x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
12 000 წლის თავის ქალაში ჩამონტაჟებული მიკროსქემა აღმოაჩინეს

ცოტა ხნის წინ, მყვინთავებმა მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე, საკ-აკტუნის (Sac Actun) გიგანტური გამოქვაბულების შესწავლისას, ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი, დაახლოებით, 12 ათასი წელია. არქეოლოგის გილერმო დე ანდას თქმით, ერთ–ერთ გამოქვაბულში, ადამიანის თავის ქალა იპოვეს, რომელიც გარედან კირქვით იყო დაფარული. მეცნიერები თვლიან, რომ ამგვარი ეფექტი წვიმის წყალმა გამოიწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩონჩხი მიწაში მანამდე იყო, ვიდრე 9 ათასი წლის წინ, 317 კილომეტრიანი გამოქვაბულების ქსელი წყლის ქვეშ აღმოჩნდებოდა.


image


ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, გამოქვაბულში უამრავი ძვალია, რომელიც ამ რეგიონში მცხოვრებ, უძველეს მოსახლეობას ეკუთვნის. ეს ადამიანები გამოქვაბულებში, შეიძლება, სასმელ წყალს ეძებდნენ, ან ბუნების სხვადასხვა კატაკლიზმს აფარებდნენ თავს. აღმოჩენილმა თავის ქალამ, მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია. მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, საერთოდაც აღარ ახსენებდნენ მას, რითაც ამ აღმოჩენამ, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება უფრო მეტად მიიქცია...

მექსიკელი ჟურნალისტი პედრო სანჩე, რომელმაც ციხეში 9 თვე, მეტისმეტად თავისუფალი სამოქალაქო შეხედულებების გამო გაატარა, ირწმუნება, რომ ერთ–ერთმა მკვლევარმა, იდუმალი თავის ქალის შესახებ, საიდუმლო გაანდო... და ეს საიდუმლო, მართლაც რომ წარმოუდგენელია:

როგორც ჟურნალისტი იუწყება, მკვლევარებმა ხსენებულ თავის ქალაზე, ხელოვნური იმპლანტანტი აღმოაჩინეს. ჯერ მათ იფიქრეს, რომ ეს უბრალო ლითონის ფირფიტა იყო, რომელიც ინდიელს თავის ქალის ტრეპანაციის შედეგად ჰქონდა გადანერგილი (ასეთი ქირურგიული ოპერაციები, იმ დროს უკვე ტარდებოდა). თუმცა, შემოწმებამ სულ სხვა არტეფაქტი გამოავლინა... და მეცნიერები საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდნენ – ინდიელის თავის ქალაში ნამდვილი მიკროჩიპი აღმოჩნდა და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის 12 ათასი წლის წინ იყო იმპლანტირებული! ასეთი რამის შესაძლებლობაზე, ვარაუდიც კი არავის გამოუთქვამს. უადგილო აღმოჩენა, წესდების შესაბამისად, ხელისუფლებას გადაეცა, ხოლო მან, არქეოლოგებს, ამის შესახებ საუბარი აუკრძალა.


image


როგორც ამბობენ, თავის ქალას კრანიალური ოპერაციის კვალი აღენიშნებოდა. ხოლო, იდუმალი ინტეგრირებული სპილენძის სქემა, პარიეტალურ ძვალში იყო ოსტატურად იმპლანტირებული.

ახლა რთულია იმის გამოცნობა, თუ ვის შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება. მაგრამ, იმის წარმოდგენა კი შეიძლება, თუ როგორ სენსაციას გამოიწვევდა აღნიშნული ინფორმაცია, გასაიდუმლოებული რომ არ იყოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს, ტრადიციული მეცნიერებისთვის არასასურველი, პირველი არტეფაქტი არ არის... და მაშინაც კი, თუ საქმე ახალ ამბებში საჯარო გაშუქებას ეხება, რეალურად არაფერი იცვლება – აღმოჩენა, ცოტა ხანში, უკვალოდ «იკარგება». მოცემულ შემთხვევაში კი, მიკროჩიპი ისე «დამარხეს», რომ ცოტა ხნით, ფართო საზოგადოებისთვის, სენსაციადაც არ აქციეს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის "საბჭოთა ტური" და ფიურერის მკვლელობის მცდელობა სმოლენსკში

* ცხოვრება თამაში არ არის, სადაც ფინალისკენ სწრაფვა საჭიროა... რაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი?

* სახალისო სურათები, კარგი განწყობისთვის

* 7 მარტივი და ერთი რთული გამოცანა (პასუხები აქვს)

* ზოგისთვის გმირი – ზოგისთვის ბოროტმოქმედი... გასული საუკუნის ყველაზე დაუნდობელი ლიდერები

* ამ ფოტოებზე რაღაც უცნაური ხდება...

* 15 რეტრო ფოტო, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა მსოფლიო



1
1018
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1018
  
2023, 22 თებერვალი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1