცილებლად უნდა დაიწყოთ ვარჯიშით. " რეგულარული ვარჯიში, არ აქვს მნიშვნელობა ირბენთ, სავარჯიშო დარბაზში წახვალთ თუ ბავშვებთან ერთად ითამაშებთ, თქვენს განწყობას ამაღლებს"- წერს შერი ტრექსლერი, რომელიც პერსონალური ტრენერია. ის ასევე აღნიშნავს, რომ უცილებლად მზის სინათლეზე უნდა ივარჯიშოთ, რადგან მზე განწყობაზე და თქვენს ძვლებზე ერთნაირად ზრუნავს, ხოლო ღამით მშვიდ ძილს განაპირობებს.




2. თავი შეიკავეთ ტკბილეულისგან საღამოს რვა საათის შემდეგ.


ტკბილეულის მიღება აფერხებს ძილის პროცესს.

ტკბილეულში არის ძალიან ბევრი შაქარი, ორგანიზმი კი, როცა უკვე დასვენებული უნდა იყოს და ძილისთვის მოემზადოს, ცდილობს მიღებული საკვები გადაამუშაოს, ამიტომ შეიძლება ძილის პროცესში გაგეღვიძოთ და ის 9 საათი, რომელიც აუცილებელია ენერგიის აღსადგენად, თქვენი ორგანიზი ფხიზლობდეს, ამიტომ არასრულყოფილი ძილი მეორე დღის უხასიათობის საწინდარია.



3. არ უყუროთ სიახლეებს ძილის წინ.

თითქმის შეუძლებელია, უყუროთ სიახლეებს ნეგატიური ამბების მოსმენის გარეშე. ეს ყველაფერი კი გიჩენთ დაუცველობის, შიშისა და უსამართლობის განცდას.

სენდი ვივერი, სპიკერი და ტრენერი წერს, რომ საერთოდ არ ვუყუროთ ახალ ამბებს, რადგან ერთი ნეგატიური ამბის მოსმენის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება ათი პოზიტიური ამბავი, იმ ერთი ნეგატივის განსამუხტავად.



ამიტომ, ნუ მისცემთ უფლებას უარყოფით ამბებს, აკონროლოს თქვენი განყწობა.


4. ყოველ პატარა გამარჯვებაზეც კი გაამახვილეთ ყურადღება

სანამ საწოლიდან ადგებით, იწექით და იფიქრეთ, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში საინტერესო და სასიამოვნო, გაიხსენეთ ასეთი მომენტები.

"ყურადღება მიაქციეთ ყოველ დადებით დეტალს, მაგალითად, იმასაც კი, რომ შეიძლება თქვენი გადასაფარებელი ძალიან რბილი და კომფორტულია, შეიძლება თქვენი ძაღლი თქვენს ფეხებთან წევს და სძინავს...", წერს ვივერი.

მოკლედ, რაც არ უნდა იპოვოთ დადებითი განწყობის შესაქმნელად, იმაზე გაამახვილეთ ყურადღება და მხოლოდ ამის შემდეგ ადექით.


5. დააფასეთ ყველა და ყველაფერი


შეიძლება რაღაც ან ვიღაც არ მოგწონთ, მაგრამ ეცადეთ, რომ მხოლოდ დადებითი მხრიდან უყუროთ საკითხს. დაიმახსოვრეთ, თქვენზეა დამოკიდებული თქვენი განწყობა, რაც უფრო მეტად დააფასებთ იმ მოცემულობას, რაც გაქვთ, უფრო ამაღლებული განწყობა გექნებათ.


6. შეაგროვეთ დადებითი ემოციები

ნუ მოგერიდებათ, თუ ვინმე ლამაზად გამოიყურება, უთხრათ კომპლიმენტი ანდა თუ დაინახეთ, რომ პატარა კარგად იქცევა და შექებას იმსახურებს, გაუზიარეთ მშობლებს თქვენი აზრი, მთავარია, დადებითი განწყობა გამოხატოთ, ნახავთ, დამღლელი დღის ბოლოსაც კი ეს დადებითი ემოციები თქვენს სულს როგორ განაწყობს.


7. წამოდგომისთანავე განსაზღვრეთ, რა არის თქვენი დღევანდელი დღის მიზანი

How to Find Your Purpose Through Creativity (and Why It Affects Everything)

ჰკითხეთ თქვენს თავს, რა გინდათ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ყოველ დილით.

როგორც კი გეცოდინებათ, რა გინდათ, იმოქმედეთ. ცხოვრება უფრო მარტივი ხდება, როცა ყოველდღიურად გაქვთ მიზანი, გეგმა და ამ გეგმით თქვენი მიზნისაკენ მიემართებით.


8. გქონდეთ საკუთარი თავის შებრალების უნარი

ყოველთვის მიეცით თქვენს თავს უფლება, დაისვენოთ და ღრმად ისუნთქოთ:

თქვენ არ ხარ იდეალური, არავინ არ არის. ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი საუკეთესო მხარე.

თუ გჭირდებათ დასვენება –დაისვენეთ, თუ გჭირდებათ ტირილი - იტირეთ, მაგრამ არასდროს გადასცეთ თქვენი ნეგატიური ენერგია სხვას.


და გახსოვდეთ, მხოლოდ პოზიტივის შენარჩუნება გეხმარებათ, გამოასწოროთ არასასურველი მდგომარეობა.



9. მიიღეთ ყველაფერი ღიად და ნუ შექმნით ტრაგედიას.



მიიღეთ საკუთარი თავი და სხვები ისეთებად, როგორებიც არიან, ასევე ყოველი

სიტუაცია, ყოველი მოცემულობა, რომელსაც ვერ შეცვლით, მიიღეთ გაგებით და ეცადეთ პოზიტივი დაინახოთ.


იყავით რეალისტები და არა პესიმისტები. უბრალოდ ჰკითხეთ საკუთარ თავს,

გინდათ იყოთ ბედნიერი? - თუ კი, ნუ დაიტვირთებით ნეგატივებით.


10. შეწყვიტეთ სხვების განსჯა

ადამიანების განსჯა ბუნებრივი რექაციაა, როცა პირველად ხვდებით მათ, მაგრამ ეს ზრდის უარყოფით აურას. მხოლოდ გაგებით მოკიდება, მოსმენა სხვების და

გაანალიზება მათი პოზიციის ცვლის ამ აურას, ასევე გეძლევათ შესაძლებლობა

სხვა მხრიდანაც შეხედოთ მოვლენებს.

საუკეთესო გზა, რომ შეწყვითოთ სხვისი განსჯა, არის გადახედოთ თქვენს ცხოვრებას და იფიქროთ იმაზე, თუ როგორ განგსაჯეს სხვებმა და რა გრძობა დაგეუფლათ.

ასე რომ, სხვის პოზიციაში საკუთარი თავის ჩაყენება საუკეთესო ვარიანტია.



0
391
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0