x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერების შოკისმომგვრელი დასკვნა: შესაძლოა მზის სისტემაში შავი ხვრელი არსებობდეს

ასტრონომებს შორის სულ უფრო იზრდება კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ მზის სისტემაში, გაზის გიგანტების ორბიტათა მიღმა შესაძლოა იდუმალებით აღსავსე კოსმოსური ობიექტი არსებობდეს. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრების თანახმად ეს იდუმალი ობიექტი შესაძლოა მცირე ზომის შავი ხვრელი იყოს, რომელიც ურტის ნისლეულის ყონულოვან ობიექტებს შორის არის ჩამალული.


ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ ერთი ძალიან მყარი არგუმენტი ღაღადებს: არავის შეუძლია იმის თქმა, თუ რანაირად შეიძლებოდა წარმოქმნილიყო დიდი ზომის პლანეტა მზისგან ამხელა მანძილზე.


არადა, მეცნიერებმა დანამდვილებით იციან, რომ ურტის ნისლეულში მასიური ობიექტი არსებობს, თუმცა ის ჯერჯერობით სამწუხაროდ აღმოჩენილი არ არის.


ეს მცირე ზომის შავი ხვრელი შესაძლოა ჯერ კიდევ დიდი აფეთქების დროს გაჩენილიყო. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს 5-დან 15-მდე დედამიწის მასის ეკვივალენტი მასა. ასეთი მასის შავი ხვრელი ზომით გრეიპფრუტზე დიდი ნამდვილად არ იქნებოდა, რაც მის აღმოჩენას უმძლავრესი ტელესკოპების გამოყენებითაც კი შეუძლებელს ხდის. ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა, რა დროსაც მისი დაფიქსირება შეგვიძლია, ეს არის მომენტი, როცა ურტის ნისლეულში არსებული ასტეროიდი ან კომეტა შავ ხვრელში უჩინარდება, მაგრამ ამის დანახვა ძალიან რთულია.



ამჟამად მეცნიერები ფიქრობენ მზის იალქნით აღჭურვილი მცირე ზომის ხომალდის გაშვებაზე ჩვენი სისტემის შორეული საზღვრების მიმართულებით, რათა გრავიტაციული ანომალიებზე დაკვირვების მეშვეობით მიკროსკოპული ზომის შავი ხვრელის აღმოჩენა შეძლონ.


ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ამ იდუმალებით მოსილი ობიექტის აღმოჩენას ჩვენ მანამ შევძლებთ, სანამ მარსზე პილოტირებული მისიის გაგზავნას მოვახერხებდეთ.


შავი ხვრელი



0
147
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0