x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფანჯრების მრეცხავი 47-ე სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა

47–ე სართულიდან ჩამოვარდნა და გადარჩენა, — სწორედ ასეთი «თავგადასავალი» გადახდა თავს ნიუ-იორკელ ფანჯრის მწმენდავს ალსიდეს მორენოს. ის, თავის უმცროს ძმასთან, ედგართან ერთად, მანჰეტენზე ცათამბჯენის 47-ე სართულზე, ფანჯრების გასაწმენდად ავიდა... და ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ უეცრად, 5 მეტრიანი პლატფორმა, რომელზეც მამაკაცები იდგნენ, სამაგრებს მოსწყდა...


imageალსიდეს მორენო


კაბელი მარცხენა მხარეს, სადაც ედგარი იდგა, პირველი გაწყდა და ის, თითქმის, 150 მეტრის სიმაღლიდან, ჩამოვარდა. მამაკაცი ვიწრო ჩიხში ჩავარდა და მისი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა. შეფასებით, მომენტისთვის, როდესაც მან მიწამდე მიაღწია, მისი ვარდნის სიჩქარე 200 კმ/სთ. იყო.

ედგარის ჩამოვარდნიდან, მალევე, პლატფორმა მთლიანად მოსწყდა და ალსიდესმაც ძმის ბედი გაიზიარა... მაგრამ, ადგილზე მისულმა მაშველებმა, ის ლითონის დეფორმირებულ გროვაში იპოვეს... თუმცა, მათდა გასაოცრად, მამაკაცი ჯერ კიდევ სუნთქავდა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატისტიკის თანახმად, მესამე სართულიდან გადმოვარდნისას, მხოლოდ ნახევარს აქვს გადარჩენის შანსი. ხოლო, მეათე სართულიდან გადმოვარდნის შემთხვევაში, ეს შანსი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ალსიდესმა კი, მართალია არაერთი ტრავმა და მოტეხილობა მიიღო. მაგრამ, მაინც გადარჩა. მამაკაცმა კომაში 3 კვირა გაატარა, გონზე მოსვლის და ფიზიკური დაზიანების მკურნალობის შემდეგ, მან საავადმყოფო სრულიად ჯანმრთელმა დატოვა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ

* კაცის ისტორია, რომელიც "სიცოცხლის წიგნში" მოხვდა

* დუმილი – ყველაზე დიდი იარაღია... როგორ გგონიათ რისთვის?

* ერთი მუმია და 8 სარკოფაგი, "მარადიული სიცოცხლისთვის"

* "როდესაც უძაღლო ქვეყანაში, კატებს აყეფებენ!"...

* ის ავიაკატასტროფას გადაურჩა და 9 დღე ჯუნგლებში სრულიად მარტომ გაატარა

* გვირაბები ოკეანის ფსკერზე და "ატლანტების" მიწისქვეშა ცივილიზაცია

* 15 საინტერესო ფაქტი ყველის შესახებ, რომლის გაგების შემდეგ, უფრო მეტად დააფასებთ ამ პროდუქტს



0
920
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
920
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0