x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რა მშვიდობა, რი სიმშვიდე, გეჩვენებათო, სინამდვილეში მუხლებზე ვდგავართ შარვალჩახდილებიო" - ვისზე საუბრობს გელა ზედელაშვილი?

image

ჟურნალისტი, ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი, გელა ზედელაშვილი ოპოზიციის და მათი სატელიტი ტელევიზიების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლის შეფასებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:


ჰა, ჰა, ჰა... რა დრო დაგვიდგა, აგი ჭკუა-გონებით “გაჭივრებულები'' აფასებენ მიუნხენის კონფერენციას და ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.
ამან, ამ მიკროფონიანმა დუნდუკმა ხაზგასმულად აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა ყველაფერზე, გარდა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებისაო. არადა, პრემიერმა ისაუბრა მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და ქვეყნის განვითარებაზე. არა, ამან არ გაიგო, შავმა ნოდარამ დაარიგა, არ უნდა გაიგოვო და ეგრეც მოიქცა. შეიძლება არც დაარიგა და ჭუტას ინსტრუქციას გადახედა.
მეორე “გაჭივრებულმა'' ბუა საბაძემ კი არა და... საბა ბუაძემ მტკიცე ტონით განაცხადა, ღარიბაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე არ ილაპარაკა უკრაინის გამარჯვებაზეო, ეს იყო დასავლურ სულისკვეთებას მოწყვეტილი გამოსვლა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ქართველი ხალხის პრობლემებთანო.
“მიხთით''?
ღარიბაშვილის გამოსვლა ყოფილა დასავლურ სულისკვეთებას მოწყვეტილი. აი, მისი “უმფროსი'' მამუკა ხაზარაძე რომ გამოდის ხოლმე ბადრისთან ერთად, სუ დასავლურ სულისკვეთებაზეა ხოლმე მიბმული... თან ისეა მიბმული, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ მოსწყვეტ. მა რააა, მამუკის, ამის “უმფროსს'' სიმღერა და ტაში-ტუშიც დასავლურად გამოსდის, ეგეთი როკერი ჯერაც არ დაბადებულა ევროპის მიდამოებში. ისე, მაინც სულ სხვა არი, როცა კომკავშირული გამოცდილება გაქვს და მერაბ კოსტავაზე ხელიც აღგიმართავს.
არადა, ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე არაერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია. მან ისიც თქვა, რომ ამ აგრესიის სუსხი ჩვენ გაცილებით ადრე ვიწვნიეთო.
ბუა საბაძე იძახის, უკრაინის გამარჯვებაზე არ ილაპარაკაო. ჰოოო, უკრაინამ კი გაიმარჯვა, მაგრამ ეტყობა, პრემიერმა ჯერ არ იცის... შეიძლება იცის და დაავიწყდა, უცებ ვერ გაანალიზა. უკაცრავად.
გირჩმა ზურაბამაც თავისებურად მოსხიპა!
ისაო... ეს იყო სირცხვილიო, ხალხი სუ სხვა რამეზე ლაპარაკობდა და ეს კიდე სულ სხვა რამეზეო. 10 წელიწადია, ჩვენ ვდგავართ მუხლებზე და ადრე თუ გვიან, რუსეთი მაინც გადაგვივლისო. ეს არის თვალის ახვევა, ვითომ საქართველოში მშვიდობააო. არა, რა მშვიდობა, რი სიმშვიდე, გეჩვენებათო, სინამდვილეში მუხლებზე ვდგავართ შარვალჩახდილებიო... ჰო, სადაცაა რუსები მოვლენ და რასაც გვიზამენ, ხო იცითო?!
არ მოიწყინო, ჩვენო ლამაზო ქვეყანავ, შენ ხომ ამათზე უარესებიც გინახავს?!"-წერს გელა ზედელაშვილი.
0
267
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0