სიახლეები აშშ-ს ინტერნეტ-მაღაზიაში 1958 წლის "ვოლგა"-გაზ 21მ ორმოცი ათას დოლარად იყიდება 2023, 23 იანვარი, 17:34 ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკულ საიტზე გამოჩნდა შეერთებული შტატებისთვის უჩვეულო ნიმუში - ვოლგა -გაზ M-21, რომელიც 1958 წელს გადმოვიდა კონვეირიდან.
ოკეანის გაღმა მძღოლებისთვის ეს ნამდვილად უცხო რამ არის. ამ მანქანის შეძენის მსურველებს მასში თითქმის 40 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ, გარდა ამისა, ტრანსპორტირებისთვის, ყველა საბუთი უნდა შეავსონ.
მანქანა ჯერჯერობით კიევშია, სწორედ იქ ცხოვრობს ოსტატი, რომელმაც ავტომობილს რესტავრაცია გაუკეთა. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მანქანა არის შესანიშნავ მდგომარეობაში და შეიძლება იყოს კარგი ექსპონატი კერძო კოლექციისთვის ან მანქანების მუზეუმისთვის. როგორც ჩანს ამ მანქანაზე კარგად იშრომეს.პროფესიონალური შეღებვა, აბსოლუტურად ახალი სარჩულები და დეტალები. მანქანა აღჭურვილია 2.4 ლიტრიანი ძრავით და ოთხი რიგის ცილინდრით. ძრავის სიმძლავრე 75 ცხენის ძალაა. მანქანას აქვს 3 სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია - რაც დღეს ნამდვილი იშვიათობა.სწორედ ამიტომ ავტომობილი ორგინალთან მაქისმალურად არის მიახლოებული, რა თქმა უნდა მანქანის კაპოტს "საფირმო" ლეგენდარული ირმის ფიგურა ამშვენებს. ძნელი სათქმელია, მალევე გამოჩნდება თუ არა ისეთი ამერიკელი, რომელიც 40 000 დოლარს გადაიხდის ამ ავტომობილში, თუმცა ამ "ვოლგით" გასეირნების სურვილი რომ ბევრს გაუჩნდება ეს ნაღდია. ასევე დაგაინტერესებთ:ვოლგა-21-როგორ იქმნებოდა ლეგენდარული საბჭოთა ავტომობილი 462 2-ს მოსწონს
|