x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ავსტრალიაში გავრცელებული მამრი ჩანთოსანი კვერნა პირველი სექსის შემდეგ მომენტალურად იღუპება
ალბათ ბევრი ადამიანი დაფიქრდებოდა, ჰქონოდა თუ არა სექსი, მასაც რომ ისეთივე ხვედრი რგებოდა, როგორიც მამრ ჩანთოსან კვერნებს აქვთ. ეს ცხოველები ხომ პირველივე სექსის შემდეგ მომენტალურად იღუპებიან!


მეცნიერებს აქამდე წარმოდგენა არ ჰქონდათ, ჩანთოსანი კვერნების მამრებს ეს რატომ ემართებათ და რატომ არის მათთვის სექსი სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი, მაგრამ სავარაუდოდ ახლახან პასუხს ალბათ მიაგნეს. როგორც მკვლევარები ფიქრობენ, მამრ ჩანთოსან კვერნებში შეწყვილების მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ ამის შედეგად მათი შინაგანი ძალები მთლიანად იფიტება. შეწყვილების პერიოდებში მათ საკმარისად არ სძინავთ. ექსპერიმენტის მიხედვით დადგინდა, რომ მამრები გაცილებით უფრო მეტს აქტიურობენ, ვიდრე მდედრი ჩანთოსანი კვერნები. ეს უკანასკნელები მინიმუმ 4-ჯერ მაინც ასწრებენ შეწყვილებას, სანამ დაიხოცებოდნენ.


ამჟამად მეცნიერები ფიქრობენ, თუ რანაირად გადაარჩინონ მამრი ჩანთოსანი კვერნები დაღუპვას, რადგან ისინი წითელ წიგნში არიან შეტანილები და გადაშენების მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფებიან. თუმცა, მეორეს მხრივ მათ ჯერ კიდევ არ იციან, თუ რამდენად შეიძლება იყოს მსგავსი ჩარევა სასურველი, რადგან ჩანს, სიკვდილი პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ ჩანთოსანი კვერნების გამრავლების სტრატეგიის ერთგვარი ნაწილია, თუმცა რისთვის არის ეს საჭირო, ამის ახსნა მეცნიერებს ჯერ კიდევ უჭირთ.


ფაქტია, რომ ბუნება უამრავი საზარელი მოვლენით არის სავსე და ყველაფერი, რაც ბუნებრივია, ავტომატურად მისაღები და სასურველი არ გახლავთ. ამიტომ მეცნიერებს ალბათ მაინც მოუწევთ ცდა, რომ ამ ძალიან მცირერიცხოვანი ცხოველების რაც შეიძლება მეტი ეგზემპლარი შეინარჩუნონ, რათა ჩანთოსანი კვერნების სახეობამ არსებობა განაგრძოს და მან იგივე ბედი არ გაიზიაროს, რაც გაიზიარა ჩანთისანმა მგელმა, რომელიც მწვანე კონტინენტზე გასული საუკუნის 40-იან წლებამდე ჯერ კიდევ არსებობდა.



კვერნა

0
269
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0