საბუნებისმეტყველო 5 ყველაზე გავრცელებული მითი გველების შესახებ 28 სექტემბერი, 9:05 მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეწარმავლების უმრავლესობა უკვე კარგად არის შესწავლილი, თაობიდან თაობაზე გადაცემული, ძველი ჭორები და ლეგენდები, გველების შესახებ, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. იმისთვის, რომ ეს მოჯადოებული წრე რამენაირად გაირღვეს, აქ გველების შესახებ, 5 ყველაზე გავრცელებულ მითს წარმოგიდგენთ. გველს მსხვერპლის დაჰიპნოზება შეუძლიათ
ეს მითი, სავარაუდოდ, მათი ნადირობის სტილის გამო გაჩნდა. გველები დაკვირვებით არჩევენ თავდასხმის მომენტს. ხოლო, მათი გაყინული მზერა, იმის გამო, რომ ქუთუთოები არა აქვთ, მისტიკურ შეგრძნებას აჩენს. მახრჩობელები მსხვერპლს გუდავენ და ძვლებს უმტვრევენითვლება, რომ მახრჩობელა გველი მსხვერპლი ჟანგბადის შეზღუდვის გამო იღუპება. მაგრამ თუ გველი დიდია, მას მსხვერპლის ძვლების გადამტვრევაც შეუძლია. სინამდვილეში, მახრჩობელა გველის მსხვერპლი, სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო კვდება. კვლევის თანახმად, მსხვერპლზე შემოხვეულ გველს, სისხლის ნაკადის რამდენიმე წამით შეჩერება შეუძლია... და ასფიქსია არაფერ შუაშია. გველები, ჭამის დროს, ქვედა ყბას იგდებენამის გაკეთება მათ არ სჭირდებათ, რადგან ქვედა ყბა შუაზე აქვთ გაყოფილი. დასვენების პერიოდში, ეს ნაწილები ერთმანეთს ეხება და ნიკაპის მსგავს კონსტრუქციას ქმნის. მაგრამ, როდესაც ქვეწარმავალს მართლაც ძალიან ფართოდ სჭირდება პირის გაღება, ქვედა ყბა შუაზე იყოფა და ელასტიკური კანი იჭიმება. ასე, რომ, არანაირი ამოგდება, — ყველაფერი ბევრად დახვეწილად არის მოწყობილი. თუ გველი შხამიანი არ არის, ის უსაფრთხოამსოფლიოში, დაახლოებით, 3 900 სახეობის გველია ცნობილი. მათგან შხამიანი მხოლოდ მეოთხედია. დანარჩენები, შხამით არ სარგებლობენ. სფეროში გაუცნობიერებელი ადამიანები თვლიან, რომ თუ გველს შხამი არა აქვს, ის უსაფრთხოა და მასთან ბავშვსაც კი შეუძლია თამაში. მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა... გველებიც კი, რომლებსაც შხამი არა აქვთ, კბენა შეუძლიათ. ეს ძალიან მტკივნეულია და შეიძლება, ჭრილობაში ინფექციაც მოხვდეს. ამიტომ, თუ ადამიანს სახლში შინაური ცხოველის სტატუსით გველი ჰყავს, მას ძალიან ფრთხილად უნდა მოექცეს. ხოლო, ველური ქვეწარმავლისთვის ხელის ხლება, საერთოდ არ შეიძლება. გველი მუსიკაზე ცეკვავს«კობრას ცეკვა» – ამ სიტყვების გაგონებისთანავე, ყველას კალათიდან ამოსული გველი და საყვირიანი ინდოელი მამაკაცი ახსენდება. ჩვენთვის ეს ეგზოტიკური წარმოდგენა არის, სარისკო ტრიუკებით და აუწერელი შეგრძნებებით. ხოლო, ნებისმიერი ინდოელისთვის – ქალაქის მოედნებზე გამართული ჩვეულებრივი წარმოდგენა და ამავდროულად, ნამდვილი ხელოვნება პროფესიონალებისთვის. გველების შემლოცველი — უძველესი და საოცარი პროფესია არის ინდოეთში. თუმცა, ამ ქვეწარმავლების შელოცვის ხელოვნება ძველ ეგვიპტეში ჩაისახა და უკვე იქიდან აზიის ქვეყნებში გავრცელდა. ყველა დროის, ყველაზე ძლიერ შემლოცველად შეიხი მუსა ითვლება ლუქსორიდან (ეგვიპტე). ამ პროფესიის პოპულარობა XX საუკუნეში გაიზარდა და ფართოდ გამოიყენებოდა ინდოეთში, ტურისტების მისაზიდად. დღეს ამ ქვეყანაში, 7 ათასამდე პროფესიონალი შემლოცველი არის. მათთვის სპეციალური კონფერენციებიც კი ტარდება, რომელზეც დელეგატები საკუთარი გველებით იკრიბებიან და საოცარ ტრიუკებს ატარებენ. მაგრამ, მაყურებლის ყველაზე დიდ აღფრთოვანებას კობრების ცეკვა იწვევს. ყოველივე ამის შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვამტკიცოთ, რომ კობრას სმენა არა აქვს და ცეკვითაც არ ცეკვავს. არხის სხვა სიახლეები:* 10 გასაოცარი ფაქტი კლეოპატრას შესახებ, რომელიც ისტორიაზე წარმოდგენას შეგაცვლევინებთ* რა უნდა იცოდნენ 40 წელს გადაცილებულებმა, ქოლესტერინის შესახებ?* 20 დაუჯერებლად დიდი ჯიშის ცხოველის ფოტო* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ254 2-ს მოსწონს
|