საბუნებისმეტყველო NASA–ს მეცნიერი თვლის, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია 2023, 25 თებერვალი, 10:22 NASA–ს ასტროფიზიკოსი ლუიზა რიოფრი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ–ჯერობით ეს არარეალურად ჩანს, დროში მოგზაურობა შესაძლებელია. მეცნიერი თვლიან, რომ დედამიწაზე მოქმედი ფიზიკის კანონები, ჰიპოთეტურად, დროში მოგზაურობის შესაძლებლობას არ ეწინააღმდეგება. ამ ჰიპოთეზაში დასარწმუნებლად, რიოფრი ექსპერიმენტის ჩატარებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გეგმავს. სწორედ იქ არის შესაძლებელი, ატომური ნაწილაკების დახმარებით, ლაზერული სხივის სიჩქარის გაზომვა. ასეთი იდეა მას, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ჯერ კიდევ «აპოლონის» მთვარის მისიის დროს, დამონტაჟებული რეფლექტორებიდან მიღებული მონაცემები შეისწავლა. მან აღმოაჩინა, რომ სინათლის სიჩქარე არ არის მუდმივი სიდიდე და დიდი იმის ალბათობა, რომ ის, დროის გარკვეულ მონაკვეთებში, იცვლებოდეს. ამ და კიდევ სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ასტროფიზიკოსი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ახლიდან არის საჭირო, დედამიწის ირგვლივ მიმდინარე ფიზიკური პროცესების, დეტალურად შესწავლა. მაგ., მან აღმოაჩინა, რომ პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის სწრაფი მოძრაობა – მხოლოდ ილუზიაა... და თუ შეცდომა ისეთ გლობალურ საკითხშია დაშვებული, როგორიც მთვარის მოძრაობის სიჩქარეა, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ სხვა, უფრო ვიწრო სპექტრის მოვლენებზე? მაგალითად, ისეთზე, როგორიც დროში მოგზაურობაა?.. ლუიზა რიოფრი თვლის, რომ ეს ფენომენი უფრო ყურადღებით უნდა იქნას შესწავლილი და მხოლოდ ამის შემდეგ, მოგვეცემა წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობა. დროში მოგზაურობასთან დაკავშირებით, არაერთი ისტორიაა ცნობილი. მაგრამ, არასაკმარისი მტკიცებულების გამო, მსგავსი ამბების ბევრს არ სჯერა. თუმცა, არის ერთი ისტორია, რომელთან დაკავშირებით, ოფიციალური გამოძიებაც კი ჩატარდა: 1950 წელს ნიუ-იორკში, ტაიმზ-სქვერზე ადამიანი გამოჩნდა წვრილი ბაკენბარდებით და ვიქტორიანული ეპოქის სტილის კოსტიუმით. თვითმხილველთა თქმით, ის ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო. სამწუხაროდ, მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. მორგში მიცვალებულის ჯიბეებიდან შემდეგი ნივთები ამოიღეს: – ლუდის 5 ცენტიანი ჟეტონი, ბარის სახელით, რომელიც რაიონის ყველაზე ხანდაზმული მაცხოვრებლებისთვისაც უცნობი იყო; – ლექსინტონ ავენიუზე მდებარე, ფასიანი საჯინიბოს მიერ გაცემული, ეკიპაჟის რეცხვისა და ცხენის მომსახურების ანგარიში. 50-იან წლებში ასეთი საჯინიბო არ არსებობდა; არხის სხვა სიახლეები:* პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტის ხელისუფლება არავის აძლევს* ვინ იყო ხრუშჩოვის შვილი და რა კავშირი ჰქონდა მის სიკვდილთან სტალინს?* წარსულის ფოტოები, რომელიც განსხვავებულ ემოციებს იწვევს* 12 000 წლის თავის ქალაში ჩამონტაჟებული მიკროსქემა აღმოაჩინეს* ჰიტლერის "საბჭოთა ტური" და ფიურერის მკვლელობის მცდელობა სმოლენსკში* სახალისო სურათები, კარგი განწყობისთვის* ცუდის გაკეთება უნდოდათ... და პირიქით გამოუვიდათ208 3-ს მოსწონს
|