x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დეფიციტის პირობებში: როგორ იცავდნენ სსრკ-ში თავს არასასურველი ორსულობისგან
image

საბჭოთა წლებში ბევრ წყვილს, რომლებიც ჯერ ან აღარ იყვნენ მზად ყოლოდათ შვილები მწვავედ ედგათ კონტრაცეფციის საკითხი. სამწუხაროდ, ბარიერული და ორალური საშუალებები დეფიციტში იყო. ამიტომ სექსის შემდეგ ვენერიული დაავადებები და არასასურველი ორსულობა ხშირი სიურპრიზი იყო. და, შედეგად, აბორტების რაოდენობამ გადაიარა: 140 მილიონი ქალიდან დაახლოებით 5 მილიონი იკეთებდა აბორტს.


მაინც რით იცავდნენ თავს სსრკ-ში?


სამწუხაროდ შეწყვეტილი სქესობრივი აქტი იყო დაცვის ყველაზე პოპულარული მეთოდი. მინიმუმ, ეს მეთოდი არ იცავდა გენიტალიებს ინფექციებისგან, რის შემდეგ ქალები გადადიოდნენ გეგმა B-ზე: გამორეცხვა და ჩაბანა, რაც, რა თქმა უნდა, არაეფექტური იყო.



1950-იანი წლებისთვის დიდ ქალაქებში პრეზერვატივი გამოჩნდა. მაგრამ ვაი, რომ ისინი საზღვარგარეთიდან შემოდიოდა - მაღალი ხარისხის და... მაღალი ფასებით და შესაბამისად უმრავლესობისთვის მიუწვდომელი იყო.


ჩვეულებრივ მოკვდავებს ჰქონდათ წვდომა შიდა წარმოების კონტრაცეპტივებზე. პლუსი ის იყო, რომ 2 კაპიკი ღირდა. მინუსი კი - ხარისხი. ასეთი პრეზერვატივი საშინელი რეზინის ნაწარმისგან იყო დამზადებული (შესაბამისი არამიმზიდველი სუნით) და გაჟღენთილი ტალკით.


საინტერესოა ისიც, რომ კონტრაცეპტივების ყიდვაც პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ქალისთვის ასეთი პროდუქტი სამარცხვინო იყო და კაცებს საყვედურით სავსე გამომეტყველება ელოდათ.


ორალური კონტრაცეპტივებიც არსებობდა, მაგრამ მათი შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. პრეზერვატივის მსგავსად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალისთვის რაღაც სირცხვილად ითვლებოდა.


ვისაც უმართლებდა და შოულობდა ტაბლეტებს, ექიმთან საერთოდ არ მიდიოდა მიღების წესის და დოზის დასაზუსტებლად, სახლში საგულდაგულო ადგილას მალავდნენ და ინტუიციურად იღებდნენ წამალს, ხოლო ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში, მთელ კოლოფს სვამდნენ. ამრიგად, კონტრაცეპტივები ან საერთოდ არ მუშაობდნენ, ან საშინელ ზიანს აყენებდნენ ორგანიზმს.


როგორც ზემოაღნიშნულიდან მიხვდებით, სექსუალური განათლების დაბალი დონე და საქონლის დეფიციტი უამრავ პრობლემას იწვევდა.

1
407
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
407
  
2023, 22 იანვარი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1