სიახლეები "მკვლელი ექიმის, მარინა ღუდუშაურის დასმული დიაგნოზით წავიყვანე შვილი საზღვარგარეთ" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში? 2023, 4 თებერვალი, 11:14 ![]() სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ მარინა ღუდუშაური მიერ დასმული დიაგნოზით - კიბო, ერთადერთი შვილი საზღვარგარეთ წაიყვანა და აღმოჩნდა, რომ მას არავითარი კიბო არ ჰქონდა, ბავშვს მხოლოდ უმნივნელო პრობლემა აღმოაჩნდა. "მარტოხელა დედა ვიყავი, 23 წლის, ერთადერთი შვილი გამაჩნდა ამ ქვეყანაზე, არც ნათესავი, არც მშობლები, სხვა არავინ მყავდა. როცა მკვლელი ექიმის მარინა ღუდუშაურის დასმული დიაგნოზით საზღვარგარეთ წავიყვანე ჩემი ერთადერთი, ვიდრე ექიმს ველოდი, საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა ყურებში. ძლივს ვიკავებდი კანკალს, არ მინდოდა ექიმის თვალწინ განადგურებული ვყოფილიყავი. როცა გავიგე რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და არა თუ კიბო, საერთოდ რაღაც უმნიშვნელო პრობლემა ჰქონდა, მეგონა მეორედ დავიბადე. ფული რომელიც ჩემივე გამომუშავებული იყო შრომით, რომელიც თან მქონდა წაღებული, სიხარულით დავახარჯე იქვე ჩემს შვილს. დიდი ზეიმი მოვუწყე და დღემდე ახსოვს ის ბედნიერი დროსტარება" - წერს Nino Moses ქალმა კიდევ ერთი პოსტი მიამატა: "ერთი ვიცი დანამდვილებით, არცერთი საღად მოაზროვნე, ვისაც თავი და ახლობლები უყვარს, არ გაეკარება "ვივამედის" კლინიკას". შეგახსენებთ, სამიოდე წლის წინ ახალგაზრდა მამაკაცს, გიორგი ცეცხლაძეს აქ საქართველოში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, კერძოდ საფრანგეთში ჩატარებული ანალიზებით დადგინდა, რომ პაციენტს სიმსივნე კი არა, არამედ ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. 367 2-ს მოსწონს
|